06.04.2015 წაღებულია 700 ლარი. სწრაფი გადახდის აპარატი კი მაღაზიის შიგნით დგას. ფაქტი 2015 წლის 4 აპრილს ქარელის რაიონის სოფელ კეხიჯვარში მოხდა.
06.04.2015 საგანმანათლებლო მედიაპროექტ "ეტალონის" ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი ქარელის მუნიციპალიტეტის შემდეგ კასპის მუნიციპალიტეტს ესტუმრა და იქ მცხოვრებ ნიჭიერ მოსწავლეებს შეხვდა.
06.04.2015 კასპში კერძო იპოთეკით დაზარალებული დავით ქოქაევის გამოსახლების პროცესი კვლავ შეჩერდა. ამის მიზეზი ოჯახში მოხუცებული ქალბატონის ავადმყოფობის მიზეზი გახდა. ადგილზე გამოძახებული იყო სასწრაფო დახმარების ბრიგადა. კერძო იპოთეკარი თეა ქარდავა, რომელიც დევნილია, აცხადებს, რომ ერთი წელია საკუთარი საცხოვრებელი სახლის გამოთავისუფლებას ითხოვს.
06.04.2015 ქალაქ გორში, ვერხვების ტერიტორიაზე მდებარე სამხედრო ბაზაზე წვრთნები გრძელდება. მსხვილკალიბრიანი იარაღის გამოყენების გამო გორის მოსახლეობა წლებია შეწუხებულია. გორის საკრებულოს წევრის, თამარ თედლიაშვილის ინიციატივით, საკრებულოს წევრებმა საკრებულოს თავმჯდომარის პაპუნა კობერიძის სახელზე მოხსენებითი ბარათი მოამზადეს. თვითმმართველობის წარმომადგენლები ვერხვების დასახლებიდან პოლიგონის გადატანას მოითხოვენ.
04.04.2015 ,,თუ გვინდა, რომ სამართლიანობა აღვადგინოთ, ეს მანქანები შსს-გან უნდა დავიბრუნოთ" - ამის შესახენ ,,ქართული პარტიის" წარმომადგენელმა ილია მეტრეველმა ქალაქ გორის საკრებულოს სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, თვითმმართველობის კუთვნილი მანქანები, თავის დროზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადგილობრივ ხელისუფლებას წაართვა, ხოლო დღეს ამ მანქანების დაბრუნების დრო დადგა.
04.04.2015 ,,მოპარული ფულით გამიგია ბიზნესის დაწყება, მაგრამ ნაჩუქარი ფულით არა" - ამის შესახებ საკრებულოს წევრმა ერთიანი ოპოზიციდაან ზურაბ როსებაშვილმა ქალაქ გორის საკრებულოს სხდომაზე იმ დროს განაცხადა, როდესაც გორის მერიის შეთავაზებულ მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამას იხილავდნენ. ,,მე ვერ გეტყვით რას ნიშნავს მოპარული ფულით ბიზნესის გაკეთება, რადგან ამის გამოცდილება არ მაქვს, მაგრამ იმაზე ნაკლები რისკი არსებობს, ვიდრე ბანკისგან აღებული კრედიტით" - უპასუხა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ნინო ზურაბიშვილმა.
03.04.2015 კასპის საკრებულოს სხდომაზე სოფელ წინარეხის მოსახლეობის ნაწილმა ამღვრეული წყალი საკრებულოს წევრებს დასალევად მიუტანა. საქმე სასმელი წყლის რეაბილიტაციის იმ პროგრამის ხარვეზებს ეხება, რომელიც 2014 წელს 218 000 ლარის ფარგლებში წინარეხში ჩატარებული სამუშაოების დასრულების შემდეგ გამოვლინდა. კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობა ირწმუნება, რომ დამონტაჟებული მილები, საბოტაჟის მიზნით, ხელოვნურად დააზიანეს.
03.04.2015 კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ვახტანგ ბეჟიტაშვილი აცხადებს, რომ კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა გოჩიტაშვილი საკრებულოს წევრებს მუნიციპალიტეტის გამგეობის დარბაზში არ უშვებს და იქ სხდომების ჩატარების საშუალებას არ აძლევს.
03.04.2015 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 112-ის ახალი სერვისის პრეზენტაცია (SMS და ვიდეო ზარი) დღეს გორის ,,ინვალიდთა კლუბში" შეხვედრაზე მყოფ სმენადაქვეითებულ მოქალაქეებისთვის გაიმართა. აღნიშნული სერვისი, რომელიც 27 მარტიდან, 24 საათის განმავლობაში მოქმედებს, უფასოა და განკუთვნილია მხოლოდ ყრუ და სმენადაქვეითებული პირებისათვის.
03.04.2015 შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ზურაბ რუსიშვილის მხარადაჭერით მედიაპროექტ „ეტალონი“- ს ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი, რეგიონული ტურნეს ფარგლებში, ქარელის და კასპის მუნიციპალიტეტებს 2015 წლის 2 აპრილს ესტუმრა. გუბერნატორი და გადაცემის წამყვანი მუნიციპალიტეტების გამგებლებს, ადმინისტრაციის თანამშრომელბს, სკოლის დირექტორებს, პედაგოგებს, მშობლებსა და მოსწავლეებს შეხვდნენ.
02.04.2015 გორში, აღმაშენებლის გამზირზე, ორი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა. დაშავებულია 4 ადამიანი. ერთ-ერთი ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და საცხოვრებელი სახლის კუთხეს შეეჯახა. ავარიის ამსახველი ფოტო ფეისბუქზე გავრცელდა.
02.04.2015 გორის რაიონის სოფელ კოშკაში მცხოვრები გულო გრეგორიანცი აცხადებს, რომ მის ორწლინახევრის შვილიშვილს, რომელიც ონკოლოგიური ავადმყოფია და მკურნალობა საზღვარგარეთ ესაჭიროება, სოციალური მომსახურების სააგენტოში პროტესტის ნიშნად დატოვებს. ამის შესახებ გამყოფი გაზის სიახლოვეს მდებარე სოფელში მცხოვრებ გრეგორიანცსა და სოციალური მომსახურების სააგენტოს გორის სერვისცენტრის უფროსს შორის კამათი გაიმართა, რომელიც Qartli.gE-მ დააფიქსირა.
02.04.2015 დაბა აგარის მოსახლეობა აგარის ქარხნის ბალანსზე მყოფ კლუბის შენობის გადაცემას ითხოვს. ამის შესახებ ლეიბორისტული პარტიის წევრმა ზურაბ ქველაძემ საკრებულოს სხდომაზე განაცხადა. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი პრობლემის გადაწყვეტის გაჭინაურებაში მუნიციპალიტეტის გამგებელს ზაზა გულიაშვილს ადანაშაულებს.
02.04.2015 დღეს, შიდა ქართლის გუბერნატორთან და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებთან გამართულ შეხვედრაზე პროექტის ,,დანერგე მომავალის" განხორციელების ეტაპები განიხილეს, რომლის მიზანია საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში (თბილისის, რუსთავის, ბათუმის და ფოთის გარდა) სასოფლო-სამეურნეო მიწების მიზნობრივი გამოყენების ზრდის მაქსიმალური ხელშეწყობა.
02.04.2015 კასპის რაიონის სოფელ მრგვალიჭალაში 1969 წელს დაბადებული ქალბატონი გარდაცვლილი საქონლის სადგომში 30 მარტს ნახეს. გამოძიების პირველადი ვერსიით, ადგილი აქვს თვითმკვლელობას, რადგან ქალბატონი თოკზე ჩამოკიდებული ნახეს.
02.04.2015 ავტომანქანის გატაცების ფაქტზე შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის მთავარი სამმართველოს გორის განყოფილების თანამშრომლებმა ცხელ კვალზე ორი პირი დააკავეს.
01.04.2015 ფონდი ,,ქართველი"-ს გამგეობის თავმჯდომარე არჩილ ბაქრაძე საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელ დოკუმენტში მოქალაქეობის აღმნიშვნელ გრაფაში ,,ქართველის" ჩაწერას ითხოვს. ამის შესახებ ორგანიზაციამ საქართველოს მოქმედ და ყოფილ პრემიერ-მინისტრს წერილობით მიმართა.
01.04.2015 კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის მთავარი სპეციალისტი აკაკი ბერიანიძე საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გაყალბების ფაქტზე 2015 წლის 30 მარტს რესტორან ,,აგურებში" იმ დროს დააკავეს, როდესაც მას, შემოსავლების სამსახურის თანამშრომლების ცნობით, 180 000 ლარი ოფიციანტმა ჩანთით მიუტანა. ზედამხედველობის სამსახურის უფროსის გიორგი იაშვილის თქმით, მისი სპეციალისტის დაკავება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას არ უკავშირდება.
ლიბერთი კლუბი მომხმარებლებს წამახალისებელ აქციას სთავაზობს - ლიბერთი ბანკის ნებისმიერი ბარათით გადახდისას, მომხმარებელი საჩუქრად 5 ლარის სასაუბრო დროს მიიღებს. მომხმარებელმა გადახდა უნდა განახორციელოს მინიმუმ 10-ჯერ, 10 ლარის ოდენობით თითოეული გადახდის დროს. ყოველი ასეთი მეათე გადახდის შემდეგ, მომხმარებლის სასაუბრო დრო ავტომატურად შეივსება 5 ლარით.
31.03.2015 კომპანია ,,ტოროს" კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გამგეობის წინადადებით ქალაქის ერთ-ერთ უბანში თავისუფალი ადგილი სამაცივრე მეურნეობის საწარმოებლად არ დაუთმო. ამის შესახებ გადაწყვეტილება კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, ბოლო სხდომაზე, ერთხმად მიიღო. შპს ,,ტორო" 2014 წლის ნოემბრიდან ,,აწარმოე საქართველოს" ფარგლებში კასპის რაიონის სოფელ წინარეხში მეფრინველეობის მეხორცულ საწარმოს აშენებას შეუდგა.
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.











