Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
«« июнь 2026 »»
п в с ч п с в
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
ჩხუბი და დაკავება სასმელი წყლის გამო - დაპირისპირება პოლიციელებთან

 

სოინ გული ოღლი: ,,მე და ალიოშა ძმები ვართ. გვერდიგვერდ ვცხოვრობთ. გუშინ უთანხმოება სასმელი წყლის გამო მოგვივიდა, რადგან ერთი ბასეინი გვაქვს. სოფელში სასმელი წყალი არ არის და თუ მოდის, იმას ვავსებთ ხოლმე. უთანხმოების გამო 112-ზე დავრეკე თბილისში და პოლიცია გამოვიძახე. რომ მოვიდნენ, ხმამაღლა ვუთხარი, სადა ხართ აქამდე მეთქი. ნერვიული კაცი ვარ, თუ რამე ზედმეტი ვუთხარი, ბოდიშს ვიხდი"

 

კასპის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ სოინ და ალიოშა გულიოღლები არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს. ერთ-ერთი მათგანი პოლიციის კანონიერ მოთხოვნას არ ემორჩილებოდა და შეურაცხყოფას აყენებდა მათ. 

 

სასამართლო პროცესზე დაიკითხა ალიოშა გულიოღლიც:

 

,,როცა პოლიცია მოვიდა, მე მაგ დროს სახლში ვიყავი. რაც გავიგე ის იყო, რომ ჩემი ძმა პოლიციელებს ხმამაღლა ეუბნებოდა, სადა ხართ აქამდეო" - აცხადებს ალიოშა გულიოღლი.

 

მოსამართლე დავით პაპუაშვილმა სოინ გულიოღლის მოსთხოვა დეტალურად განემარტა, თუ რატომ ესაუბრებოდა ხმამაღლა პოლიციელებს და ადგილი ჰქონდა თუ არა მათ მიმართ შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს:

 

,,ძალაუფლება მაგათ ხელშია, რა უნდა ვთქვა. მე ნომერიც არ მქონდა, მეზობლის ბავშვმა დამარეკინა თბილისის ნომერზე და იქიდან გამოვიძახე. ნერვიული კაცი ვარ, შეიძლება ხმამაღლა მომივიდა რამე და ბოდიშს ვუხდი. ან თუ შევაგინე, ისიც არ მახსოვს" - განაცხადა პოლიციელისთვის დაუმორჩილებლობისთვის დაკავებულმა უფროსმა ძმამ.

 

ერთ-ერთმა პოლიციელებმა განაცხადა, რომ შეტყობინება 112-იდან შევიდა: ,,რადგან ზუსტი მისამართი არ ვიცოდით, იმ ნომერზე დავრეკეთ, საიდანაც შეტყობინება შევიდა. ტელეფონშიც გვაყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. ვერ გვაგებინებდა, სად უნდა მივსულიყავით, მერე როცა ადგილზე მივედით, იქაც განაგრძო ჩვენი შეურაცხყოფა. იქ იმყოფებოდა პოლიციის უფროსიც, იმასაც მიაყენა შეურაცხყოვა. მოვთხოვეთ შეეწყვიტა აგრესია, მაგრამ მაინც განაგრძო" - განაცხადა პოლიციელმა.

 

მოსამართლე: - ,,კონკრეტულად რას გეუბნებოდათ?"

 

პოლიციელი: ,,გვეუბნებოდა იმას, სადა ხართ აქამდე, თქვე ასეთებო, თქვე ისეთებო. დაუსჯელი რატომ გყავთ ჩემი ძმა და ა.შ."

 

ალიოშა გულიოღლიმ, რომლის წინააღმდეგ თავდაპირველად სატელეფონო ზარი შევიდა, განაცხადა, რომ ის რაც მოხდა უწყლობის ბრალია:

 

,,ყველაფერი სიღარიბის ბრალია; რაც მოხდა უწყლობის ბრალია. სოფელში წყალი არ არის. მე ჩემი ძმისთვის არ დამირტყია და არც მას დაურტყავს ჩემთვის. წყალი რომ იყოს სოფელში, ესეთი რამ არ მოხდებოდა" - აღნიშნა ალიოშა გულიოღლიმ. ის ძმაზე უმცროსია.

 

მოსამართლე დავით პაპუაშვილმა ძმებს ორ-ორ დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

 

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა დაახლოებით ერთი თვის სოფელ ხიდისყურიდან რეპორტაჟი, სწორედ, უწყლობის თემაზე მოამზადა. ამ ხნის განმავლობაში, როგორც აღმოჩნდა, პრობლემა არაა მოგვარებული.

 

იხ. წყალთან დაკავშირებული რეპორტაჟი ხიდისყურიდან

 

Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020