18.03.2015 ,,დანარჩენ რაიონებს თანხების ათვისების დაბალი მაჩვენებელი გაქვთ და წელს გამოასწორეთ სასწრაფოდ" - ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მერებთან, გამგებლებთან და გუბერნატორებთან გამართული შეხვედრის დროს, თანაც კასპის მუნიციპალიტეტის შექების შემდეგ, 11 მარტს გააკეთა. პრემიერის ეს შეფასება ქარელში არ მოეწონათ.
18.03.2015 საგანმანათლებლო მედიაპროექტმა „ეტალონმა“ გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ გამორჩეულ მოსწავლეებს უმასპინძლა. მათ შიდა ქართლის გუბერნატორი ზურაბ რუსიშვილი გულშემატკივრობდა, რომელმაც გამარჯვებულს საჩუქრად „ლეპ-ტოპი“ გადასცა.
17.03.2015 კასპში 60 წლამდე ასაკის მამაკაცი გუჯა ბუდაღაშვილი 2015 წლის 26 თებერვალს ჰიპერტონული წნევის ნიშნებით ადგილობრივ სამედიცინო დაწესებულებაში სასწრაფო დახმარების მანქანით დილის 5 საათზე მიიყვანეს. ექიმ-თერაპევტის აზრით ის ნევროპათოლოგის ყურადღებას საჭიროებდა. დილის 10 საათზე ნევროპათოლოგიც გამოჩნდა. ეს ჩემი პაციენტი არაოო - უთხრა ნევროპათოლოგმა ახლობლებს. მძიმე პაციენტს ხელი დაბუჟებული ჰქონდა და თავი სტკიოდა. ტომოგრაფია (თავის ტვინის დიაგნოსტიკა) ადგილზე არ ჰქონდათ. ნელ-ნელა ინსულტი ვითარდებოდა.
16.03.2015 გორის რაიონის სოფელ მეჯვრისხევში მცხოვრები ამირან მექვაბიშვილი 1 ჰა ფართობ მიწის ნაკვეთზე გაშენებულ ხეხილის ბაღს ფლობს. 200 ძირი ნერგი რუსეთის ბაზარზე 12 წლის წინ ნაშოვნი თანხით დარგო. შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრისა და საზოგადოება ,,ბილიკის" მოსწავლეები იმ დროს ესტუმრნენ, როდესაც საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები შიდა ქართლში, ოღონდ სხვა სოფელში, იმყოფებოდნენ.
16.03.2015 კასპში კერძო იპოთეკარს თეა ქარდავასა და იპოთეკით დაზარალებულ დავით ქოქაევს შორის დაპირისპირება მოდა. გორში მცხოვრები და თანაც დევნილი თეა ქარდავა იმ საცხოვრებელი სახლის დაცლას ითხოვს, რომელიც დავით ქოქაევს, თეა ქარდავასგან აღებული სესხის გადაუხდელობის გამო, სახელმწიფომ აუქციონზე გაუყიდა. ამ აუქციონში მონაწილეობა სწორედ თეა ქარდავამ მიიღო და იყიდა. ამჟამად, თეა ქარდავა პოლიციის დახმარებით ქოქაევის 8 სულიანი ოჯახის გამოსახლებას ითხოვს.
16.03.2015 ლიბერთი კლუბი სახელფასო პროგრამაში ჩართულ მომხმარებლებს წამახალისებელ აქციას სთავაზობს - მომხმარებლები, რომლებიც ხელფასს ლიბერთი ბანკში იღებენ, საჩუქრად მიიღებენ სასაუბრო დროს 10 წუთის ოდენობით, ლიბერთი ბანკის ნებისმიერი ბარათით გადახდის შემთხვევაში.
13.03.2015 ,,იცით, რა დღეში ვარ?" - უთხრა კასპის რაიონის სოფელ ერთაწმინდაში მყოფ სამთავრობო დელეგაციას ადგილობრივმა მკვიდრმა. ,,რა დღეში ხართ?" - ჩაეკითხა გუბერნატორის მოადგილე გურამ მაჭარაშვილი. ,,გადაეცით გამგეობაში, რომ საქმეს ცუდად აკეთებენ" - უპასუხა ლელა ელისაბედაშვილმა.
13.03.2015 გორის რაიონის სოფელ დიცში მცხოვრები 46 წლის მამაკაცი მდინარე ლიახვის ხიდის ქვეშ გარდაცვლილი ნახეს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებით, გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს. გარდაცვალებამდე მამაკაცი ტირძნისიდან ტყვიავამდე მანქანით მოძრაობდა, რომელიც ადგილობრივმა პოლიციამ, ნასვამობის გამო, ჩამოართვა.
13.03.2015 მსოფლიო ბანკის მიერ გორის მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილმა სესხმა საკრებულოს სხდომაზე ხმაური გამოიწვია. საქმე მილიონნახევარზე მეტ ლარს ეხება, რომლის 11% გამგეობამ ყოველთვიურად 10 წლის განმავლობაში უნდა გადაიხადოს. აღებული სესხით გორის რაიონის სამ სოფელში წყალსადენი სისტემა უნდა მოეწყოს. საკითხი მაინც გავიდა.
12.03.2015 მუნიციპალიტეტის მიერ ინფრასტრუქტურული ობიექტების საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების პროცესი ხასიათდება სისტემური ხარვეზებით. საანგარიშო პერიოდში, 27 შემთხვევაში შესყიდულია ისეთი საპროექტო სახარჯთაღვრიცხო დოკუმენტაცია, რომლებშიც სამუშაოების მნიშვნელოვანი ნაწილი დაკორექტივდა პროექტის მიმდინარეობის პროცესში. ცვლილებები განხორციელდა, როგორც სახელშეკრულებო ღირებულების ფარგლებში, ასევე არის ფასის გაზრდის შემთხვევები.
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.











