,,ეს ის პიროვნებაა, რომელიც მამამისთან ერთად დიდი ხანია მიწებთან დაკავშირებით ჩემს დევნას ახორციელებს.
08.01.2015 გორის მუნიციპალიტეტის თემის საკრებულოს ბიუროს სხდომაზე ყვირილი იმ დროს შეწყდა, როდესაც საკრებულოს თავმჯდომარის ოთახში შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტი შევიდა. საკრებულოს თავმჯდომარემ კოტე თავზარაშვილმა საკითხი უმალ კენჭისყრაზე დააყენა და გაირკვა, რომ მუნიციპალიტეტის გამგეობის პროექტი გამომგზავნს უკან დაუბრუნდა. ბიუროს სხდომაზე ხმაურს საკრებულოს რიგგარეშე წევრი მარლენ ნადირაძეც იწვევდა.
06.01.2015 ალექსანდრე ტეხაშვილის ოჯახში დღეს ბუნებრივი აირის გაზქურა აინთო. მისი შვილი ქართლოსი და მეუღლე ლალი სტუმრებს მასპინძლობდნენ. ალექსანდრე (ალიოშა) ტეხაშვილი 42 წელია სკოლაში პედაგოგად მუშაობს. ქართველებისა და ოსების საპატივსაცემოდ შვილს ქართლოსი დაარქვა. ის ადგილობრივებს ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლის.
06.01.2015 ქარელის მაჟორიტარმა დეპუტატმა, პარლამენტარმა ლერი ხაბელოვმა დევნილ მუნიციპალიტეტის თიღვას საკრებულოში საჩივრის წერილი გააგზავნა. ამის შესახებ საკრებულოს თავმჯდომარემ რევაზ ჭავჭავაძემ საკრებულოს 5 იანვრის სხდომაზე ოფიციალურად განაცხადა. ლერი ხაბელოვის ,,საჩივარმა" სხდომის წევრებს, მუნიციპალიტეტის გამგებლის სპარტაკ პეტრიაშვილსა და მის მოწინააღმდეგეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება გამოიწვია.
31.12.2014 დღეს გორის რაიონის სოფელ ვარიანში ზუბაშვილების მრავალშვილიან ოჯახში სასულიერო პირი, ამავე სოფელში მცხოვრები მამა გრიგოლი (გოგიჩაძე) საახალწლო საჩუქრებით მივიდა. ნაძვის ხის, ტკბილეულის, სათამაშოების და პროდუქტის გარდა, მამა გრიგოლიმ ოჯახის წევრებს მიწებიც გადასცა.
31.12.2014 გორის სახანძრო სამსახურის 107 თანამშრომლიდან საახალწლო პრემია, მხოლოდ, 9 თანამშრომელს 30 დეკემბერს დაერიცხა. მანამდე ბოლო პრემია მთელმა შემადგენლობამ აგვისტო-სექტემბერში აიღო. სახანძრო სამსახურის უფროსის მამუკა იმერლიშვილის განცხადებით, საახალწლო პრემია მხოლოდ გამორჩეულებს, განსაკუთრებით, ოცმეთაურებს ერგო.
31.12.2014 გორის მერმა ზურაბ ჯირკველიშვილმა, რეგიონალური განვითარების ფონდიდან გამოყოფილი, დაახლოებით 5 მლნ ლარის ხარჯვის გეგმების შესახებ, გუბერნატორთან ზურაბ რუსიშვილთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა. ეს ის თანხებია, რომლის განკარგვას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, სპეციალური სტანდარტით, საერთაშორისო ორგანიზაცია GIZ-ის რეკომენდაციით, ახორციელებს. თითოეულ პროექტს შესაბამისი ქულა ენიჭება. მაქსიმალური ქულის მფლობელ პროექტს სამუშაო ,,ვიზა" ეძლევა.
30.12.2014 ქარელის მაჟორიტარი დეპუტატი ლერი ხაბელოვი და მისი ბიუროს წარმომადგენლები ცისკაძეების ოჯახს საახალწლო საჩუქრებით ესტუმრნენ. საჩუქრებთან ერთად ოჯახის დიასახლისს ერთი ტომარა ფქვილი, ზეთი და შაქარი გადასცეს. დოდო ცისკაძის თქმით, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ ოჯახებისთვის გათვალისწინებულ სოციალური დახმარებას აღარ იღებს.
30.12.2014 გორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით ონიაშვილმა და შიდა ქართლის გუბერნატორმა ზურაბ რუსიშვილმა, რეგიონალური განვითარების ფონდის თანხების ხარჯვის ფარგლებში, 30-ზე მეტი პროექტი განიხილეს. ჯამში საუბარია 5 მლნ 200 ათასი ლარის ღირებულების სამუშაოებზე. ონიაშვილის უწყების მიერ შედგენილი პროექტებით თითქმის ყველა თემი ისარგებლებს. განსაკუთრებულ ყურადღებას მტკვრის მარჯვენა სანაპიროს სოფლები - ხიდისთავი, ატენი დ ქვახვრელი იქცევს.
30.12.2014 დაპირისპირება თიღვის მუნიციპალიტეტში.
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.











