25.02.2015 ერთ კვირაში კომერციული ბანკები, დოლარში აღებული სესხების ვადიანობის გაგრძელების ან სხვა ტიპის რესტრუქტურიზაციის შესახებ, კლიენტებს შეღავათებს შესთავაზებს. ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტსა და კომერციული ბანკების წარმომადგენლებს შორის დღეს გამართულ შეხვედრაზე გახდა ცნობილი. შეღავათები იმ კერძო პირებს შეეხება, რომლებსაც სესხი დოლარში აქვთ აღებული, ხოლო შემოსავლები - ლარებში.
25.02.2015 ,,წყლის დეფიციტის გამო, ტირიფონის სისტემური სამმართველო 2015 წლის ივნისიდან ოჩერედობით წყლის მიწოდებაზე გადავა" - აღნიშნულია ტირიფონის სისტემური სამმართველოს უფროსის მამუკა ლომსაძის შედგენილ მოხსენებით ანგარიშში, რომელიც მან გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს კოტე თავზარაშვილს გაუგზავნა. საკრებულოს სხდომაზე ,,ოჩერედიანი" ანგარიში ცნობად მიიღეს. ამავე დოკუმენტში წერია, რომ სამუშაოები ,,კანაოკაპაწელების" მეშვეობით განხორციელდება.
25.02.2015 იუნკერების ხსოვნის საპატივსაცემოდ და საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით გორის ადმინისტრაციული შენობაზე სახელმწიფო დროშა დაუშვეს. ცერემონიას გორის მერი ზურაბ ჯირკველიშვილი, გუბერნატორის მოადგილე დავით ჯოლბორდი და რაიონის გამგებლის მოადგილე გია წვერავა ესწრებოდნენ.
24.02.2015 პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის დედულეთში, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ დიცში, რომელიც გამყოფი ხაზის სიახლოვეს მდებარეობს, დღეს საბავშვო ბაღი გაიხსნა. სკოლამდელი დაწესებულება აქ 1990 წლიდან არ ფუნქციონირებდა. მაშინ ღარიბაშვილი 8 წლის იყო. 25 წლის შემდეგ კი ეს საკითხი ლატვიის რესპუბლიკის ელჩის დახმარებით გადაწყდა.
24.02.2015 ბავშვთა კვების მწარმოებელი გერმანული კომპანია HIPP-ი, რომელიც ხაშურში ხილის კონცენტრატის საწარმოს უკვე ამუშავებს, ხილ-ბოსტნეულის გადამამუშავებელ წარმოებაში დამატებით 2 მლნ ევრომდე ინვესტიციის განხორციელებას კახეთში, სიღნაღშიც გეგმავს. ამის შესახებ, დღეს, HIPP-ის აქციონერის, შტაფან ჰიპპისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ დანელიას შორის გამართულ შეხვედრაზე გახდა ცნობილი.
24.02.2015 პროექტის ,,ახალგაზრდული საკრებულო 64 მუნიციპალიტეტში" ფარგლებში, დღეს, 15 საათზე, კასპის მესამე საჯარო სკოლის მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებთან, შეხვედრა გაიმართება. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს პროექტის ორგანიზატორებმა აცნობეს. პროექტის ორგანიზატორია ორგანიზაცია ,,ადამიანი კანონი თავისუფლება“, რომლის წარმომადგენლები საქართველოს 64 მუნიციპალიტეტში მაღალი აკადემიური მოსწრების ახალგაზრდებთან პროექტის პრეზენტაცია მოახდენენ.
23.02.2015 საკონკურსოდ წარდგენილი 40-ზე მეტი ნაშრომიდან, სპეციალურმა კომისიამ სამი შეარჩია. კონკურსში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებმა სალომე ბელქანიამ და თამარ მეჭურჭლიშვილმა, ასევე, იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტურის სტუდენტმა ანა წურწუმია - ზურაბაშვილმა გაიმარჯვეს.
23.02.2015 გორელი სტუდენტის, 21 წლის ალექსანდრე მამუკაშვილის ნამუშევარი ყველაზე ორიგინალურ ხელნაწერად დასახელდა. ამის შესახებ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებულ კონკურსში - ,,ქართული კალიგრაფია" - გამარჯვებულების გამოცხადების დროს გახდა ცნობილი.
23.02.2015 შს სამინისტროს იგოეთის განყოფილებაში ის პიროვნებები დასაკითხად დაიბარეს, რომლებიც 20 თებერვალს საღამოს, კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში, ვაჟა გიგოლაშვილის სახლში ქეიფობდნენ.
21.02.2015 ,,ოჯახში ძალადობას ახასიათებს ძალათა ასიმეტრია. ერთი მხარე (მოძალადე) ფლობს მატერიალურ, ფიზიკურ, ინტელექტუალურ ან ემოციონალურ უპირატესობას მეორე მხარის (მსხვერპლის) მიმართ და ცდილობს დაიმორჩილოს იგი" - ასეა განმარტებული ოჯახში ძალადობის თემაზე პოლიციელებისთვის შექმნილ სპეციალურ სახელმძღვანელოს ერთ-ერთ თავში, სადაც ძალადობის მახასიათებლებზეა საუბარი.
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.











