2014 წლის 28 დეკემბერს გორის რაიონის სოფელ ერგნეთში საახალწლო ზეიმი და ბაზრობა გაიმართება. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ორგანიზაცია ,,მომავლის ცხინვალის" კოორდინატორმა, ერგნეთის მკვიდრმა ლია ჩლაჩიძემ აცნობა. ღონისძიება ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ერთობლივი მხარდაჭერით ხორციელდება და კავშირს ,,მომავლის ცხინვალს" მარინა მეშვილდიშვილი ხელმძღვანელობს.
22.12.2014 გორში საახალწლო ფოიერვერკებისა და შაშხანების გაუფრთხილებლად გამოყენების ფაქტზე გამოძახებები გახშირდა. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა გორის ცენტრში მოხდა. სახანძრო სამსახურის ბრიგადის მისვლამდე ოჯახის წევრებმა ცეცხლის ჩაქრობა თავადვე მოახერხეს.
22.12.2014 გორში, ცხინვალის გზატკეცილის #14-ში მდებარე საავადმყოფოს ყოფილი შენობის ცენტრალური ნაწილი ჩამოინგრა. შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის მიერ გადაღებულ ფოტოებზე ჩანს, რომ ნანგრევების საძირკველთან წყლის დაგუბების პროცესი მიმდონარეობდა და ახლაც მიმდინარეობს. ამის გამო ნგრევის მასშტაბები შესაძლოა გაიზარდოს.
18.12.2014 გორის მერის მოადგილე ნუკრი ჯოხაძე დარწმუნებულია, რომ მაწანწალა ძაღლების თავშესაფრის დაფინანსება შემცირდება. ამ დასკვნამდე ის მას შემდეგ მივიდა, როდესაც თავშესაფრის ხელმძღვანელს თამარ აფციაურს შეხვდა და ადგილზე მდგომარეობაც შეისწავლა. ჯერ კიდევ მოქმედი ბიუჯეტით თავშესაფრის დაფინანსება წლიურად 100 ათასი ლარია.
18.12.2014 გორის მერის მოადგილემ ნუკრი ჯოხაძემ, სოციალური დახმარების გაცემის ახალ წესის შესახებ, ბიუროს სხდომაზე ისაუბრა. შეთავაზებულ გეგმაზე 2015 წლის დასაწყისში ქალაქის საკრებულოს წევრებს მსჯელობა მოუწევთ. ე.წ. მეთორმეტე მუხლი, რომლითაც სოციალურად დაუცველებზე ერთჯერადი დახმარება იყო გათვალისწინებული, უქმდება, მის ნაცვლად კი, მერიისგან ახალი მიდგომები გახდა ცნობილი.
18.12.2014 დღეს საღამოს გორის სტადიონის გარეგანათების ბოძის მწვერვალიდან მამაკაცმა გადმოხტომა სცადა. ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო სამსახური და პატრულის თანამშრომლები, ასევე გამოძახებული იყო სასწრაფო დახმარების ბრიგადა.
17.12.2014 რა ხდება მაშინ, როდესაც საბავშვო ბაღებში, უკვე, შეზღუდულ და შევსებულ ადგილებზე დარეკვებით იღებენ ბავშვებს? ამ სქემის შესახებ ქალაქ გორის საკრებულოს ბიუროს სხდომაზე ისაუბრეს.
17.12.2014 ,,თუ ვინმეს თავისი მეგობრის დასაქმება უნდა, საკუთარი ხელფასით გადაუხადოს 100-100 ლარი თავის 1000 ლარიდან" - განაცხადა გორის მერის მოადგილემ ნუკრი ჯოხაძემ ქალაქ გორის საკრებულოს ბიუროს სხდომაზე. შეხვედრაზე, სადაც 2015 წლის ბიუჯეტის თანხების განაწილებაზე ისაუბრეს, ,,აიპიების" დაფინანსების საკითხი განიხილეს.
17.12.2014 ქალაქ გორის ბიუჯეტში შპს ,,კეთილმოწყობის" სამსახურის დაფინანსება, 2015 წლისთვის, 100 ათასი ლარით მცირდება. ამის შესახებ შეკითხვა საკრებულოს თავმჯდომარემ პაპუნა კობერიძემ ბიუროს სხდომაზე მერის მოადგილეს ნუკრი ჯოხაძეს დაუსვა. ნუკრი ჯოხაძის განცხადებით, ეს სამსახური, შესაძლოა, საერთოდ გაუქმდეს და ქალაქში მძლავრი ,,აიპი" (არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირი) ჩამოყალიბდეს, სადაც დასუფთავების, კეთილმოწყობის, გამწვანების თუ გარეგანათების სამსახურები გაერთიანდება.
2014 წლის 13-14 დეკემბერს ქარელის მუნიციპალიტეტში ჩატარებულ ტესტირების გამოცდებზე 27 მოხელე ჩაიჭრა. აქედან გამგებლის 6 წარმომადგენელია სოფლებში, ხოლო ერთი - უშუალოდ გამგებლის თანაშემწე. მუნიციპალიტეტის გამგებლის ზაზა გულიაშვილის აზრით, მის თანაშემწეს და წარმომადგენლებს ტესტირება წესით არ უნდა გაევლოთ.
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.











