|
10.02.2015 კასპის მუნიციპალიტეტის გამგებლის გოჩა გოჩიტაშვილის განცხადებით, იგოეთი-კასპის გზის მოასფალტებისთვის 4 მლნ ნახევარი ლარი დაიხარჯება. ამის შესახებ გამგებელმა საკრებულოს დეპუტატებს იმ დროს განუცხადა, როდესაც გზების რეაბილიტაციის პროგრამიდან დაახელობით 200 ათასი ლარის ,,შემცირების" წინადადებით შევიდა.
10.02.2015 გორში, კომბინატის დასახლებაში აცხადებენ, რომ მაწანწალა ძაღლს მდუღარე წყალი გადაასხეს. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს დასახლების მოზარდებმა აცნობეს და ფოტოც მიაწოდეს. ძაღლი აღრიცხვაზე გორის თავშესაფარში ჰყავდათ აყვანილი და მკურნალობაც ჩატარებული ჰქონდა. შემდეგ კი ერთ-ერთ სასადილოს მიეჩვია.
09.02.2015 ქარელის რაიონის სოფელ ატოცში მცხოვრები ლილი ბირთველიშვილი საქართველოს პრეზიდენტს და მუნიციპალიტეტის გამგებელს, ერთი წლის წინ მიცემულ პირობას, უხსენებს. ამის შესახებ ლილი ბირთველიშვილმა სოფელში სტუმრად მყოფ რაიონის გამგებელს განუცხადა. ლილი ბირთველიშვილი ვაგონში ცხოვრობს. ხელმძღვანელი პირების დღევანდელი განცხადებით, ჯობია, მოხუცებული საცხოვრებლად შვილებთან გადავიდეს.
09.02.2015 შიდა ქართლის მუნიციპალიტეტებში შემავალი სოფლების დეპუტატებისთვის ცნობილი გახდა, რომ შემოსავლების სამსახური, ხარჯების სახით, ყოველთვიურად, აღებულ 500-500 ლარის კანონიერებას ამოწმებს. ამის შესახებ ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაგალითი მოიყვანეს, სადაც მაკონტროლებლები ხარჯების სახით გაცემული თანხების მიზნობრიობას სწავლობენ. ქარელის მუნიციპალიტეტის საფინანსო სამსახურიდან კი გვაცნობეს, რომ მათ უწყებაში, ხარჯების შესახებ, არც ერთ მაკონტროლებლებს საბუთები არ მოუთხოვებიათ.
08.02.2015 პოლიციის თანამშრომელი გია (გიორგი) სოსანაშვილი, იური ვაზაგაშვილის მკვლელობის ჩადენის ბრალდებით, საქართველოს პროკურატურამ დააკავა. ამის შესახებ მთავარმა პროკურორის პირველმა მოადგილემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. გია სოსანაშვილი კასპის რაიონის სოფელ საკორინთლოდანაა და ბოლო დრომდე ქვემო ქართლის სამხარეო სამმართველოში, წალკის რაიონში მუშაობდა. იური ვაზაგაშვილი შვილის საფლავზე კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში ააფეთქეს. სოსანაშვილი 7 თებერვალს დააკავეს.
08.02.2015 გამყოფი ხაზის სიახლოვეს მდებარე სოფელ საკორინთლოში პოლიციის თანამშრომლის გიორგი სოსანაშვილის საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა 7 თებერვალს ჩატარდა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ადგილობრივებმა აცნობეს. ინფორმაციას ტერიტორიული თემის წარმომადგენლებიც ადასტურებენ.
06.02.2015 კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ჩატარებულ კონკურსის გასაუბრების ეტაპზე, ,,რესპუბლიკური პარტიის" წევრებს, - ,,საუბრები" - დაუწუნეს. ,,ფაქტია, რომ ჩვენი პარტიის წევრებს კონკურსში ხელახლა უწევთ მონაწილეობის მიღება, ამით, ყველაფერია ნათქვამი" - განუცხადა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ხათუნა თათანაშვილმა, რომელიც საკრებულოში ,,ფრაქცია ,,რესპუბლიკელები - ქართული ოცნება"-ს ხელმძღვანელია.
06.02.2015 შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსად გიორგი ლოთუაშვილი დაინიშნა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს. პრესსამსახურის თქმით, ყოფილი ხელმძღვანელი ლევან გენგაშვილი უწყებაში რჩება.
06.02.2015 უზენაესმა სასამართლომ ექვსი რწმუნებულის გათავისუფლების ფაქტი უკანონოდ მიიჩნია, ხოლო მათთვის, კომპენსაციის სახით, 18 ათასი ლარის ოდენობით ანაზღაურების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრისთვის, დღეს, კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე გახდა ცნობილი. ყოფილი მოსამართლის და, ამჟამად, მუნიციპალიტეტის გამგებლის, გოჩა გოჩიტაშვილის განცხადებით, ანაზღაურებელ თანხას ამ შემთხვევაში საკუთარი ხელფასიდან შეავსებს.
06.02.2015 ის მოვაჭრეები, რომლებიც გასულ წელს, ძველი ბაზრის ტერიტორიიდან, სხვადასხვა კომერციულ ადგილებზე გადაანაწილეს, დღეს გორის მერს ზურაბ ჯირკველიშვილს შეხვდნენ. ისინი ქალაქში გარევაჭრობის აკრძალვას, ანდა ძველი ბაზრის ტერიტორიაზე დაბრუნებას ითხოვენ. მოთხოვნის საფუძვლად მოვაჭრეებმა უნებართვო გარევაჭრობის ფაქტები დაასახელეს. გორის მერის განცხადებით, ქალაქის ტერიტორიაზე განთავსებულ და თანაც უნებართვო გარემოვაჭრეებს გაფრთხილების წერილები მერიიდან უკვე დაეგზავნათ, ხოლო კერძო კომპანიის, ,,ისრაელი-საქართველოს პროექტების მართვის" საკუთრებაში არსებულ ტერიტორიიდან მოვაჭრეების აყრა - მერიის კომპეტენციას სცილდებაო.
05.02.2015 ჟურნალისტებისა და მინისტრების პრესსამსახურების ,,ურთიერთობა" სამთავრობო პროგრამის პრეზენტაციის დროს.
05.02.2015 რუსი სამხედროების მიერ სამი წლის ჯარიაშენელებისთვის მიცემული გაფრთხილება იმის შესახებ, რომ არ განეხორციელებინათ მიწების დამუშავება, წელს მავთულხლართების გაბმით დასრულდა. ამის შესახებ საინფორმაციო საშუალებებით 2015 წლის 4 თებერვალს გახდა ცნობილი.
05.02.2015 გორის რაიონის საკრებულოს საპროცედურო კომისიის სხდომაზე გამგეობის იურისტის მიერ მომზადებული პროექტი დაიწუნეს. ამის შესახებ დასკვნას კომისიის წევრები ბიუროზე გასაგზავნად უკვე ამზადებენ. გამგეობის იურისტის მიერ მომზადებული დოკუმენტის მიხედვით მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელს ამა თუ იმ სოფელში უნდა მოეთხოვებოდეს საშუალო განათლება. ხოლო გვერდით მიყოლებული ჩანაწერი ,,სასურველია უმაღლესი განათლება" კი, სასხვათაშორისოდ, მიიჩნიეს.
04.02.2015 ბრიფინგი, რომელიც დღეს თავისუფალი დემოკრატების გორის ორგანიზაციის ლიდერებმა ჩაატარეს, მუნიციპალიტეტის გამგებლის მანქანაში 3 თებერვალს მომხდარ კამათს უკავშირდება. საკრებულოს წევრი ხათუნა ხათაშვილი ამბობს, რომ მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით ონიაშვილი მას, ცილისწამებისთვის, პროკურატურაში ჩივილით დაემუქრა და შეურაცხყოფა მიაყენა. ონიაშვილი ამბობს, რომ ხათუნა ხათაშვილის ბრიფინგების უკან, შვილების დასაქმების საკითხები დგას.
2015 წლის 4 თებერვალს გორში ფინკა ბანკის ახალი სერვის ცენტრის ოფიციალური გახსნა გაიმართა. რიგით მეორე, ახალი სერვის ცენტრის გახსნას ადგილობრივი მთავრობის, ბიზნეს სექტორისა და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.
04.02.2015 ,,იყო გამოძახება სკოლიდან, რომ ჩანთიდან დირექტორმა 20 ლარიანი დაკარგა. ადგილზე მეჯვრისხევის განყოფილების თანამშრომლები მივიდნენ. სკოლის დირექტორმა განუცხადა პოლიციელებს, რომ შეცდა. ფული საფულეს ნაცვლად წიგნაკში უპოვია; სკოლის დირექტორმა პოლიციის წარმომადგენლებს ისიც უთხრა, რომ 20 ლარიანის სხვაგან შენახვის ფაქტი აღარ ახსოვდა.. შესაბამისად, ჩვენი სამინისტროს თანამშრომლები მხარეებთან მხოლოდ ახსნა-განმარტებებით შემოიფარგლნენ და წინასწარი გამოძიება აღარც დაიწყეს" - განუცხადა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს შს სამინისტროს პრესსამსახურმა მეჯვრისხევის საჯარო სკოლაში გასულ კვირას მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით.
03.2015 დღეს, საღამოს, გორის რაიონის სოფელ ქვეშთან, ტირიფონის ქვესადგურს ხანძარი გაუჩნდა. ამის შესახებ გამოძახება სახანძრო სამსახურის ეკიპაჟმა დაახლოებით 20:00 სთ-ზე მიიღო. ხანძარი ჩააქრეს, თუმცა სამი სოფელი - ძევერა, ქიწნისი და სათემო ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
03.02.2015 სოფელ დირბიდან პოლიციის პიკაპით ქარელის საავადმყოფოში გადაყვანილი 8 წლის ბავშვის გადარჩენა ვერ მოხერხდა. მედპერსონალის განცხადებით, სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანისას ბავშვის გარდაცვალების ფაქტი უკვე დამდგარი იყო. უბედური შემთხვევა 2015 წლის 2 თებერვალს დილით მოხდა.
03.02.2015 ფრაქცია ,,ქართული ოცნების" ხელმძღვანელს კობა ბერიანიძესა და ,,თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენელს შორის დაპირისპირება იმ ერთმა განცხადებამ გამოიწვია, რომელიც გორის თემის საკრებულოში, კომისიის სხდომაზე მმართველი ფრაქციის ხელმძღვანელმა დღეს გააკეთა.
02.02.2015 ,,მთელი სოფელი გაოგნებულია, ძალიან კარგი, ზრდილობიანი და წესიერი ბავშვი იყო" - განაცხადა სოფელ კავთისხევში მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელმა მიხეილ კელაპტრიშვილმა. მისი თქმით, 18 წლის მოზარდი გარდაცვლილი, სახლის ეზოში მდგარ, განათების ბოძზე ნახეს.
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.











