რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
ექსკურსიაზე მყოფი კასპელი მოსწავლეები და მშობლები ძამის ხეობაში
ავარიაში მოყვნენ. დაშავდა 6 ადამიანი, მათ შორის 4 ბავშვი, ორი კვლავ
მკურნალობს.
15:29 / 12.10.2026
30 და 31 ოქტომბერს, ასევე 1 ნოემბერს გორში ვაშლის ფესტივალი
ჩატარდება. წელს ღონისძიების ინიციატორი კერძო კომპანიაა და მისი
მთავარი მიზანი ადგილობრივი ფერმერებისა და მეწარმეების მხარდაჭერაა.
15:24 / 12.10.2026
ტანას ხეობაში უკვე მეორე დღეა ფესტივალი „ტანა-თეძმობა“
მიმდინარეობს, რომლისთვისაც 60 000 ლარამდე იხარჯება. ღონისძიების
პროგრამა მწვადებისა და ხინკლის მომზადების მასტერკლასებს, ასევე
დოლების შოუს მოიცავს.
15:02 / 11.10.2026
გორში, წმინდაწყლის დასახლებაში, „ენერგო პრო ჯორჯიას“ კუთვნილი
ავტომობილი გაქურდეს. მანქანიდან წაღებულია კომპანიის სამუშაო
ინვენტარი. ადგილზე პოლიცია საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს.
13:30 / 11.10.2026
23 ოქტომბრიდან კასპში, კერძოდ სოფელ კავთისხევში, ლაყე კვერცხებისა
და ბუმბულის გადამამუშავებელი საწარმოს პროექტის განხილვა იწყება.
კომპანია „ჯიპიპი“ ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდება და შეეცდება
დაარწმუნოს ისინი, რომ საწარმოს ფუნქციონირება ეკოლოგიურად უსაფრთხოა.
13:30 / 11.10.2026
საქართველოს სუპერლიგის მორიგ შეხვედრაში გორის „ივერიონმა“ თბილისის
„ბლექ ფორთრესტი“ ანგარიშით 75:70 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ
თბილისური კლუბის რიგებში NBA-ის ჩემპიონი დუაიტ ჰოვარდი ასპარეზობდა.
13:29 / 11.10.2026
გორის ცენტრში, ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე, საპატრულო პოლიციამ
მძღოლი დააკავა. შსს-ს ცნობით, პირის დაკავება ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით მოხდა, რაც
სამართალდამცველების მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
13:28 / 11.10.2026
გორში, სადგურის დასახლებაში, სიჩქარის შემზღუდველი ბარიერების
დამონტაჟების მიუხედავად, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს
Honda-სა და BMW-ს მარკის ავტომობილები შეეჯახნენ, თუმცა ავარიის
შედეგად არავინ დაშავებულა.
13:27 / 11.10.2026
კავთისხევი-ნიჩბისის გზის მონაკვეთი, რომლის რეაბილიტაციაც 2023 წელს
5.8 მილიონი ლარი დაჯდა, ჩაინგრა.
13:21 / 11.10.2026
პარტია „ახალის“ პოლიტსაბჭოს წევრები გორში ადგილობრივ მოსახლეობას
შეხვდნენ და მათ მთავარ პრობლემებს გაეცნენ. მოქალაქეების
გამოწვევებად დაბინძურებული წყალი, მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა,
მიგრაცია და სიღარიბე დასახელდა.
14:58 / 10.10.2026
ვიდეორეპორტაჟი
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"
თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად
ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
გასული თვის პოპულარული სიახლეები

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.




ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.






