რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
საბჭოთა სტატისტიკის მიხედვით გორის ტროლეიბუსებში მგზავრთა ნაკადი 6 მლნ-ზე მეტი იყო
ორს 1972 წლიდან 1984 წლამდე 22 ტროლეიბუსი ემსახურებოდა. მუშაობდა სამი ხაზი, მეოთხე ექსპლუატაციაში 1981 წელს შევიდა.

დაარსების დღიდან გაუქმებამდე, ყველაზე დიდი ნაკადი ტროლეიბუსებში 1980 წელს იყო წარმოდგენილი - 6 970 ათასი მგზავრით. ყველაზე ნაკლები 1985 წელს. ამ წელს ტროლეიბუსით 5 მლნ 905 ათასი მგზავრი გადაადგილდა.

მონაცემები 1988 წელს გამოცემულ სტატისტიკის გორის განყოფილების მიერ, სამსახურებრივი სარგებლობისთვის გამოცემულ კრებულში ,,ქალაქი გორი და გორის რაიონი" არის დაცული.

იხ. დოკუმენტი კრებულიდან: ქალაქი გორი და გორის რაიონი, 1988 წელი




კრებული დამუშავებულია და შედგენილია ე. მეშვილდიშვილის მიერ. დამუშავებაში მონაწილეობა მიიღეს განყოფილების თანამშრომლებმა: ე. მაზმიშვილმა, ლ. გუჩმაზაშვილმა, აგრეთვე, მ. მაზმიშვილმა და თ. ლალებაშვილმა
.

ოფიციალური მონაცემებით, გორში, ტროლეიბუსების ხაზი 1972 წელს გახსნეს. 1975 წელს მგზავრდა ნაკადი უკვე 6 327 ათასს შეადგენდა. მგზავრობის ფასი 10 თეთრი იყო.

ტროლეიბუსების პარკი მცირედით ახლდებოდა. არსებულს სამი ახალი ტროლეიბუსი ჯერ 1984 წელს, შემდეგ 1990 წელს 2 ახალიც დაემატა.


როგორც გაზეთი ,,ქართლის ხმა“ 2010 წელს წერდა, ტროლეიბუსები მოულოდნელად გააქრეს და ხაზები ჩამოხსნეს. ხაზის სიგრძე, 2010 წლისთვის 39 კმ-ზე მეტი იყო. აღნიშნული გაზეთი გამგეობის ოფიციალურ პოზიციას ციტირებს:

,,ჩვენთვის საკმაოდ მტკივნეული იყო ტროლეიბუსების, როგორც გადაადგილების ყველაზე იაფი საშუალების ექსპლოატაციიდან ამოღება, მაგრამ ვინაიდან მუნიციპალიტეტს არ გააჩნდა შპს ტროლეიბუსის ბაზის განახლების საშუალება, ვფიქრობთ, რომ მაინც სწორი გადაწყვეტილება იქნა მიღებული. ტროლეიბუსების პარკი და არსებული ელექტროხაზები იმდენად გაცვეთილი იყო, რომ ხშირი იყო ავარიები, რის გამოც გადაადგილება მგზავრებისათვის არც თუ უსაფრთხო იყო. ამასთან ერთად წარმოება ფაქტიურად წაგებაზე მუშაობდა და მალე შესაძლოა გაკოტრების წინაშე აღმოვჩენილიყავით, რაც გაართულებდა ვითარებას. ამჯერად ჩვენი ამოცანაა აუქციონიდან მიღებული შემოსავალი მივმართოთ ახალი ალტერნატიული ტრანსპორტის მოძიებისაკენ, რომელიც სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის უწინდებურად ხელმისაწვდომი იქნება'' - აცხადებენ გამგეობაში.“ - ციტატის დასასრული
.



თანამედროვე მიდგომები - ველოსიპედის ბილიკები

გლობალური დათბობის პირობებში, მსოფლიოს ქვეყნებში მომუშავე გარემოს დაცველები, ხელისუფლების წარმომადგენლებს მოუწოდებენ შეამცირონ საწვავზე დამოკიდებული ტრანსპორტის რიცხვი, შესაბამისად, - ატმოსფეროში CO2-ის გაფრქვევა.

სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს ბოლო მონაცემებით, გორში მსუბუქი მანქანების რიცხვი 23 ათასს აღწევს. ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების დადების შემდეგ, ხელმომწერმა მხარეებმა, ატმოსფეროში გაფრქვეული ემისიების შემცირების მიზნით, საჭირო ღონისძიებების გატარების ვალდებულება იკისრეს.

კიდევ ერთ დოკუმენტში ,,მერების შეთანხმების შესახებ“ გორის ხელისუფლებას ამ კუთხით შესაბამისი ღონისძიებების გატარება ევალება. მრავალ კომპონენტთაგან, (თბოიზოლირებული შენობების მშენებლობა, გარეგანათებისთვის ეკონათურების დაყენება და ა.შ.) ერთ-ერთი სწორედ ტრანსპორტის საკითხების მოგვარება შედის.

ქალაქ გორმა, მერების შეთანხმების ფარგლებში, 2013 წელს ხელი მოაწერა მდგრადი „ენერგეტიკის განვითარების სამოქმედო გეგმა“ (SEAP)-ს. ის ითვალისწინებს 2020 წლამდე სათბური ემისიების საბაზისო გაფრქვევების 20%-ით შემცირებას. სამოქმედო გეგმაში საუბარია ემისიის შემცირების ვალდებულებების შესახებ:

სატრანსპორტო სექტორის რეფორმირებისა და მიწათსარგებლობის გეგმარების პროცესში. ამის მიღწევა კი, ტრანსპორტის მდგრადი, გარემოზე ორიენტირებული განვითარების ხელშეწყობითაა შესაძლებელი. ეს, პირველ რიგში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის წახალისებას და საქვეითო და საველოსიპედო გადაადგილებისათვის კეთილგანწყობილი გარემოს შექმნას გულისხმობს
.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
მოგონებებს ქვიშხეთის იმდროინდელი გამგებელი 30 წლის შემდეგ, სიამაყით
აქვეყნებს.
მოგონებებს ქვიშხეთის იმდროინდელი გამგებელი 30 წლის შემდეგ, სიამაყით აქვეყნებს.
23:06 / 26.04.2024
ქარელში, გერმანული ენის სასწავლებელი დააარსეს ნანა, ანა და გიორგი
კობახიძეებმა,
ქარელში, გერმანული ენის სასწავლებელი დააარსეს ნანა, ანა და გიორგი კობახიძეებმა,
14:00 / 24.04.2024
საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების
კანონი,

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების კანონი,

22:19 / 23.04.2024
დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

23:56 / 17.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.