01.03.2015 წლის ბოლომდე შიდა ქართლში 7 სოციალური საწარმო აშენდება. აქედან ნაწილი დევნილთა კომპაქტურ დასახლებებში, ნაწილის განთავსება კი, გამყოფი ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზეა გათვალისწინებული. პროექტის ხელმძღვანელის გიორგი არსენიძის თქმით, თითოეულ საწარმოს დაფინანსება 25 ათასი ლარის ფარგლებში მოხდება.
01.03.2015 გორის რაიონის სოფელ ქვემო სობისში, ნატურალური წვენის დამამზადებელ მცირე საწარმოში, იმ შესაძლებლობებზე ისაბრეს, რომელსაც პროფესიული და არაფორმალური განათლება ახალგაზრდებს აძლევს. სეზონური საწარმო, სადაც 10-მდე ადგილობრივი ახალგაზრდაა დასაქმებული, სამაგალითოდ მიიჩნიეს. ეს ის ახალგაზრდები არიან, რომლებიც პროფესიულ განათლებას, არასრული ან სრული საშუალო განათლების მიღების შემდგომ, დაეუფლნენ.
28.02.2015 გუშინ 16 წლის მოზარდი, რომელიც ვალენტინობის დღეს, 14 თებერვალს, ქარელში ჩხუბის დროს დაჭრეს, გარდაიცვალა. 16 წლის ნიკა კ. ქარელის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მოსწავლე იყო. მას დანით მრავლობითი ჭრილობები სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ღამით მიაყენეს. პოლიციამ ეჭვმიტანილი, თბილისში მცხოვრები 19 წლის ახალგაზრდა ინციდენტის ღამესვე დააკავა.
27.02.2015 აუდიტის შეფასებით, ორ კომპანიას ბიუჯეტისთვის გადასახდელი თანხა 744 300 ლარი აქვს, დამატებით 116 000 ლარი ბიუჯეტიდან უკანონოდ გაიწერა. ჯამში 860 300 ლარი, გორში, წერეთლის ქუჩაზე ჩატარებულ სამუშაოების დროს, ბიუჯეტიდან დაკარგულ თანხად ითვლება.
27.02.2015 ,,მუნიციპალიტეტმა არ გამოიყენა ხელშეკრულების ეკონომიით მიღებული თანხა 101 300 ლარი მიწის სამუშაოებით დაზიანებული გზების ასფალტირებისათვის. მუნიციპალიტეტმა ვერ წარმოადგინა შესაფერისი დასაბუთება, თუ რა გარემოება შეიძლება ჩაითვალოს მიღებული ზარალის საპირწონედ და რით აიხსნება მიმწოდებლის მიმართ, სავარაუდოდ, სუბიექტური დამოკიდებულება" - წერია სახელმწიფო აუდიტის მიერ შედგენილ ანგარიშში, რომელიც გორის მუნიციპალიტეტის 2012-2013 წლებში სადგურის დასახლებაში განხორციელებული საკანალიზაციო სამუშაოების, თანაც მილიონიანი პროექტის, შესწავლის შედეგად მიიღო.
27.02.2015 ,, საბიუჯეტო თანხების ზედმეტად გადახდა რეალურად განხორციელდა თუ არა და რა რაოდენობით, სამართალდამცავი ორგანოების მიერაა შესასწავლი" - აღნიშნავს სახელმწიფო აუდიტი, რომლის წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის 2012-2013 წლის ფინანსური დოკუმენტაციის შესწავლა დაასრულეს.
27.02.2015 ,,პრემიების დარიგების დროს უშტატო თანამშრომლები მეჩაგრებოდნენ. ამიტომ შემოვდივარ ინიციატივით, რომ პრემიების გაცემის წესი ხელშეკრულების აყვანილ პირებზეც ვრცელდებოდეს" - განაცხადა ქალაქ გორის საკრებულოს თავმჯდომარემ პაპუნა კობერიძემ ბიუროს სხდომაზე. პაპუნა კობერიძეს ოპონირება მისმა მოადგილემ ნინო ზურაბიშვილმა (პარტია ,,ქართული ოცნება") გაუწია, რომელმაც ბიუროს წევრები დაარწმუნა იმაში, რომ პაპუნა კობერიძის ინიციატივა (,,ეროვნული ფორუმი") მიზანშეუწონელია.
26.02.2015 აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი ანგარიშის საფუძველზე შიდა ქართლის პროკურატურამ მასალები გორის მუნიციპალიტეტიდან გაითხოვა. ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მუნიციპალიტეტიდან მიაწოდეს, ,,2012-2013 წლების საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიში" ეწოდება. პროკურატურამ აღნიშნული ანგარიშის საფუძველზე მოსამართლეს გამოძიების დაწყების უფლება მოსთხოვა, რაც დაკმაყოფილდა. საგამოძიებო უწყებამ 2010-2011 წლის მასალებიც გაითხოვა.
25.02.2015 ,,რაც თქვენ იცით, ის ვიცი მე. თუმცა, სიმართლეს შესაბამისი ორგანოები გაარკვევენ" - გვითხრა შიდა ქართლის გუბერნატორმა ზურაბ რუსიშვილმა იმ ინციდენტის შესახებ, რომელსაც 2015 წლის 23 თებერვალს, ღამის 12 საათზე ადმინისტრაციულ შენობაში ჰქონდა ადგილი. საპატრულო ეკიპაჟების მისვლისას შუქი, მხოლოდ, გუბერნატორის და რაიონის გამგებლის კაბინეტებში ენთო. გუბერნატორი და სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლები, მათ შორის, რეგიონის პროკურორი, 24 თებერვალს სოფელ დიცში პრემიერის დაგეგმილი ვიზიტის შესახებ, დეტალებს აჯამებდნენ. სწორედ ამ დროს, რეგიონის პირველ პირებს აცნობეს, რომ ადმინისტრაციული შენობის პირველ სართულზე ქალაქ გორის საკრებულოს წევრს სოსო ფალელაშვილს დაარტყეს.
25.02.2015 ორგანიზაცია ,,ადამიანი კანონი თავისუფლებას" აღმასრულებელი დირექტორი, ნიკოლოზ მაღალდაძე პროექტის "ახალგაზრდული საკრებულო 64 მუნიციპალიტეტში" ფარგლებში გორის მუნიციპალიტეტის XI-XII კლასის მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეებს შეხვდა და პროექტის პრეზენტაცია გამართა. დღესვე მოსწავლეებს ტესტირების ნიმუშები დაურიგდა და გაცემული პასუხების მიხედვით მათი შერჩევა მოხდება.
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.











