17.02.2015 ლიბერთი ბანკმა თიანეთის რაიონში, ერწოს ზონაში, კერძოდ ხევსურთსოფელში “პეი ექსპრეს” (PAY Express) მომსახურების ცენტრი გახსნა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურიდან აცნობეს. მათი ინფორმაციით, ახალი ცენტრი 5,000-მდე მომხმარებელს მოემსახურება. შედეგად, მომხმარებელს საბანკო მომსახურების მისაღებად შორ მანძილზე სიარული აღარ მოუწევს.
16.02.2015 ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ სილამაზის სალონების ჰიგიენურ პირობებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლები შეამოწმებენ. ამის შესახებ ჯანდაცვის ცენტრის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ირმა ფარეხელაშვილმა მუნიციპალიტეტის გამგებელთან დღეს გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
16.02.2015 სხდომის მიმდინარეობისას უცხო თვალი საკრებულოს თავმჯდომარის სამუშაო კაბინეტის ფანჯარასთან ან კიდევ კედელთან აყუდებულ რამდენიმე ახალგაზრდა ადამიანს შენიშნავს. ერთი შეხედვით ისინი აქტიური კასპელი მოქალაქეები არიან, რომლებსაც სხდომის მიმდინარეობა და მისი საკითხები აინტერესებთ, ან კიდევ ადგილობრივ თვითმმართველობის მონიტორინგს რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციის სახელით აწარმოებენ. სინამდვილეში კი ისინი საკრებულოს შტატიანი და უშტატო სპეციალისტები არიან. როცა ფეხზე დგომით იღლებიან, ერთმანეთს ეყუდებიან. სხდომის დამთვრების შემდეგ კი, საკრებულოს შენობის ეზოში ,,აბირჟავებენ".
16.02.2015 ,,ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინტიტუტის" მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშის მონაცემებს, რომლის მიხედვით, კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობამ 24 მოთხოვნიდან, მხოლოდ, 13-ს გასცა პასუხი და 11 უპასუხოდ დატოვა, გამგეობის ადმინისტრაცია არ ეთანხმება. ადმინისტრაციის უფროსის ნინო ჯინიყაშვილის განცხადებით, ორგანიზაციას ყველა წერილზე პასუხი გაეცა.
16.02.2015 კომპანია SOCAR Georgia Gas-ის წარმომადგენლობა აბონენტებს, მონაცემთა ერთიანი ბაზის რეორგანიზაციისა და ახალი პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვის გამო, გადასახადის გადახდას ნებისმიერი ბანკის სერვისცენტრებში ურჩევს. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს კომპანიის პრესსამსახურიდან აცნობეს.
14.02.2015 ,,ახლა ხომ გადავრჩებით", - ასე ამბობდა პატარა ბიჭუნა, როცა გზისპირს მიუყვებოდა, ან ცარიელ მინდორში დაეხეტებოდა, თუმცა საჭმელი, რომელსაც ის მისჩერებოდა, მხოლოდ მოლანდება იყო. 1933 წელი იყო და იოსებ სტალინი განგებ აშიმშილებდა საბჭოთა უკრაინას. პატარა ბიჭი მოკვდა, ისევე, როგორც სამ მილიონზე მეტი სხვა ადამიანი" - ასე იწყება იმ წიგნის შესავალი, რომლის პრეტენტაცია სტალინის სახლმუზეუმში დღეს, 14 თებერვალს გაიმართა, ხოლო შეხვედრის მონაწილეთა ნაწილმა პროტესტის ნიშნად დიდი ბელადის ,,სამუშაო კაბინეტი" დატოვა.
13.02.2015 მომღერალმა ქეთი მელუამ, გორის ქალთა კამერულ გუნდთან ერთად, 12 თებერვალს, ექსპერიმენტალური რეპეტიცია ჩაატარა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ქალთა კამერული გუნდის ქორმაისტერმა თეონა ცირამუამ განუცხადა. მისი თქმით, რეპეტიციამ წარმატებით ჩაიარა, ხოლო იმის თაობაზე, თუ რა გეგმები აქვს მომავალში გუნდს ქეთი მელუასთან ერთად, თეონა ცირამუა, ჯერჯერობით, კომენტარს არ აკეთებს.
13.02.2015 საჯარო ინფორმაციის გაცემის კუთხით, გასულ წელს, ყველაზე რეიტინგული ,,თვითმმართველი" უწყება შიდა ქართლში გორის საკრებულო აღმოჩნდა. ყველაზე არაანგარიშვალდებული კი, კასპისა და ქარელის გამგეობები. ამის შესახებ ,,ინფორმაციის განვითარების თავისუფლების ინსტიტუტის" მიერ 2015 წლის 12 თებერვალს გამოქვეყნებულ ანგარიშშია მოცემული.
2015 წლის 14 თებერვალს, 15:00 საათზე სტალინის მუზეუმში არასამთავრობო ორგანიზაცია “რადარამი” ტიმოთი სნაიდერის წიგნის: “სისხლიანი მიწები: ევროპა ჰიტლერსა და სტალინს შორის” თარგმანის პრეზენტაციას გამართავს. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ორგანიზაციის წარმომადგენლებმა აცნობეს.
12.02.2015 „მცირემიწიან ფერმერთა 2015 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის“ ფარგლებში, წინასწარი მონაცემებით, შიდა ქართლის 74 ათასზე მეტი ბენეფიციარი დახმარებას მიიღებს, აქედან ხვნის ბარათს 49 695 ფერმერი. ამის შესახებ დღეს გამართულ შეხვედრაზე გუბერნიის ადმინისტრაციაში განაცხადეს.
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.











