2014 წლის 1 დეკემბერს ქალაქ გორის მერიაში, საჯარო მოხელეთა კონკურსის მესამე ეტაპი (გასაუბრება) დაიწყო. საკონკურსო კომისიის წევრების გადაწყვეტილებით, სპეციალურად დამონტაჟებული ვიდეო- აპარატით შესაძლებელია გასაუბრების პროცესის ჩაწერა.
2014 წლის 29-30 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში 3 000 -ზე მეტი კაკლის ნერგი დაირგო. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მუნიციპალიტეტის თემის პრესსამსახურიდან აცნობეს.
2014 წლის 30 ნოემბერს გადაცემაში ,,იმედის კვირა" ადმინისტრაციული საზღვრისპირა სოფლებში მომზადებულ სიუჟეტმა დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. სოფელ დვანში მცხოვრები მოხუცი ქალბატონის სიტყვებმა მთელი საქართველო შეძრა. შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ვიდეო-არქივში 2014 წლის მარტში სოფლის ცენტრში ჩატარებული კრების ჩანაწერი მოიძებნება, სადაც მუნიციპალიტეტის გამგებლისა და ადგილობრივების შეხვედრაა დაფიქსირებული.
28.11.2014 გორის თემის საკრებულოს წევრმა ხათუნა ხათაშვილმა 2015 წლის ადგილობრივ ბიუჯეტის პროექტში გარკვეული თანხის გათვალისწინება, ომში დაღუპულ გმირების დედების საპატივსაცემოდ, მოითხოვა. ამის შესახებ პარტია ,,თავისუფალი დემოკრატების" წევრმა განცხადება, რაიონის გამგეობის სოციალური სამსახურის უფროსის დავით ჩიხრაძის მიერ საკრებულოს წინაშე წარდგენილი პროექტის განხილვისას, გააკეთა.
გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი მეშვიდე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას, სახელწოდებით ,,განათლება, ეკონომიკა და მდგრადი განვითარება" მასპინძლობს. ღონისძიება ორი დღე, 2014 წლის 28-29 ნოემბერი, გრძელდება, სადაც მუშაობა 14 სექციაში მიმდინარეობს.
2014 წლის 28 ნოემბერს, გორში, ქალთა უფლებების დაცვაში გაწეული ღვაწლისთვის უფლებადამცველები დააჯილდოვეს. შეხვედრა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ასოციაცია ,,ქალი და განვითარების" ორგანიზებით და ინიციატივით მოეწყო. დიპლომები ნომინანტებს უშუალოდ ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ფატი ბუხრიკიძემ გადასცა.
28.11.2014 დღეს გორის ცენტრალურ მოედანზე შუა ხნის მანდილოსანი ცუდად გახდა და მოულოდნელად ძირს დაეცა. ხალხმრავლობის და პატრულის ეკიპაჟების მობილიზების გამო გზის გარკვეულ მონაკვეთზე მოძრაობაც შეიზღუდა. ადგილზე გამოცხადებული სასწრაფოს ექიმების თქმით, სავარაუდოდ, ეპილეფსიის მოულოდნელ განვითარებასთან ჰქონდათ საქმე.
2014 წლის 4 დეკემბერს გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე შორენა წიქარიძე ხიდისთავის საჯარო სკოლიდან გაშვებული პედაგოგების - თეა ნონიკაშვილის და მერი კაკაშვილის საქმეზე, გადაწყვეტილებას გამოაცხადებს. მანამდე, 2014 წლის 28 ნოემბერს მოსამართლემ მხარეებს მოუსმინა. თეა ნონიკაშვილის და მერი კაკაშვილის მოპირდაპირე მხარეს სკოლის ყოფილი და მოქმედი დირექტორები, ასევე რესურსცენტრის იურისტი წარმოადგენდნენ.
28.11.2014 ქარელის რაიონის სოფლებში - ატოცში, კოდასა და აბანოში გაზიფიცირება დასრულდა. ამის შესახებ სოფელ ბრეძის თემში მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი მარიამ გულისაშვილი აცხადებს. მისი თქმით, ელექტროენერგიის უზრუნველყოფის მიზნით გამრიცხველიანებაც დასრულდა. ,,დადგა დრო, რომ გარეგანათებაზეც ვიფიქრობთ" - ამბობს მარიამ გულისაშვილი.
28.11.2014 დანიის ლტოლვილთა საბჭოს მიერ სოფელ ერგნეთში უკვე 108 სახლს რეაბილიტაცია ჩაუტარდა, ხოლო აშენდა სამი ახალი სახლი. აღნიშნული პროექტი შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მიერ ფინანდება და 2015 წლის აპრილში სრულდება.
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.











