რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აგვისტო 2026 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
ახალი ამბები
ყინწვისი-გვერძინეთის ახალი გზის მშენებლობა

20 მარტს შიდა ქართლის გუბერნატორმა ზურაბ რუსიშვილმა, გუბერნატორის მოადგილემ ამირან შავშიშვილმა და ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა გულიაშვილმა ქარელი-ყინწვისი-გვერძინეთის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულეს.  რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში ასფალტ-ბეტონის საფარის გზა 6,7 კმ–ზე დაიგება.

 
03:06 / 21.03.2015
ქალი მწყემსი - საძოვრების თემა სოფლის კრებაზე

20.03.2015 კასპის რაიონის სოფელ ჩოჩეთში საძოვრების დიდი ნაწილი კერძო პირების სარგებლობაშია. ამის შესახებ მუნიციპალიტეტის გამგებელს სოფლის კრებაზე შესჩივლეს. საძოვრების თემა ადგილობრივმა მკვიდრმა, ერთ-ერთმა ქალბატონმა წამოწია, რომელიც სოფლის ნახირს მწყემსავს. მისი თქმით, ამინდების გამოდარებისთანავე ეს საკითხი უფრო გამწვავდება.

22:40 / 20.03.2015
,,მიწას არ დავთმობ, ჩემი მამაპაპეულია" - სოფლის კრება ზედსიძის წინააღმდეგ

20.03.2015 ქარელის რაიონის სოფელ ძლევიჯვარში სოფლის კრებაზე ახალი სასაფლაოს გაკეთება მოითხოვეს.  ძველ სასაფლაოზე მიცვალებულებისთვის ადგილი აღარ მოიძებნება. ადგილობრივებმა ,,კორეიას" უბანში ცარიელი ადგილი გამონახეს. ახალ სასაფლაომდე მისასვლელ გზას კი გაფართოება ჭირდება. 

21:08 / 20.03.2015
პრემია 62 ქალბატონს - ჯამში 7 750 ლარი

20.03.2015 ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობამ, მიმდინარე წელს, ადგილობრივი ბიუჯეტიდან პრემიის სახით გამგეობაში მომუშავე 62 ქალბატონს 7 750 ლარი მისცა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ხაშურის მუნიციპალიტეტის პრესსამსახურიდან აცნობეს.

 
17:39 / 20.03.2015
,,ქალაქელები ჩამოვიდნენ სოფელში საცხოვრებლად"

20.03.2015 ,,ქალაქელები იმიტომ არიან გაბრაზებულები, რომ ქალაქში არაფერი კეთდება და მთავრობა სოფელს აქცევს ყურადღებას" - ამის შესახებ ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა გულიაშვილმა სოფელ ძლევიჯვარში გამართულ კრებაზე ადგილობრივებთან საუბრისას განაცხადა. ერთ-ერთმა ძლევიჯვარმა უპასუხა: ,,მერე და ჩამოვიდნენ სოფელში, სახლს მე გავუცვლი. მე ისეთი კაცი ვარ, ქალაქშიც ვიცხოვრებ"

17:12 / 20.03.2015
,,რამდენი წელი უნდა აკეთოთ გზები და წყლები?"

19.03.2015 გორის რაიონის სოფელ სვენეთში სოფლის მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში გამოყოფილი 42 000 ლარის განაწილების შესახებ კრება ჩატარდა.

02:41 / 20.03.2015
ბრიფინგის თემა - არის თუ არა ეს დოკუმენტი?

19.03.2015 ქალაქ გორის მრჩეველმა შალვა ტლაშაძემ ტელეკომპანია ,,თრიალეთის" წარმომადგენლებს, მასალის მომზადების შემთხვევაში, ოფიციალური დოკუმენტების მოძიებისა და გამოყენებისკენ მოუწოდა. საქმე გორის სასათბურე მეურნეობის ხელმძღვანელ თანამდებობაზე ამჟამინდელი მერის ზურაბ ჯირკველიშვილის დანიშვნას და იქ მის მოღვაწეობას ეხება. გაირკვა, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ადგილობრივ ტელეკომპანიას, სასათბურე მეურნეობის დირექტორის ვინაობის გარკვევის ძიების პროცესში, საჯარო რეესტრის მონაცემები არ გამოუყენებია.

01:17 / 20.03.2015
თვითშეგნების საკითხი - შესავალი რეხას კრებაზე

18.03.2015 ,,ადამიანი თუ არ არის თავის თავისთვის მოწადინებული, იმან როგორ უნდა გააკეთოს ან სოფლის საქმე, ან ქვეყნის საქმე. დღევანდელი ჩვენი თვითშეგნების ამბავი ძალიან დაბალ დონეზეა" - ამ სიტყვებით გორის რაიონის სოფელ რეხას კრებაზე ერთ-ერთმა ადგილობრივმა მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლებს უთხრა. კრებაზე ცოტა ხალხი იყო.

02:11 / 19.03.2015
შეთანხმებლობა ბერბუკის კრებაზე

18.03.2015 ,,300 კომლიან სოფლიდან 100 ხელმოწერას თუ მომიტან, კრების ოქმს არ მივიღებ" - უთხრა გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის მთავარმა სპეციალისტმა ზვიად ანესაშვილმა ლაშა გიგაურს, რომელიც მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელია ბერბუკის თემში. 

01:33 / 19.03.2015
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.