2014 წლის 12 დეკემბერს შიდა ქართლის რეგიონული სასწაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ავტოპარკი 6 ავტომობილით განახლდება. ეს მანქანები კასპის, ქარელისა და ხაშურის სასწრაფო სამედიცინო დახმარების რაიონულ ცენტრებს გადაეცემა. ამ 6 მანქანიდან 4 მაღალი და 2 საშუალო გამავლობის ავტომობილია.
10.12.2014 არ წყდება ხალხმრავლობა შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების გორის ცენტრის ჭიშკართან, სადაც აღმოსავლეთ საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან, მათ შორის, დედაქალაქიდან ჩამოსული მოქალაქეებიც იყრიან თავს. უწყვეტი რიგების შექმნის მიზეზი მართვის მოწმობის აღების პროცედურებში 2014 წლის 15 დეკემბრიდან დაგეგმილი ცვლილებებია. კერძოდ, მომავალი კვირიდან მართვის მოწმობის აღების მსურველები თეორიულ გამოცდას 3D ბილეთების მეშვეობით ჩააბარებენ.
10.12.2014 სოფელ მეჯვრისხევის საზოგადოებრივ ცენტრში, რომელიც 9 დეკემბერს ოფიციალურად გაიხსნა, ადგილობრივ მოსახლეობას, სოფლიდან გაუსვლელად, საჯარო და ყველაზე მოთხოვნადი კერძო სექტორის 200-ზე მეტი სერვისით სარგებლობის საშუალება ექნება. დაბადების მოწმობის, პირადობის დამადასტურებელი საბუთის, ქონების რეგისტრაციისა და საბანკო მომსახურებით სარგებლობისათვის ადგილობრივ მცხოვრებთ ქალაქში წასვლა აღარ მოუწევთ.
10.12.2014 სოფელ ზერტის გადასახვევთან, დღეს, 10 დეკემბერს მომხდარი ავარიის გამო, ორი პიროვნება საავადმყოფოში გადაიყვანეს. მსუბუქი ავტომობილის მძღოლი გულმკერდის არეში, ხოლო მისი მგზავრი ფეხის არეში ტკივილებს გრძნობდა. ერთმანეთს მსუბუქი და სატვირთო მანქანები მოსახვევთან შეეჯახნენ.
09.12.2014 შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების გორის სააგენტოში თეორიული გამოცდის ჩაბარების მსურველთა ნაკადი არ წყდება. ხალხმრავლობის მიზეზი კი 15 დეკემბრიდან ახალი 3D ბილეთების შემოღებაა. მიუხედავად იმისა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ბილეთების შინაარსის არგართულებასთან დაკავშირებით, განცხადება არაერთხელ გააკეთა, მოქალაქეები გამოცდების ჩაბარებას მაინც ჩქარობენ.
09.12.2014 ქარელის მუნიციპალიტეტის დაბა აგარაში სკვერების მშენებლობას კერძო პირები ახორციელებენ. სინამდვილეში კი, 2014 წლის 1 მარტის კრების მიხედვით, სამუშაოები სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში უნდა ხორციელდებოდეს. ამის შესახებ დავა საკრებულოს დეკემბრის სხდომაზე ჰქონდათ.
საინფორმაციო ცენტრების ქსელი რეგიონების მიხედვით აგრძელებს ოფიციალური ინფორმაციის გამოქვეყნებას, ლაბორატორიული კვლევის შედეგად რეგიონის რომელ სოფლებში აღმოჩნდა სასმელი წყალი ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიებით დაბინძურებული. ამის შესახებ ინფორმაციაც კახეთის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
08.12.2014 გორის მერმა ზურაბ ჯირკველიშვილმა სამი კვარტლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში საკრებულოს უკვე წარუდგინა. მართალია ანგარიში ცნობად მიიღეს და საკრებულოს სხდომაზე კითხვების გარეშე დაამტკიცეს, მაგრამ ბიუროს სხდომაზე მის შესახებ შემოსავლის ნაწილში ,,ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციის" წარმომადგენელმა ზურაბ როსებაშვილმა პრეტენზიები მაინც გამოთქვა. ოპოზიციის წევრი დაინტერესდა, თუ რატომ შემცირდა კერძო პირების შემოსავლებიდან გადასახადები. როსებაშვილს ეჭვი აქვს, რომ მოქალაქეებს შემოსავლები შეუმცირდა.
08.12.2014 გორის მერიას ,,საპატიო წოდების მინიჭების შესახებ" დებულებაში ცვლილებების შეტანა, ხოლო საპატიო წოდებებში ტერმინის, გორის საპატიო მოქალაქის დატოვება მოუწევს მხოლოდ. ამის შესახებ გადაწყვეტილება გორის საკრებულოს ბიუროს წევრებმა ერთხმად მიიღეს.
08.12.2014 გორის საავადმყოფოში მიყვანილი წლინახევრის ბავშვი ექიმებს გარდაცვლილი დახვდათ. საავადმყოფოს დირექტორის მოადგილის პაატა ხარაბაძის განცხადებით, მცირეწლოვანი ბავშვი, ტრაქეაში საკვების ნარჩენის მოხვედრის შედეგად, გარდაიცვალა. ბავშვს სასულე მილში ვაშლის ნაჭერი გადასცდა.
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.











