რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ოქტომბერი 2026 »»
ო ს ო ხ პ შ კ
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ახალი ამბები
გაზიფიცირების ,,უნებართვო" მშენებლობა სკრის დევნილებში

გორის რაიონის სოფელ სკრის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ დევნილთა კოტეჯებში გაზიფიცირების სამუშაოები უნებართვოდ განხორციელდა. ამის გამო გაზმომარაგების კომპანია შესრულებულ სამუშაოებს არ იბარებს. გათბობის იმედად მყოფ დევნილებს ამჟამად შეშაც არა აქვთ.

01:05 / 25.11.2014
კავთისხევში გარეგანათების ხარჯი სხვა სოფლების საერთო ხარჯებს აღემატება

24.11.2014 სოფელ კავთისხევის გარეგანათების ხარჯი ერთნახევარჯერ აღემატება კასპის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებში დახარჯულ ელექტროენერგიის ჯამურ ღირებულებას. ამის შესახებ პრეტენზიას მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა გოჩიტაშვილი გამოთქვამს. შესაბამის სამსახურებს საკითხის შესწავლა დაავალა.

22:47 / 24.11.2014
ქვ. ჭალის სკოლა მეზობელი სოფლის სკოლას შეშით დაეხმარა

24.11.2014 კასპის რაიონის სოფელ ქვემო ჭალის საჯარო სკოლის ადმინისტრაცია მეზობელი სოფლის, სამთავისის საჯარო სკოლას შეშით დაეხმარა. სამთავისში მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის განცხადებით, ამის მიზეზი სკოლაში გათბობის სისტემის დროებით მოუწესრიგებლობა გახდა.

16:31 / 24.11.2014
გორის პროკურორები მოულოდნელად პროცესებზე შეამოწმეს

საქართველოს მთავარი პროკურატურის ორი წარმომადგენელი, მოულოდნელად, გორის რაიონულ სასამართლოში გამოცხადდა და რეგიონალური თანამშრომლების შემოწმება დაიწყო. ამის შესახებ გორის პროკურორებმა წინასწარ  არ იცოდნენ. მხოლოდ დღის მეორე ნახევარში გახდა ცნობილი, რომ სასამართლოში მთავარი პროკურატურიდან ,,გენ-ინსპექციის" თანამშრომლები იმყოფებოდნენ.

01:24 / 22.11.2014
პროტესტი ურბნისის საჯარო სკოლაში და სოფლის დეპუტატის ,,ინტერესი"


ქარელის რაიონის სოფელ ურბნისის საჯარო სკოლაში სამეურვეო საბჭოს წევრების უმრავლესობამ დირექტორის თანამდებობაზე ერთადერთი კანდიდატი მარინა ნადირაშვილი არ აირჩია. 8 წევრიან საბჭოში მას 4 - მა წევრმა არ მისცა ხმა. ნადირაშვილი სკოლის დირექტორად 2007 წლიდან მუშაობს. კანონმდებლობის მიხედვით, სკოლაში დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე საკუთარ კანდიდატს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო წარადგენს.

23:14 / 21.11.2014
მზადება გიორგობის დღესასწაულისთვის

დღეს, 21 ნოემბერს,  გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, რომელიც ყოველი წლის 23 ნოემბერს აღინიშნება, გორიჯვრის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორია და მისასვლელი გზა დასუფთავდა. აქცია ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით განხორციელდა, სადაც ქალაქის მერიის სამსახურების ხელმძღვანელმა პირებმა, ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობისა და გამწვანების სამსახურის წარმომადგენლებმაც მიიღეს მონაწილეობა.

 
21:05 / 21.11.2014
ევროკავშირის მინისტრები მხარს უჭერენ საქართველოს მოქალაქეების უვიზო მიმოსვლას

ევროკავშირის მინისტრები მხარს უჭერენ საქართველოს მოქალაქეების უვიზო მიმოსვლას და  სამოქმედო გეგმის შეფასების ახალ ეტაპზე გადასვლის ნებას რთავენ. 

20:50 / 21.11.2014
პროექტი ,,დებატების სკოლა-2014“ საზეიმო ვითარებაში დასრულდა

საზოგადოებრივი კავშირი მეგობრობის ხიდი ,,ქართლოსის” და პოლონური ორგანიზაცია „საერთაშორისო განათლების ცენტრის“ მიერ, პროექტის „დებატების სკოლა 2014“ დასკვნითი კონფერენცია გაიმართა. ღონისძიებაზე მოწვეული სტუმრები გაეცნენ საჯარო სკოლებში თვითმმართველობების მუშაობის და დებატების კულტურის პოლონურ გამოცდილებას, ამასთანავე წარედგინათ პროექტის „დებატების სკოლა 2014“-ის შედეგები და ინფორმაცია განხორციელების პროცესის შესახებ, რომელზეც პროექტში ჩართული ტუტორები, მასწავლებლები და მოსწავლეები საუბრობდნენ. მოხსენებებით წარსდგნენ ასევე პროექტის ორგანიზატორები და ტრენერები.

 
23:58 / 20.11.2014
მეგობრობის ხიდმა ,,ქართლოსმა” გორის ადგილობრივ თვითმმართველობასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

მეგობრობის ხიდმა ,,ქართლოსმა” გორის ადგილობრივ თვითმმართველობასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. დოკუმენტს ,,ქართლოსის“ დამფუძნებელმა მეგი ბიბილურმა და გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ კოტე თავზარაშვილმა მოაწერეს ხელი. მემორანდუმი პროექტში ,,ახალგაზრდების გაძლიერება რეგიონულ დონეზე საქართველოში“ ჩართული ახალგაზრდული თვითმართველობის წევრების განვითარება-გაძლიერებას გულისხმობს.

 
23:42 / 20.11.2014
ჩაბარებული ,,ნაქარი" ვაშლის ოდენობა 40 ათას ტონას გასცდა

2014 წლის 20 ნოემბრის მონაცემებით საწარმოებმა ფერმერებისგან  40 771 ტონა ვაშლი ჩაიბარეს. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.

 
15:59 / 20.11.2014
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.