რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« მაისი 2026 »»
27282930 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ახალი ამბები
,,ჩვენი ექიმი თმებით ითრია და სახეში ურტყა"

23.12.2014  40 წლამდე ასაკის მამაკაცს (გვარად ვარძელაშვილი) სასწრაფოს ექიმის ცემის ფაქტზე ჯარიმა ან საზოგადოებისთვისთვის სასარგებლო შრომა ემუქრება. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენლის განცხადებით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლი პირველი ნაწილით მიმდინარეობს. ინციდენტი 22 დეკემბერს გორის რაიონის სოფელ ახალდაბში მოხდა.

15:29 / 23.12.2014
უკანონო პატიმარს საიას დახმარებით სახელმწიფომ 10 ათასი ლარი აუნაზღაურა

22.12.2014 ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) გორის ოფისის ხელმძღვანელმა ქეთევან ბებიაშვილმა მიმდინარე წლის ანგარიშის წარდგენისას იმ მნიშვნელოვან საქმეებზეც ისაუბრა, რომლის განხილვა სასამართლოს ყველა ინსტანციაში განხორციელდა. ამ მხრივ სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემული პირის და ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან გათავისუფლებული სპეციალისტის საქმეები გამოირჩევა.

18:59 / 22.12.2014
28 დეკემბერს ერგნეთში საახალწლო ზეიმი და ბაზრობა გაიმართება

2014 წლის 28 დეკემბერს გორის რაიონის სოფელ ერგნეთში საახალწლო ზეიმი და ბაზრობა გაიმართება. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ორგანიზაცია ,,მომავლის ცხინვალის" კოორდინატორმა, ერგნეთის მკვიდრმა ლია ჩლაჩიძემ აცნობა. ღონისძიება ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ერთობლივი მხარდაჭერით ხორციელდება და კავშირს ,,მომავლის ცხინვალს" მარინა მეშვილდიშვილი ხელმძღვანელობს.

18:10 / 22.12.2014
საახალწლო ,,ხანძრის" ფაქტებზე გამოძახებები გახშირდა

22.12.2014 გორში საახალწლო ფოიერვერკებისა და შაშხანების გაუფრთხილებლად გამოყენების ფაქტზე გამოძახებები გახშირდა. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა გორის ცენტრში მოხდა. სახანძრო სამსახურის ბრიგადის მისვლამდე ოჯახის წევრებმა ცეცხლის ჩაქრობა თავადვე მოახერხეს. 

17:30 / 22.12.2014
საძირკველში წყალი გროვდება

22.12.2014 გორში, ცხინვალის გზატკეცილის #14-ში მდებარე საავადმყოფოს ყოფილი შენობის ცენტრალური ნაწილი ჩამოინგრა. შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის მიერ გადაღებულ ფოტოებზე ჩანს, რომ ნანგრევების საძირკველთან წყლის დაგუბების პროცესი მიმდონარეობდა და ახლაც მიმდინარეობს. ამის გამო ნგრევის მასშტაბები შესაძლოა გაიზარდოს. 

15:52 / 22.12.2014
,,იცით, რატომ ვაჭმევთ 150 ძაღლს?!"

18.12.2014 გორის მერის მოადგილე ნუკრი ჯოხაძე დარწმუნებულია, რომ მაწანწალა ძაღლების თავშესაფრის დაფინანსება შემცირდება. ამ დასკვნამდე ის მას შემდეგ მივიდა, როდესაც თავშესაფრის ხელმძღვანელს თამარ აფციაურს შეხვდა და ადგილზე მდგომარეობაც შეისწავლა. ჯერ კიდევ მოქმედი ბიუჯეტით თავშესაფრის დაფინანსება წლიურად 100 ათასი ლარია.

01:06 / 19.12.2014
მე-12 მუხლის ტრანსფორმაცია

18.12.2014 გორის მერის მოადგილემ ნუკრი ჯოხაძემ, სოციალური დახმარების გაცემის ახალ წესის შესახებ, ბიუროს სხდომაზე ისაუბრა. შეთავაზებულ გეგმაზე 2015 წლის დასაწყისში ქალაქის საკრებულოს წევრებს მსჯელობა მოუწევთ. ე.წ. მეთორმეტე მუხლი, რომლითაც სოციალურად დაუცველებზე ერთჯერადი დახმარება იყო გათვალისწინებული, უქმდება, მის ნაცვლად კი, მერიისგან ახალი მიდგომები გახდა ცნობილი.

22:44 / 18.12.2014
გორში მამაკაცმა სტადიონის განათების ბოძიდან გადმოხტომა სცადა

18.12.2014 დღეს საღამოს გორის სტადიონის გარეგანათების ბოძის მწვერვალიდან მამაკაცმა გადმოხტომა სცადა. ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო სამსახური და პატრულის თანამშრომლები, ასევე გამოძახებული იყო სასწრაფო დახმარების ბრიგადა. 

22:10 / 18.12.2014
,,ბლატები" უნდა მორჩეს საბავშვო ბაღებში

17.12.2014 რა ხდება მაშინ, როდესაც საბავშვო ბაღებში, უკვე, შეზღუდულ და შევსებულ ადგილებზე დარეკვებით იღებენ ბავშვებს? ამ სქემის შესახებ ქალაქ გორის საკრებულოს ბიუროს სხდომაზე ისაუბრეს. 

01:33 / 18.12.2014
რას უპირებენ ,,აიპიებს" - საუბარი ჩართულ კამერასთან

17.12.2014 ,,თუ ვინმეს თავისი მეგობრის დასაქმება უნდა, საკუთარი ხელფასით გადაუხადოს 100-100 ლარი თავის 1000 ლარიდან" - განაცხადა გორის მერის მოადგილემ ნუკრი ჯოხაძემ ქალაქ გორის საკრებულოს ბიუროს სხდომაზე. შეხვედრაზე, სადაც 2015 წლის ბიუჯეტის თანხების განაწილებაზე ისაუბრეს, ,,აიპიების" დაფინანსების საკითხი განიხილეს.

00:29 / 18.12.2014
გორის შპს ,,კეთილმოწყობის" სამსახურის გაუქმება იგეგმება

17.12.2014 ქალაქ გორის ბიუჯეტში შპს ,,კეთილმოწყობის" სამსახურის დაფინანსება, 2015 წლისთვის, 100 ათასი ლარით მცირდება. ამის შესახებ შეკითხვა საკრებულოს თავმჯდომარემ პაპუნა კობერიძემ ბიუროს სხდომაზე მერის მოადგილეს ნუკრი ჯოხაძეს დაუსვა. ნუკრი ჯოხაძის განცხადებით, ეს სამსახური, შესაძლოა, საერთოდ გაუქმდეს და ქალაქში მძლავრი ,,აიპი" (არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირი) ჩამოყალიბდეს, სადაც დასუფთავების, კეთილმოწყობის, გამწვანების თუ გარეგანათების სამსახურები გაერთიანდება. 

23:01 / 17.12.2014
გამგებლის თანაშემწის პასუხები ტესტირებაზე

2014 წლის 13-14 დეკემბერს ქარელის მუნიციპალიტეტში ჩატარებულ ტესტირების გამოცდებზე 27 მოხელე ჩაიჭრა. აქედან გამგებლის 6 წარმომადგენელია სოფლებში, ხოლო ერთი - უშუალოდ გამგებლის თანაშემწე. მუნიციპალიტეტის გამგებლის ზაზა გულიაშვილის აზრით, მის თანაშემწეს და წარმომადგენლებს ტესტირება წესით არ უნდა გაევლოთ.

19:40 / 17.12.2014
,,გორის თევზს ევროკავშირის ბაზარზე დიდი პერსპექტივა აქვს"

16.12.2014  პროექტის ,,საქართველოს მთავრობა ღია მმართველობისათვის“ ფარგლებში ჟურნალისტებთან, არასამთავრობო სექტორთან და საზოგადოების წარმომადგენლების წინაშე, გორში გამართულ შეხვედრაზე, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გოჩა ცოფურაშვილიც წარსდგა. მანამდე შიდა ქართლის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულმა ზურაბ რუსიშვილმა საზოგადოებას 2 წლის განმავლობაში შესრულებული სამუშაოების ანგარიში წარუდგინა და მომავლის გეგმები გააცნო. გუბერნატორთან ერთად, 2-წლიანი საქმიანობის შედეგები სამინისტროების სხვა პირველმა პირებმაც შეაჯამეს.

03:15 / 17.12.2014
შიდა ქართლის 34 სკოლის დირექცია მანდატურის დანიშვნას ითხოვს

16.12.2014 პროექტის - „საქართველოს მთავრობა ღია მმართველობისათვის“ ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა შიდა ქართლის რეგიონში სამინისტროს მიერ საგანმანათლებლო და ინფრასრტუქტურული მიმართულებით განხორციელებული პროექტების შესახებ პრეზენტაცია წარადგინა. პრეზენტაციას წინ მხარის გუბერნატორის ზურაბ რუსიშვილის ანგარიში უძღოდა, რომელსაც საჯარო სამსახურებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და ჟურნალისტები ესწრებოდნენ.

01:01 / 17.12.2014
სოზარ სუბარის ანგარიში შიდა ქართლის შესახებ

16.12.2014 დღეს გორში პროექტის ,,საქართველოს მთავრობა ღია მმართველობისათვის“ ფარგლებში ჟურნალისტებთან, არასამთავრობო სექტორთან და საზოგადოების წარმომადგენლებთან   შეხვედრას  გამართეს. შიდა ქართლის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულმა ზურაბ რუსიშვილმა საზოგადოებას 2 წლის განმავლობაში შესრულებული სამუშაოების ანგარიში წარუდგინა და მომავლის გეგმები გააცნო. გუბერნატორთან ერთად, 2-წლიანი საქმიანობის შედეგები სამინისტროების პირველმა პირებმაც შეაჯამეს.  დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა სამინისტროს მიერ შიდა ქართლის რეგიონში განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. სოზარ სუბარმა შიდა ქართლის გუბერნატორს აქტიური და მჭიდრო თანამშრომლობისათვის მადლობა გადაუხადა

23:51 / 16.12.2014
დღეს შიდა ქართლის გუბერნატორი ანგარიშს წარადგენს

16.12.2014 შიდა ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი ზურაბ რუსიშვილი პროექტის ,,საქართველოს მთავრობა ღია მმართველობისათვის“ ფარგლებში ჟურნალისტებთან, არასამთავრობო სექტორთან და საზოგადოების წარმომადგენლებთან   შეხვედრას  გამართავს. გუბერნატორი საზოგადოებას იმ პროექტებს გააცნობს, რომლებიც რეგიონში მისი გუბერნატორობის პერიოდში განხორციელდა.

შეხვედრას მთავრობის წევრებიც დაესწრებიან, რომლებიც რეგიონის მოსახლეობას 2 წლის საქმიანობის ანგარიშს წარუდგენენ.

14:43 / 16.12.2014
კასპში ტესტირებაზე 11 რწმუნებული ჩაიჭრა - მარეხ ყამბეგაშვილმა ჩააბარა

15.12.2014 კასპის მუნციპალიტეტის გამგეობაში დასაქმებულ 100 მოხელიდან 35 ჩაიჭრა. ტერიტორიული ორგანოში გამგებლის 17 წარმომადგენლიდან ზღვარის გადალახვა მხოლოდ 6-მა შეძლო. ბარიერის გადალახვა ასევე ტერიტორიული ორგანოს სპეციალისტებსაც გაუჭირდათ. 23 სპეციალისტიდან 15-მა შეძლო კონკურსის მესამე ეტაპამდე მიღწევა. 

01:29 / 16.12.2014
ახალი მედიის ასოციაციის განცხადება

ახალი მედიის ასოციაცია(NMA) გმობს გამოცემა "სამხრეთის კარიბჭის" რედაქციაზე განხორციელებული ზეწოლის ფაქტს, სოლიდარობას უცხადებს ჟურნალისტებს და სამართალდამცავებს ობიექტური გამოძიებისაკენ მოუწოდებს. 

 

21:27 / 15.12.2014
მკვლელობა და დაჭრა კასპში

2014 წლის 12 დეკემბერს, კასპში, მირიან მეფის ქუჩაზე, საკუთარ სახლში 47 წლის ვაჟა ბითაროვა გარდაცვლილი მისმა დამ ნახა. პირველადი დათვალიერებით სიკვდილის მიზეზი გულმკერდის არეში დანით მიყენებული რამდენიმე ჭრილობა გახდა. ადგილობრივ პოლიციის განყოფილებაში აცხადებენ, რომ ეჭვმიტანილის დასადგენად ინტენსიური გამოძიება მიმდინარეობს და ფაქტი თითქმის გახსნილია.  

00:01 / 15.12.2014
ღარიბაშვილი უნარა ჯინიყაშვილის ოჯახში

,,გზა კატასტროფაა" - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კასპის რაიონის მთიან სოფელ ცხავერში ვიზიტის დროს რამდენჯერმე გაიმეორა. ,,ეს საშინელი გზაა" - დასძინა მან და ვიზიტის შემდეგ ოჯახის მასპინძელს უნარა ჯინიყაშვილს დაპირდა, რომ ,,გზას მიეხედება". 2014 წლის 12 დეკემბერს ცხავერში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ, გუბერნატორმა ზურაბ რუსიშვილმა და მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა გოჩიტაშვილმს, ადგილობრივებთან ერთად, ელენერგიის გაყვანა აღნიშნეს.

23:31 / 13.12.2014
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.