Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
«« июнь 2026 »»
п в с ч п с в
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
პოლიციელებმა და სპეცრაზმელებმა ერთმანეთი სცემეს

 

 

,,დაიწყო თუ არა აღნიშნულის ფაქტზე ოფიციალური გამოძიება?" - ამ კითხვაზე პასუხს შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურიდან დიდი ხანია ელოდება. სპეცრაზმელებსა და შს მთავარი სამხარეო, ასევე, გორის სამმართველოს თანამშრომლების, მათ შორის ხელმძღვანელ პოსტებზე მყოფი პირებს შორის მომხდარი ცემა-ტყეპის ფაქტი 2015 წლის აპრილის ბოლოს მოხდა. 

 

,,ეს იყო სასტიკი ჩხუბი. იქ იყვნენ ცოლები, ახლობლები, მერე მოვიდნენ სამმართველოების უფროსები, ისინიც ჩაერთვნენ ცემა-ტყეპაში. სპეცრაზმელებს სასტიკად გაუსწორდნენ. ვერ გავიგეთ, რა დააშავეს, მაგრამ რაღაცის გამო, ფაქტობრივად, დასაჯეს" - გვითხრა ერთ-ერთმა თვითმხილველმა, რომელიც იმ დროს რესტორანში იყო.

 

აღნიშნულ დაპირისპირებას რეგიონის აწ უკვე ყოფილი უფროსი გიორგი ლოთუაშვილი არ ესწრებოდა. თუმცა შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, ამ თანამდებობას ტოვებს და მის ნაცვლად იაგო საური ინიშნება. ეს უკანასკნელი თავის დროზე, სკანდალების ფონზე უწყებიდან გაუშვეს და, თანაც, კადრების განყოფილებაში. 

 

,,ამ ამბავს სპეცრაზმის უფროსი ,,მიაწვა" და ღირსების აღდგენის მიზნით რეგიონის პოლიციის უფროსის გათავისუფლება სამინისტროში მოითხოვა - გვითხრა წყარომ. ლოთუაშვილს მისი გუნდი ,,გაჰყვა", მათ შორის გორის შს სამმართველოს უფროსი.

 

რაც შეეხება ვიდეოჩანაწერებს, რომელიც ყველა რესტორანში დაცვის პოლიციის დაქვემდებარებაშია, მისი გასაჯაროების უფლება, მხოლოდ, სამინისტროს აქვს.

 

იმ შემთხვევაში, თუ სამინისტრო რესტორან ,,ნაჭარმაგევში" მომხდარი ფაქტის შესახებ ინფორმაციას მოგვაწვდის, მათ შორის პოლიციელების ქმედებების აღმნიშვნელ ვიდეო-ჩანაწერებს, შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი გამოაქვეყნებს.

 

ცნობისათვის, იაგო საური რეგიონის პოლიციის უფროსის თანამდებობიდან 2014 წლის 24 სექტემბერს გაუშვეს და მის ნაცვლად ქარელის პოლიციის უფროსი ლევან გენგაშვილი გადმოიყვანეს. გენგაშვილს ბრალად 2012 წელს ქარელის ცენტრში, დღისით-მზისით, ,,ქართული ოცნების" აქტივისტის გიორგი ბერუაშვილის ცემა ედებოდა. 2015 წლის 2 თებერვალს გენგაშვილიც მოხსნეს, ხოლო მის ნაცვლად რეგიონის საპატრულო პოლიციის მაშინდელი უფროსი გიორგი ლოთუაშვილი დანიშნეს. 

 

ფოტოები:

მთავარ ფოტოზე გიორგი ლოთუაშვილი

მეორე ფოტოზე - იაგო საური, რომელიც შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს წყარომ მიაწოდა.

Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020