რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აგვისტო 2026 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
ახალი ამბები
,,ფარული ქურდი" მეჯვრისხევის სკოლაში

04.02.2015 ,,იყო გამოძახება სკოლიდან, რომ  ჩანთიდან დირექტორმა 20 ლარიანი დაკარგა. ადგილზე მეჯვრისხევის განყოფილების თანამშრომლები მივიდნენ. სკოლის დირექტორმა განუცხადა პოლიციელებს, რომ შეცდა. ფული საფულეს ნაცვლად წიგნაკში უპოვია; სკოლის დირექტორმა პოლიციის წარმომადგენლებს ისიც უთხრა, რომ 20 ლარიანის სხვაგან შენახვის ფაქტი აღარ ახსოვდა.. შესაბამისად, ჩვენი სამინისტროს თანამშრომლები მხარეებთან მხოლოდ ახსნა-განმარტებებით შემოიფარგლნენ და წინასწარი გამოძიება აღარც დაიწყეს" - განუცხადა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს შს სამინისტროს პრესსამსახურმა მეჯვრისხევის საჯარო სკოლაში გასულ კვირას მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით.

22:24 / 04.02.2015
ტირიფონის ქვესადგურს ხანძარი გაუჩნდა

03.2015 დღეს, საღამოს, გორის რაიონის სოფელ ქვეშთან, ტირიფონის ქვესადგურს ხანძარი გაუჩნდა. ამის შესახებ გამოძახება სახანძრო სამსახურის ეკიპაჟმა დაახლოებით 20:00 სთ-ზე მიიღო. ხანძარი ჩააქრეს, თუმცა სამი სოფელი - ძევერა, ქიწნისი და სათემო ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

02:22 / 04.02.2015
უბედური შემთხვევა ქარელის რაიონში

03.02.2015 სოფელ დირბიდან პოლიციის პიკაპით ქარელის საავადმყოფოში გადაყვანილი 8 წლის ბავშვის გადარჩენა ვერ მოხერხდა. მედპერსონალის განცხადებით, სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანისას ბავშვის გარდაცვალების ფაქტი უკვე დამდგარი იყო. უბედური შემთხვევა 2015 წლის 2 თებერვალს დილით მოხდა.

01:36 / 04.02.2015
,,საიდან მოგდის მახინჯი აზრები?!" - დაპირისპირება გორში

03.02.2015 ფრაქცია ,,ქართული ოცნების" ხელმძღვანელს კობა ბერიანიძესა და ,,თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენელს შორის დაპირისპირება იმ ერთმა განცხადებამ გამოიწვია, რომელიც გორის თემის საკრებულოში, კომისიის სხდომაზე მმართველი ფრაქციის ხელმძღვანელმა დღეს გააკეთა.  

23:47 / 03.02.2015
კავთისხევში 18 წლის მოზარდი გარდაცვლილი ნახეს

02.02.2015 ,,მთელი სოფელი გაოგნებულია, ძალიან კარგი, ზრდილობიანი და წესიერი ბავშვი იყო" - განაცხადა სოფელ კავთისხევში მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელმა მიხეილ კელაპტრიშვილმა. მისი თქმით, 18 წლის მოზარდი გარდაცვლილი, სახლის ეზოში მდგარ, განათების ბოძზე ნახეს.

21:59 / 02.02.2015
ზურაბ ვაზაგაშვილის საქმეზე 11 პირია დაკავებული

02.02.2015 ე.წ. კორტებთან ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ( 2006 წლის 2 მაისს)  მოკლული ზურაბ ვაზაგაშვილის და ალექსანდრე ხუბულოვის საქმე მთავარი პროკურატურის მიერ გახსნილია. ამის შესახებ მთავარი პროკურატურა საგანგებო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

 
18:12 / 02.02.2015
,,აჰყარეთ გარემოვაჭრეები" - მოთხოვნა პატრულს და მერს

01.02.2015 ,,აჰყარეთ ის გარემოვაჭრეები, სკვერში და იუსტიციის სახლის უკან რომ დგანან; არც გადასახადებს იხდიან და აქეთ დაგვცინიან" - განუცხადეს აგრარული ბაზრის, შპს ,,გეორგია XXI"-ეს მოვაჭრეებმა საქართველოს პარლამენტის წევრს თამაზ შიოშვილს. მასსა და მოვაჭრეებს შორის შეხვედრა, დღეს, 1 თებერვალს, ,,გეორგია XXI"-ს  ტერიტორიაზე შედგა.

00:14 / 02.02.2015
,,ჭირი ტურისტს, დაგვიბრუნეთ სტალინის ძეგლი"

31.01.2015 ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელთან, ირაკლი შიხიაშვილთან შეხვედრა, გორის კომბინატის კულტურის სახლში,  რეგიონის ვეტერანებთან შედგა. ერთ-ერთმა მოქალაქემ, სტალინის ძეგლის აღდგენის თაობაზე, შიხიაშვილს თხოვნით მიმართა:

 

01:34 / 01.02.2015
,,უკრაინაში საომრად წასვლა გვინდა" - ვეტერანები შიხიაშვილს

31.01.2015 ,,ვეტერანებს უკრაინაში საბრძოლველად წასვლა გვინდა, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე. ესე გვითხრეს, თუ წახვალთ, ძებნას გამოვაცხადებთო. არა გვაქვს უფლება უკრაინელებს დავეხმაროთ? ისინი ხომ ჩვენს გვერდით აფხაზეთშიც იბრძოდნენ" - უთხრეს ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურის თავმჯდომარეს ირაკლი შიხიაშვილს, დღეს, გორში გამართულ შეხვედრაზე.

00:37 / 01.02.2015
,,გაფრთხილებთ" - აღმასრულებლის მკაცრი წერილი საკრებულოში

30.01.2015 ,,გაფრთხილებთ, რომ თქვენი მხრიდან აღმასრულებლის კანონიერი მოთხოვნილებებისადმი დაუმორჩილებლობა, თავის არიდება ან აღსრულების პროცესისთვის რაიმე სახის ხელშეშლის მცდელობა, ვერ შეაფერხებს იძულებით აღსრულებას და შესაძლებელია მსგავსი სახის ხელშეშლისთვის დაგეკისროთ კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა" - ასე სრულდება იმ წერილის შინაარსი, რომელიც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელმა არჩილ მანჩხაშვილმა გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დღეს, 30 იანვარს, გამოუგზავნა.

02:18 / 31.01.2015
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.