რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ახალი ამბები
ოსურ მხარეს ტატუნაშვილის წამების შესახებ ექსპერტიზის შუალედური დასკვნის თარგმანი არ წარუდგინეს
2018 წლის 7 ივნისს ერგნეთში “ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის” სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მთავარი საკითხი არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმე იყო. მთავარი, რაზეც ამ შეხვედრაზე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები საუბრობდნენ, იყო სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს შუალედური დასკვნა, რომლის მიხედვითაც, ტატუნაშვილის ცხედარზე 100-მდე დაზიანებაა, რაც წამების ფაქტზე მიუთითებს. თუმცა, გაირკვა, რომ ქართული მხარე შეხვედრაზე ისე წავიდა დოკუმენტი არც რუსულად და არც ინგლისურად არ უთარგმნია, ამიტომ, ე.წ. ოსური მხარე მას ვერ გაეცნო.

ამ ამბის შესახებ ინფორმაცია ვებ-პორტალ mediachecker.ge-ზე გამოქვეყნდა. სტატიაში ვკითხულობთ:

ერგნეთის შეხვედრა 7 ივნისს მაუწყებლების მთავარ საინფორმაციო პროგრამებში ერთ-ერთი მთავარი თემა იყო. თუმცა, ის დეტალი, რომ ქართული მხარე მოლაპარაკებების მაგიდასთან თარგმნილი დოკუმენტის გარეშე მივიდა, ვერ მოხვდა “მოამბის” მთავარ გამოშვებაში.

თემის წარგდგენისას წამყვანმა განმარტა, რომ „ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის ექსპერტიზის დასკვნას არ ენდობა“. მანვე აღნიშნა, რომ, თბილისიდან ჩასულმა დელეგაციამ დეფაქტო რეჟიმის წარმომადგენელს დეტალურად გააცნო ცხედარზე სამედიცინო ექსპერტიზის მიერ დადასტურებული ის დაზიანებები, რომლებიც ცალსახად წამებაზე მიუთითებს. თუმცა, არაღიარებული რეჟიმი სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის გაცნობას საჭიროდ არ მიიჩნევს და ამტკიცებს, რომ დაზიანებები სიცოცხლის დროინდელი არ არის. წამყვანს ტექსტში დოკუმენტის თარგმნაზე არ უსაუბრია.

თითქმის იგივე შინაარსის ტექსტი გაიმეორა ჟურნალისტმაც. მან განმარტა, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის წარმომადგენელს ეგორ კოჩიევს ნაწამები სამხედროს ცხედარზე ჩატარებული ქართული სასამართლოს სამედიცინო ექსპერტიზა გააცნეს, სადაც ნათლად ჩანს, რომ არჩილ ტატუნაშვილს 100-მდე მძიმე დაზიანება აღენიშნება, თუმცა ეს ყოჩიევისთვის [ოსური მხარის წარმომადგენელი] საინტერესო არ აღმოჩნდა, რადგან მისი თქმით, ოკუპირებულ რეგიონში ჩატარებული ექსპერტიზა მისთვის საკმარისად სანდოა. ჟურნალისტს არ დაუკონკრეტებია, რა ფორმით გააცნო ქართულმა მხარემ შეხვედრის მონაწილეებს დასკვნის შინაარსი. მიაწოდა მათ ამის დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ მხოლოდ სიტყვიერი ინფორმაციით შემოიფარგლა.

ხაზგასმა, თუ რატომ ვერ მოახერხა ოსურმა მხარემ დოკუმენტის გაცნობა, ჟურნალისტს არც მას შემდეგ, უცდია, რაც სიუჟეტში ეგორ კოჩიევის კომენტარი მოვისმინეთ, რომელიც ამბობს, რომ მას ქართული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა არ უნახავს.

სიუჟეტში არც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ირაკლი ანთაძის კომენტარი მოხვდა, სადაც იგი განმარტავს, რომ ქართულმა მხარემ შეხვედრაზე ექსპერტიზის დასკვნის დაბეჭდილი ვერსია იმიტომ არ წარადგინა, რომ დოკუმენტი ნათარგმნი არ იყო. ეს განცხადება მოვისმინეთ სხვა ტელევიზიების ეთერით და ნათლად ჩანდა, რომ ამ კომენტარს ისმენდა და იწერდა საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტიც.

იმ ფონზე, როდესაც ოსურმა მხარემ არაერთხელ გაიმეორა, რომ ქართული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას ვერ შეაფასებდა, რადგან მას არ უნახავს, საზოგადოებრივი მაუწყებლის მხრიდან დოკუმენტის არ წარდგენის შესახებ ინფორმაციის დაფარვა მთავრობის კრიტიკულ კონტექსტში წარმოჩენის თავიდან აცილების მცდელობას ჰგავდა. სიუჟეტის ყურებისას იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ ქართულმა მხარემ ამ შეხვედრაზე ყველა ღონეს მიმართა, რაც სინამდვილეში ასე არ იყო. თარგმანის არარსებობა ამ ამბის ერთ-ერთი საკვანძო საკითხი იყო, რაც სიუჟეტში ვერ მოხვდა.

წყარო: ფაქტის მიჩქმალვის მცდელობა “მოამბის” მთავარ გამოშვებაში
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ხიდი დაზიანებულია და ამიტომ
გადადიოდნენ მდინარეზე.
როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ხიდი დაზიანებულია და ამიტომ გადადიოდნენ მდინარეზე.
14:39 / 08.05.2024
დაზარალდნენ გორის მუნიციპალიტეტის სოფლების - რეხის, მეჯვრისხევის,
ზერტის, სვენეთისა და კარალეთის დევნილთა
დაზარალდნენ გორის მუნიციპალიტეტის სოფლების - რეხის, მეჯვრისხევის, ზერტის, სვენეთისა და კარალეთის დევნილთა
01:16 / 08.05.2024
,,რუსული კანონი გვაშორებს ევროკავშირს. რუსული კანონის განხილვა და
მიღება ანტიკონსტიტუციური ნაბიჯია,''
,,რუსული კანონი გვაშორებს ევროკავშირს. რუსული კანონის განხილვა და მიღება ანტიკონსტიტუციური ნაბიჯია,''
17:09 / 07.05.2024
"შემთხვევა შვედეთის საელჩოსთან მაშინ მოხდა, როდესაც კლდიაშვილი მედიასთან კომენტარს აკეთებდა.
16:59 / 07.05.2024
,,უთხრა, რომ გაიგებდა მის საცხოვრებელ მისამართს, მიაკითხავდა და
სახლს დაუწვავდა, მას კი დამარხავდა.''
,,უთხრა, რომ გაიგებდა მის საცხოვრებელ მისამართს, მიაკითხავდა და სახლს დაუწვავდა, მას კი დამარხავდა.''
14:44 / 07.05.2024
ვიდეორეპორტაჟი
ერთ-ერთ მიკროავტობუსში გაუგებრობა მოხდა. იქ სადაც საბავშვო ბაღების გაერთიანების
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.