2015 წლის 5 მარტს გორში სადაზღვევო კომპანია ალდაგი ახალ ფილიალს გახსნის. სოფლის მეურნეობის სააგენტოს ხელმძღვანელი მარიანა მორგოშია და სადაზღვევო კომპანია ალდაგის საცალო გაყიდვების დეპარტამენტის დირექტორი თამარ ჭკადუა შიდა ქართლის რეგიონის ფერმერებს შეხვდებიან და აგროდაზღვევის განახლებული პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციას მიაწვდიან.
04.03.2015 ზემო ხვითი, ზემო და ქვემო ნიქოზი, ასევე სოფელი ერგნეთი, გაზიფიცირდა. ამისათვის 24 კმ სიგრძის საშუალო წნევის გაზსადენი აშენდა და თითოეული სოფელი სრულად დაიქსელა. ოჯახებში ბუნებრივი აირის აღრიცხვის კვანძი დამონტაჟდა. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შესრულებული სამუშაოებით 1051 მოსახლე ისარგებლებს.
2015 წლის 6 მარტს, გორში, გასხვლის თანამედროვე მეთოდების შესახებ, ტრენინგები ჩატარდება. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შიდა ქართლის საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის თანამშრომლებს საშუალება ექნებათ, ცოდნა გაიღრმავონ და სოფლის მეურნეობის საუკეთესო პრაქტიკის შესახებ პრაქტიკული გამოცდილება მიიღონ. ტრენინგს ამერიკიდან მოწვეული ექსპერტი გაუძღვება.
2015 წლის 3 მარტს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა, გორის მერთან, შიდა ქართლის გუბერნატორთან, გორის საკრებულოს თავჯდომარესთან, მოსწავლეებთან, პედაგოგებთან და გორის საგანმანათლებლო რესურს ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად სიტყვით მიმართა და დააჯილდოვა კონკურსშიმონაწილე საუკეთესო თხზულების ავტორები. კონკურსის თემა - „ქალი- აქტიური მოქალაქე“.
02.03.2015 ქონების პირდაპირი განკარგვის წესის გამოყენებით, მაღალი ალბათობა არსებობს იმისა, რომ მუნიციპალიტეტი სავარაუდოდ მაღალი შემოსავლების მიღების შესაძლებლობას გამორიცხავს. ამ შეფასებამდე სახელმწიფო აუდიტის ექსპერტები ფინანსური დოკუმენტების შემოწმების შემდეგ მივიდნენ. მათი აზრით, უმჯობესია მუნიციპალიტეტმა აუქციონის წესით მიწისა და შენობა-ნაგებობების პრივატიზების შესაძლებლობა გამოიყენოს.
02.03.2015 მუნიციპალიტეტის ფინანსური დოკუმენტების შესწავლისას აუდიტის სამსახურმა მიაკვლია იმ ფაქტს, რომ ორი ძვირადღირებული ავტომანქანა ,,ტოიტოტა ლენდ კრუიზერის" გაცვლა-გამოცვლისას ბიუჯეტმა 46 300 ლარით იზარალა. 108 000 და 119 000 ლარიანი მანქანების შეძენა-გადაცვლა 2011 და 2012 წლებში მოხდა. ,,ავტომანქანა შეძენილია მაღალანაზღაურებადი საჯარო მოხელეების პირადი კომფორტისა და სამუშაო პირობების გასაუმჯობესებლად, 46 300 ლარით შესაძლებელი იყო კონკრეტული ინფრასტრუქტურული პროექტის ან სოციალური პროგრამის განხორციელება" - წერს სახელმწიფო აუდიტი.
02.03.2015 ,,დავაწესეთ ზღვრული ლიმიტები, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის მაქსიმალურად დაიხარჯება" - აცხადებს ქალაქ გორის საკრებულოს წევრი დავით რაზმაძე, რომელმაც ბიუროს სხდომას პროექტი წარუდგინა. მისი თქმით, გორის მერია მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროსგან ,,ტოიოტა ქამრის" იბრუნებს, ხოლო გუბერნიის აპარატი ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე არსებულ ,,ტოიოტა კოროლას" აძლევს. ,,შესაბამისად, მანქანების მომატებამ საწვავის ჯამური მაჩვენებელი გაზარდა" - განმარტავს რაზმაძე.
02.03.2015 სოფლის საერთო საძოვრებზე, ბრუცელოზზე შეუმოწმებელი ცხვრის გაშვების გამო, ფერმერებს პასუხი მოეთხოვებათ. ამის შესახებ სურსათის უვნებლობის ეროვნული სააგენტოს კასპის ორგანიზაციის წარმომადგენელმა ზურაბ პარკაძემ მუნიციპალიტეტის გამგებლებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. სოფლის გამგებლებს ინსტრუქცია მიეცათ იმის შესახებ, თუ როგორ გამოავლინონ თავიანთ ტერიტორიულ ერთეულში ბრუცელოზის მატარებელი ცხვრები..
01.03.2015 საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლის თქმით, ლარის კურსი უახლოს მომავალშიც დამოკიდებული იქნება საგარეო ფაქტორებზე - უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე, ნავთობის ფასზე, რუსეთის რეცესიასა და სხვა ფაქტორებზე. ამის შესახებ სავალტუფო ფონდის წარმომადგენელი აზიმ სადიკოვი ინგლისურენოვან გაზეთ FINANCIAL-ისთის მიცემულ ინტერვიუში საუბრობს.
01.03.2015 თებერვალში გორის ბაზარში ფასების ცვლილება, ძირითადად, იმპორტირებულ (შემოტანილ) საქონელს შეეხო. მოვაჭრეების თქმით, ფასების ცვლილება, ძირითადად, დოლარით შემოტანილ პროდუქტზე (ყავა, ბანანი, კივი, ფორთოხალი და ა.შ.) აისახა. ადგილობრივ პროდუქტს, მაგალითად, მწვანილს კი სავალუტო კრიზისი არც უგრძვნიაო.
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.











