24.12.2014 გორის მერიას, ჯერ-ჯერობით, მედიისთვის უცნობმა პირებმა, კერძო საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე, თხოვნით მიმართეს. ეს თხოვნა ჯერ-ჯერობით არ დაკმაყოფილდა, რადგან ქალაქის განვითარების გეგმა არ არსებობს და სივრცით-ტერიტორიული მოწყობა არ დაგეგმილა. ამის შესახებ საკრებულოს წევრმა, ,,ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციის" წარმომადგენელმა ზურაბ როსებაშვილმა განაცხადა. როსებაშვილმა ჩათვალა, რომ ქალაქის ხელისუფლება კერძო მშენებლობის ინიციატივებს აფერხებს.
24.12.2014 კასპის საჯარო სკოლების წარჩინებულ მოსწავლეებს, რომლებმაც სასწავლო კურსი 2014 წელს დაამთავრეს, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა მედლები და საჩუქრები გადასცეს. აღმოჩნდა, რომ ვერცხლის მედალოსან 5 მოსწავლეს შორის, 4 მოსწალე სოფელ დოესიდანაა. ყველა მედალოსანი გოგონაა.
24.12.2014 კასპის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში მყოფ ორგანიზაციებში (საბიბლიოთეკო, სპორტულ თუ ტურისტულ არასამეწარმეო-არაკომერციულ იურიდიულ პირებში) მეზობელი რაიონების აქტივისტებს ასაქმებენ. ამის შესახებ ,,ნაციონალური მოძრაობის" კასპის ორგანიზაციის წარმომადგენლებმა რობერტ კავთიაშვილმა და მიხეილ ბექაურმა განაცხადეს. ,,რესპუბლიკური პარტიის" წარმომადგენელმა ხათუნა თათანაშვილმა მათ კონკრეტული გვარების და სახელების დასახელება მოსთხოვა.
23.12.2014 სამუშაოს შესრულებასთან დაკავშირებით გორის მაჟორიტარმა დეპუტატმა, პარლამენტარმა სოსო ვახტანგაშვილმა, წელიწადში ანაზღაურების სახით, - 64 ათასი ლარი მიიღო. ამის შესახებ მან 2014 წლის 19 დეკემბერს ქონებრივ დეკლარაციაში მიუთითა. ამავე დეკლარაციაში მითითებულია, რომ აღნიშნული ციფრი გასული, 2013 წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრამდე მიღებული შემოსავლის ჯამია. პარლამენტის წევრის ყოველთვიური ხელფასი კი სულ ,,რაღაც" 2 ათასი ლარია.
2014 წლის 22 დეკემბერს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა, შიდა ქართლის გუბერნატორმა ზურაბ რუსიშვილმა, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პირველმა მოადგილემ ილია დარჩიაშვილმა, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მისიის დირექტორთან სტეფან ჰაიკენთან ერთად, კასპის მუნიციპალიტეტში 113 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს საცხოვრებელი სახლი გასაღები გადასცეს.
23.12.2014 40 წლამდე ასაკის მამაკაცს (გვარად ვარძელაშვილი) სასწრაფოს ექიმის ცემის ფაქტზე ჯარიმა ან საზოგადოებისთვისთვის სასარგებლო შრომა ემუქრება. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენლის განცხადებით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლი პირველი ნაწილით მიმდინარეობს. ინციდენტი 22 დეკემბერს გორის რაიონის სოფელ ახალდაბში მოხდა.
22.12.2014 ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) გორის ოფისის ხელმძღვანელმა ქეთევან ბებიაშვილმა მიმდინარე წლის ანგარიშის წარდგენისას იმ მნიშვნელოვან საქმეებზეც ისაუბრა, რომლის განხილვა სასამართლოს ყველა ინსტანციაში განხორციელდა. ამ მხრივ სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემული პირის და ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან გათავისუფლებული სპეციალისტის საქმეები გამოირჩევა.
2014 წლის 28 დეკემბერს გორის რაიონის სოფელ ერგნეთში საახალწლო ზეიმი და ბაზრობა გაიმართება. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ორგანიზაცია ,,მომავლის ცხინვალის" კოორდინატორმა, ერგნეთის მკვიდრმა ლია ჩლაჩიძემ აცნობა. ღონისძიება ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ერთობლივი მხარდაჭერით ხორციელდება და კავშირს ,,მომავლის ცხინვალს" მარინა მეშვილდიშვილი ხელმძღვანელობს.
22.12.2014 გორში საახალწლო ფოიერვერკებისა და შაშხანების გაუფრთხილებლად გამოყენების ფაქტზე გამოძახებები გახშირდა. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა გორის ცენტრში მოხდა. სახანძრო სამსახურის ბრიგადის მისვლამდე ოჯახის წევრებმა ცეცხლის ჩაქრობა თავადვე მოახერხეს.
22.12.2014 გორში, ცხინვალის გზატკეცილის #14-ში მდებარე საავადმყოფოს ყოფილი შენობის ცენტრალური ნაწილი ჩამოინგრა. შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის მიერ გადაღებულ ფოტოებზე ჩანს, რომ ნანგრევების საძირკველთან წყლის დაგუბების პროცესი მიმდონარეობდა და ახლაც მიმდინარეობს. ამის გამო ნგრევის მასშტაბები შესაძლოა გაიზარდოს.
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.











