რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ივნისი 2025 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ახალი ამბები
სათემოში წვეთოვანი სისტემით ბლის ბაღი გაშენდა (VIDEO)
მარიკა ყანდორელაშვილი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სათემოს საჯარო სკოლის პედაგოგია.

პარალელურად, მეუღლესთან ერთად, ძირითად დროს, სოფლის განაპირას ატმის და ქლიავის ბაღების მოვლას უთმობს.

ჰექტარზე ქერის ყანა დათესეს. ვიდრე მათი ორი შვილი სტუდენტი გახდებოდა, ისინიც ეხმარებოდნენ.

,,წლების წინ როცა ჩემი მეუღლე რუსეთში მუშაობდა, სოფელში ცარიელ ნაკვეთში ნამყენების დარგვა ჩემით გადავწყვიტე. ვიყიდე ნერგები და დავრგე. მაშინ მერიდებოდა ამის გაკეთება, არავის ეთქვა, რა ქალის საქმეა მუშაობაო" - ამ ისტორიას ქალბატონი მარიკა ახლა უკვე ღიმილით იხსენებს.

ერთი წლის წინ ორგანიზაცია ,,ელკანამ" ბიზნესპროექტების იდეაზე კონკურსი გამოაცხადა. მარიკა ყანდორელაშვილი ტრენინგებზე დადიოდა. გარკვეული გამოცდილება მიიღო და პროექტიც დაწერა.

ამ შემთხვევაში პროექტი წვეთოვან სისტემაზე ბლის ბაღის გაშენებას შეეხებოდა.

რატომ გადაწყვიტეთ ბალი ამ ზონის სოფელში, სადაც მხოლოდ ძლიერი ხის ბაღები ხარობს? - ვკითხეთ ქალბატონ მარიკას.

როგორც აღმოჩნდა, ამ კითხვას მას ბევრი უსვამს.

,,ვიდრე ვაშლი და მსგავსი ხეხილის მოსავალი მოვა, მანამდე, ფაქტობრივად, ბუნებისგან ნაბოძებ სიკეთეს ვერ ვიყენებთ. ბალის გაშენებაც ამიტომ გადავწყვიტე. მისი მოსავალი უკვე ივნისში მოდის. ახლა უკვე ალუჩის გაშენებას ვფიქრობ, რომელიც უფრო ადრე მოდის" - გვეუბნება მარიკა ყანდორელაშვილს.

,,როგორც აღმოჩნდა, ჩვენი ნიადაგი შესაფერისი აღმოჩნდა იტალიური ჯიშის ბლის ხეების გასაშენებლად. ერთადერთი რისკი, რაც შეიძლება ამ ნერგებს გააჩნდეს, ყინვაა. იმედი გვაქვს, ჩვენი კავკასიონის ქედი ჩრდილოეთის ამ ყინვისგან დაგვიცავს."- გვითხრა მარიკა ყანდორელაშვილის მეუღლემ გოჩა გოჩიაშვილმა და თან ჩრდილოეთის მხარეს, კავკასიონის ქედიკენ გაიხედა.

,,ელკანას" დახმარებით მარიკა ყანდორელაშვილმა 450 ჯიში ბლის ნერგი 2015 წელს შეიძინა. დარგეს და ერთი წლის განმავლობაში უკვე იხარა.

დღეს ამ ნაკვეთში საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტის (REAP) წარმომადგენლებმა თავიანთი ჯგუფის წევრები დასათვალირებლად ჩაიყვანეს.

ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის დაფინანსებით ორგანიზაცია ახორციელებს პროექტს ,,ქალთა და ახალგაზრდების საკუთრებაში არსებულ აგროსაწარმოთა განვითარების ხელშეწყობას 2016".

ჯგუფის წევრებს, ქალებს და ახალგაზრდებს კონსულტაციას მეხილეობის სპეციალისტი ზვიად ქობოსაშვილი უწევდა. მან  ბლის გასხვლის მეთოდები ადგილზე შეასწავლა.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
2025 წლის ივნისიდან შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსად
2025 წლის ივნისიდან შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსად
13:27 / 19.06.2025
ცხოველთა დამცველების მტკიცებით, გორის მუნიციპალურ თავშესაფრიდან
,,გაჩუქებული'' ძაღლები რუსეთში მიჰყავთ.
ცხოველთა დამცველების მტკიცებით, გორის მუნიციპალურ თავშესაფრიდან ,,გაჩუქებული'' ძაღლები რუსეთში მიჰყავთ.
17:52 / 16.06.2025
საქსტატის ცნობით, 2024 წელს, შიდა ქართლში უმუშევრობის დონე 2.2 %-ით
შემცირდა და 14.3 % შეადგინა.
საქსტატის ცნობით, 2024 წელს, შიდა ქართლში უმუშევრობის დონე 2.2 %-ით შემცირდა და 14.3 % შეადგინა.
17:30 / 16.06.2025
აქედან შტატგარეშე თანამშრომლების ანგარიშებზე გადარიცხული თანხის
ჯამი  1.7 მლნ ლარია. შტატიან თანამშრომლებისთვის შრომის
ანაზღაურება  - 334 000 ლარი.
აქედან შტატგარეშე თანამშრომლების ანგარიშებზე გადარიცხული თანხის ჯამი  1.7 მლნ ლარია. შტატიან თანამშრომლებისთვის შრომის ანაზღაურება  - 334 000 ლარი.
14:00 / 16.06.2025
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.