ახალი ამბები
,,ქარელშიც შემოაღწია კორონამ" - COVID 19 სკოლის მოსწავლეს დაუდასტურდა
ქარელის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ განცხადებას რესურსცენტრი ავრცელებს.

,,იმის მიუხედავად, რომ კოვიდინფექციამ ჩვენი მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო სისტემაშიც შემოაღწია (გვყავს პირველი ინფიცირებული მოსწავლე), მდგომარეობა არ იძლევა შიშისა და პანიკის საფუძველს. მოგიწოდებთ ყველას - მშობლებს, მასწავლებლებსა და მოსწავლეებს, ზედმიწევნით დაიცვათ დადგენილი რეგულაციები, რათა ხელი არ შეეშალოს საგანმანათლებლო პროცესს და ჩვენმა საყვარელმა მოსწავლეებმა შეუფერხებლად შეძლონ ნორმალურ სასკოლო
გარემოში განათლების მიღება. სიმშვიდესა და ჯანმრთელობა გისურვებთ." - აღნიშნულია რესურსცენტრის განცხადებაში.

სკოლის დირექტორის თქმით, მოსწავლე სკოლაში 12 ოქტომბრის შემდეგ არ დადიოდა:

,,ბავშვი 12 ოქტომბრის შემდეგ სკოლაში არ გამოცხადებულა. თავიდან თავის ტკივილებს უჩიოდა, დედა ექიმი ჰყავს და კლინიკაში შეამოწმებინა. 16 ოქტომბერს მოვიდა პასუხი, რომ კორონავირუსი დაუდასტურდა. ოჯახის სხვა წევრებს არ აქვთ დადასტურებული. რაც შეეხება კლასს, თითქმის ერთი კვირა გავიდა, რას ეს მოსწავლე არ დადის სკოლაში. თუმცა, ადგილობრივი ჯანდაცვის ორგანიზაციის წარმომადგენლების რეკომენდაციით, კლასის წევრები თვითიზოლაციაში არიან და სწავლას დისტანციურ რეჟიმში აგრძელებენ. ოჯახში ყველანი კარგად არიან" - გვითხრა სკოლის დირექტორმა.

მანამდე ქარელში მხოლოდ ერთი შემთხვევა იყო დადასტურებული. სექტემბრის დასაწყისში სოფელ კლდუში იმ ადამიანს დაუდასტურდა, რომელიც ბათუმიდან დაბრუნდა.

ჯამში, რეგიონში ამჟამად 208 ინფიცირებულია, მათგან 38 - კასპში, 5 ხაშურში.

საქართველოში ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1186 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 17477-ს შეადგენს.გარდაიცვალა 7 პაციენტი.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის 1186 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 469 თბილისში, 360 აჭარაში, 99 კი იმერეთში დაფიქსირდა.

"თბილისში 469 ახალი შემთხვევა გვაქვს, აჭარაში 360 ახალი შემთხვევა გვაქვს, იმერეთში-99, ქვემო ქართლში-78, შიდა ქართლში-15, სამეგრელო - ზემო სვანეთში-73, კახეთში-46, გურიაში- 25, მცხეთა - მთიანეთში-14, სამცხე-ჯავახეთში-7",-განაცხადა ენდელაძემ.

ამ დროისთვის, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6300 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 1388 ადამიანი გადის. ამასთან, "კოვიდ" სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა 1393- ს შეადგენს.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
მსუბუქად დაშავდნენ მგზავრები, რომლებიც
მსუბუქად დაშავდნენ მგზავრები, რომლებიც
13:57 / 28.11.2020
,,ყველაფერი გვიხარია: გაზი, წყალი, შუქი... მაგრამ ჩვენი შვილები და
შვილიშვილები არ არიან აქ.
,,ყველაფერი გვიხარია: გაზი, წყალი, შუქი... მაგრამ ჩვენი შვილები და შვილიშვილები არ არიან აქ.
12:53 / 28.11.2020
,,ვინც დღეს ვერ მოახერხებთ ბილეთის დაბრუნებას, მოგვიანებით სალაროს
,,ვინც დღეს ვერ მოახერხებთ ბილეთის დაბრუნებას, მოგვიანებით სალაროს
13:57 / 27.11.2020
,,დენდი
,,დენდი" 100 000 ლარის ფარგლებში კიდევ სხვა საახალწლო აქსერუარების გამოგზავნას აპირებს.
13:21 / 27.11.2020
გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, პროგრამის საერთო ბიუჯეტი -
545 მლნ ლარია.

გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, პროგრამის საერთო ბიუჯეტი - 545 მლნ ლარია.

12:56 / 27.11.2020
ვიდეორეპორტაჟი
,,ყველაფერი გვიხარია: გაზი, წყალი, შუქი... მაგრამ ჩვენი შვილები და შვილიშვილები არ არიან აქ.
,,ჩემი აზრით, ყველა სოფლელი ბიჭის ცხოვრება ასეთია. წვალებაში ვიზრდებით''

რატომ არ მიმაღებინეს არჩევნებში მონაწილეობა? ასეთი უყურადღებო რაიონი გვყავს.

2 წლის იყო, როდესაც მშობლები ვლადიკავკაზში წავიდნენ. მამა ხელოსანია, დურგალი. სამუშაოს
გასული თვის პოპულარული სიახლეები
როგორ მოემზადა ხიდისთავის სკოლა სასწავლო წლის დასაწყებად
ქარტლი.გე ხიდისთავის სკოლის სამზადისით დაინტერესდა.
მონანიება მამარდაშვილის ბიუსტის წინ - ეროვნული მოძრაობის პერიოდის ყოფილი სტუდენტის ინტერვიუ
ნატო ხუციშვილი დღეს ამ შეხვედრის დეტალებს იხსენებს და ნანობს, რომ
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.