|
,,დღეს გავედით სკოლაში და დავიწყეთ მუშაობა, მოსამართლის გადაწყვეტილების აღსრულება დაიწყო. დიდი მადლობა ყველას, ვინც იქ იდგა, სადაც სიმართლე იყო" - განაცხადა თეა ნონიკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 2014 წლის 10 სექტემბერს ხიდისთავის საჯარო სკოლის მაშინდელმა დირექტორმა ბესარიონ ცერცვაძემ 4 პედაგოგი გაათავისუფლა. რამდენიმე დღის შემდეგ 4 პედაგოგიდან უკან, მხოლოდ, ორი დააბრუნა. დედა-შვილმა მერი კაკაშვილმა და თეა ნონიკაშვილმა დავა სასამართლოში გააგრძელეს. 2014 წლის 4 დეკემბერს მოსამართლე შორენა წიქარიძემ პედაგოგების სარჩელი დააკმაყოფილა.
თეა ნონიკაშვილის და მერი კაკაშვილის ინტერესებს პედაგოგთა პროფკავშირების წარმომადგენელი იცავდა. ყოფილი დირექტორი ბესარიონ ცერცვაძე ამჟამად სკოლის დირექტორის მოადგილეა სასწავლო დარგში.
იხ. ამ თემაზე
ხიდისთავის სკოლის პედაგოგებმა სასამართლო პროცესი მოიგეს


,,საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით ვერ დადგინდა, იარაღი გაისროლეს გაუფრთხილებლობით,

მოულოდნელად გაუარსებული გეოლოგიური მდგომარეობის გამო, ხაშურის მერმა


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.



სტატიის გამოყენების პირობები