რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
ქრთამი თუ ვალი? - ვინ დადიოდა ფარული კამერით გამგეობაში

 

 

,,ჩვენ ასე ვიცოდით, რომ გორდა შერმადინმა მამის ვალი გამოართვა კერესელიძეს, მაგრამ ჩვენდა გასაოცრად, სასამართლო პროცესზე მან წაყენებული ბრალდება აღიარა" - გვითხრა ერთ-ერთმა პიროვნებამ, რომელიც აღკვეთის ღონისძიების საკითხის განხილვას  ესწრებოდა. ოფიციალური ვერსიით, გორდა შერმადინი ივანე კერესელიძეს დაპირდა, რომ 500 ლარის სანაცვლოდ გორის მერიიდან მისთვის განკუთვნილ თანხას გადაარიცხვინებდა.

 

ვიდრე იმას გავაკრვევდეთ, თუ რა თანხის გადარიცხვაზე იყო საუბარი, ჩვენ დავადგინეთ შპს ,,ბაბას" ხელმძღვანელის ივანე კერესელიძისა და გორდა შერმადინის საერთო შეხების წერტილი. კერძოდ, მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის სამსახურში გვითხრეს, რომ შპს ,,ბაბა"-ს ხელმძღვანელი  პროექტების შედგენაში არქიტექტორ ბიჭიკო შერმადინს იყენებდა, რომელიც ერთერთ საპროექტო ორგანიზაციაში მუშაობს და გორდა შერმადინის მამაა.

 

რაც შეეხება მერიიდან თანხების გადარიცხვას, გორის მერიის იურიდიული სამსახურის უფროსი თემურ მანველიშვილი ამბობს, რომ გორდა შერმადინი მერიაში არ მუშაობდა და წარმოუდგენელია, თუ რატომ დაპირდა ის კერესელიძეს საქმის მოგვარებას. თანაც მაშინ, როდესაც თანხა ,,ბაბას" ანგარიშზე უკვე გადარიცხული იყო.

 

გორის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსმა დალი ტლაშაძემ დოკუმენტურად დაგვიმტკიცა, რომ შპს ,,ბაბას" ანგარიშზე მერიას 4 აპრილის მდგომარეობით აღარავითარი ფინანსური ვალდებულება გააჩნდა.

 

როგორც დალი ტლაშაძემ გაარკვია, გორდა შერმადინის სისხლის სამართლის საქმეში მასთან ფარულად ჩაწერილი ვიდეოკადრებიც ფიგურირებს. კერძოდ, ვიდეო ფირში ივანე კერესელიძე დალი ტლაშაძეს სთხოვდა, რომ თანხა წინასწარ ჩაერიცხა მერიას, ხოლო ამის შემდეგ პირგასამტეხელოს სახით დაკისრებული ჯარიმის გადახდას კომპანია შეძლებდა.

 

,,მოკლედ, ამ კაცმა მითხრა, რომ ფული საერთოდ არ ჰქონდათ ანგარიშზე და ითხოვდა, თანხა ან წინასწარ გადაგვერიცხა, ან კიდევ იმდენი გადაგვერიცხა, რომ ჯარიმის თანხა გამოქვექვითა. მე ამ წინადადებაზე კატეგორიული წინააღმდეგი წავედი და უარი ვუთხარი. თუმცა რამდენიმე დღეში წარმოადგინა ჯარიმის გადახდის ქვითარი და ამის შემდეგ ავუნაზღაურეთ თანხა." - აცხადებს მერიის საფინანსო სამსახურის უფროსი.

 

იურიდიული სამსახურის უფროსი თემურ მანველიშვილი შპს ,,ბაბას" მიერ შესრულებული სამუშაოების შესახებ დეტალურ ინფორმაციას ფლობს. კერძოდ, საქმე იმაშია, რომ 2014 წლის მარტში შპს ,,ბაბამ" გაიმარჯვა ტენდერში გორის ადმინისტრაციული შენობის მესამე სართულზე იმ ოთახის სარემონტო სამუშაოების შესრულებისთვის, სადაც ამჟამად შიდა ქართლის გუბერნატორის აპარატის თანამშრომლები მუშაობენ. სამუშაოების ღირებულება 12 185 ლარი.

 

მერიის ინფორმაციით, აღნიშნული სამუშაოები, რომელსაც მანამდე გორის მუნიციპალიტეტი კურირებდა, საჭირო ვადებში არ დასრულდა. კომპანია ,,ბაბას" პირგასამტეხელო 1600 ლარამდე დაეკისრა. გორის მუნიციპალიტეტის გაყოფის შემდეგ, მერია ქალაქის ტერიტორიაზე დარჩენილი სამუშაოების სამართალმემკვიდრე გახდა.

 

,,ეს კაცი საერთოდ დაკარგული იყო. მერიის ჩამოყალიბების შემდეგ მოვიძიეთ მასალები, 2014 წლის დეკემბერში გამოჩნდა და წარმოადგინა შესრულებული სამუშაოების ნუსხა. მართალია სამუშაოები შესრულებულად ჩაითვალა, თუმცა თანხის გადარიცხვაზე უარი ეთქვა, რადგან სამუშაოების დაგვიანებით შესრულების გამო, პირგასამტეხელოს თანხა დაეკისრა და ის გადასახდელი ჰქონდა" - აცხადებს თემურ მანველიშვილი.

 

გორის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის სპეციალისტი თემურ კალმახელიძე, რომელმაც 2014 წლის დეკემბერში კომპანია ,,ბაბას" შესრულებულ სამუშაოებზე ხელი მოეწერა, აღნიშნავს, რომ ობიექტი მან და ნიკა კარელიძემ (ისიც მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის სპეციალისტი) ჩაიბარეს და ხელი მოაწერეს.

 

,,ჩვენ მარტო პასუხისმგებლობა ავიღეთ ხილულ სამუშაოებზე, უხილავ სამუშაოებზე დასკვნას ვერ გავაკეთებდით, რადგან ეს ექსპერტიზის საქმე იყო. თუმცა, ამ საქმესთან რა შეხება ჰქონდა გორდა შერმადინს, წარმოადგენა არ გვაქვს. ის ჩვენი თანამშრომელი არ იყო და მუშაობს რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურში" - გვითხრა მერიის თანამშრომელმა თემურ კალმახელიძემ.

 

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შიდა ქართლის ოფისთან გაძლიერებული დაცვა დგას. ჟურნალისტებს იქ შესვლისა და პასუხისმგებელ პირებთან შეხვედრის საშუალება არ მიეცა. 

 

პრესსამსახურის განცხადება კი ასეთია:

 

,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ქრთამის აღების ფაქტზე, გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური სამსახურის წამყვანი სპეციალისტი გიორგი შერმადინი დააკავა. გამოძიებამ დაადგინა, რომ ერთ-ერთმა მეწარმე სუბიექტმა გორის მუნიციპალიტეტს შეუსრულა ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოები, შესრულებული სამუშაოებისათვის თანხის გადმორიცხვის დაჩქარების სასნაცვლოდ, ბრალდებულმა მოქალაქისაგან ქრთამის სახით 500 ლარი აიღო. ფაქტზე გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6 დან 9 წლამდე."

 

შპს ,,ბაბა" შემოსავლების სამსახურში გადამხდელად დარეგისტრირდა 2013 წლის ოქტომბერში. პირველი ტენდერი, სადაც მან 2013 წლის დეკემბერში მოიგო, გორის მუნიციპალიტეტს ეკუთვნოდა. პირველი ტენდერი გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ფართის გარემონტებას ეხებოდა. ეს ფართი წმინდაწყალზე ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულს ეკუთვნის. ამის შემდეგ მოდის ადმინისტრაციული შენობის ოთახების რეაბილიტაცია.

 

სულ მონაწილეობა მიღებული აქვს 16 ტენდერში, გამარჯვებულია 8-ში. ყველა მოგებული ტენდერი - გორში.

 

5 ტენდერი მოგებული აქვს გორის მუნიციპალიტეტის გამგეობაში - 2013 წლის 22 ნოემბრიდან 2014 წლის 18 თებერვლის ჩათვლით, ხოლო გორის სამხედრო ჰოსპიტალის 3 ტენდერში - 2014 წლის 13 მაისიდან 2014 წლის 10 ივნისამდე.

 

გორდა შერმადინს პრობლემები ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურთან ერთი წლის წინაც ჰქონდა. ის დაკავებულიც კი იყო, თუმცა გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის მაშინდელმა უფროსმა დავით გორგიშელმა ის სამსახურში დააბრუნა. დაკავებული სასამართლომ ჯერ გირაოთი გაათავისუფლა, ხოლო შემდეგ მასთან სასჯელისგან განრიდების პრინციპი გამოიყენა. 

 

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურის ცნობით, 2014 წლის 12 მარტს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, სახელმწიფო თანხების მითვისების და ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე, სამშენებლო კომპანია „ოდას“ დირექტორი ნოდარ ჯიშკარიანი დააკავეს, ხოლო სამსახურეობრივი გულგრილობის ჩადენის ბრალდებით, გორის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის სამსახურის, ინფრასტრუქტურის და ტერიტორიის კეთილმოწყობის განყოფილების უფროსი, ალექსანდრე ხაჩიური და ამავე განყოფილების უფროსი სპეციალისტები, გიორგი იორამაშვილი და გიორგი შერმადინი იქნენ დაკავებულნი.


მაშინდელი გამოძიების მიხედვით, 2012 წელს, გორის მუნიციპალიტეტსა და შპს „ოდას“ შორის, გორის რაიონში სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით. ხელშეკრულება გაფორმდა. აღნიშნული სამუშაოების მიმდინარეობისას შპს „ოდა“-ს დირექტორმა ნოდარ ჯიშკარიანმა საგადასახადო დოკუმენტების გაყალბებისა და გამოყენების გზით, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხები მიითვისა.

 

გამოძიების ცნობითვე, გორის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის და ტერიტორიის კეთილმოწყობის განყოფილების უფროსმა ალექსანდრე ხაჩიურმა და ამავე განყოფილების უფროსმა სპეციალისტებმა გიორგი იორამაშვილმა და გიორგი შერმადინმა არა ჯეროვნად შეასრულეს მათზე დაკისრებული მოვალეობები, არ შეამოწმეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულება, რითაც ხელი შეუწყვეს ნოდარ ჯიშკარიანის დანაშაულებრივ ქმედებას.

 

როგორც მერიაში გვითხრეს, იმ სამშენებლოა კომპანიის ხელმძღვანელთანაც გორდა შერმადინს ახლონათესაური დამოკიდებულება ჰქონდა.

 

რაც შეეხება ამჟამინდელ საქმეს, საქმის არსებითი განხილვა 2 თვის შემდეგ დაიწყება და გორდა შერმადინის ბრალეულობის საკითხი ამის შემდეგ გამოიკვეთება.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ქარელში, გერმანული ენის სასწავლებელი დააარსეს ნანა, ანა და გიორგი
კობახიძეებმა,
ქარელში, გერმანული ენის სასწავლებელი დააარსეს ნანა, ანა და გიორგი კობახიძეებმა,
14:00 / 24.04.2024
საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების
კანონი,

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების კანონი,

22:19 / 23.04.2024
დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

23:56 / 17.04.2024
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა
ამოგეღოთო,''
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა ამოგეღოთო,''
19:05 / 17.04.2024
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი
კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
16:40 / 17.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.