რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« მაისი 2026 »»
27282930 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ახალი ამბები
ქალზე ძალადობა დანაშაულია - შეაჩერე

სტატისტიკის მიხედვით, 2014 წლის პირველ ათ თვეში საქართველოში ოჯახური ძალადობის 362 შემთხვევაა დაფიქსირებული, რომელიც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პრიმა მუხლით კვალიფიცირდება. გახსნილია 270 შემთხვევა. შემთხვევების დიდი ნაწილი ქალებზე განხორციელებულ ძალადობაზე მოდის. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი ძალადობის 319 ფაქტი დაფიქსირდა, საიდანაც 269  გაისხნა.

00:19 / 26.11.2014
რატომ მიდის 150 ათასი ლარიდან 180 ათასი - ხელფასებზე

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კასპის ორგანიზაციის წევრები რობერტ კავთიაშვილი და მიხეილ ბექაური, რომლებიც ამავე დროს საკრებულოს წევრები არიან, მომავალი, 2015 წლის ბიუჯეტს საბიბლიოთეკო გაერთიანებისთვის გამოყოფილი თანხების გამო  ხმას არ აძლევენ. კავთიაშვილის თქმით, ამის უმარტივესი მიზეზი საბიბლიოთეკო გაერთიანებისთვის გამოყოფილი თანხებია.

18:41 / 25.11.2014
გაზიფიცირების ,,უნებართვო" მშენებლობა სკრის დევნილებში

გორის რაიონის სოფელ სკრის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ დევნილთა კოტეჯებში გაზიფიცირების სამუშაოები უნებართვოდ განხორციელდა. ამის გამო გაზმომარაგების კომპანია შესრულებულ სამუშაოებს არ იბარებს. გათბობის იმედად მყოფ დევნილებს ამჟამად შეშაც არა აქვთ.

01:05 / 25.11.2014
კავთისხევში გარეგანათების ხარჯი სხვა სოფლების საერთო ხარჯებს აღემატება

24.11.2014 სოფელ კავთისხევის გარეგანათების ხარჯი ერთნახევარჯერ აღემატება კასპის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებში დახარჯულ ელექტროენერგიის ჯამურ ღირებულებას. ამის შესახებ პრეტენზიას მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა გოჩიტაშვილი გამოთქვამს. შესაბამის სამსახურებს საკითხის შესწავლა დაავალა.

22:47 / 24.11.2014
ქვ. ჭალის სკოლა მეზობელი სოფლის სკოლას შეშით დაეხმარა

24.11.2014 კასპის რაიონის სოფელ ქვემო ჭალის საჯარო სკოლის ადმინისტრაცია მეზობელი სოფლის, სამთავისის საჯარო სკოლას შეშით დაეხმარა. სამთავისში მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის განცხადებით, ამის მიზეზი სკოლაში გათბობის სისტემის დროებით მოუწესრიგებლობა გახდა.

16:31 / 24.11.2014
გორის პროკურორები მოულოდნელად პროცესებზე შეამოწმეს

საქართველოს მთავარი პროკურატურის ორი წარმომადგენელი, მოულოდნელად, გორის რაიონულ სასამართლოში გამოცხადდა და რეგიონალური თანამშრომლების შემოწმება დაიწყო. ამის შესახებ გორის პროკურორებმა წინასწარ  არ იცოდნენ. მხოლოდ დღის მეორე ნახევარში გახდა ცნობილი, რომ სასამართლოში მთავარი პროკურატურიდან ,,გენ-ინსპექციის" თანამშრომლები იმყოფებოდნენ.

01:24 / 22.11.2014
პროტესტი ურბნისის საჯარო სკოლაში და სოფლის დეპუტატის ,,ინტერესი"


ქარელის რაიონის სოფელ ურბნისის საჯარო სკოლაში სამეურვეო საბჭოს წევრების უმრავლესობამ დირექტორის თანამდებობაზე ერთადერთი კანდიდატი მარინა ნადირაშვილი არ აირჩია. 8 წევრიან საბჭოში მას 4 - მა წევრმა არ მისცა ხმა. ნადირაშვილი სკოლის დირექტორად 2007 წლიდან მუშაობს. კანონმდებლობის მიხედვით, სკოლაში დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე საკუთარ კანდიდატს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო წარადგენს.

23:14 / 21.11.2014
მზადება გიორგობის დღესასწაულისთვის

დღეს, 21 ნოემბერს,  გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, რომელიც ყოველი წლის 23 ნოემბერს აღინიშნება, გორიჯვრის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორია და მისასვლელი გზა დასუფთავდა. აქცია ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით განხორციელდა, სადაც ქალაქის მერიის სამსახურების ხელმძღვანელმა პირებმა, ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობისა და გამწვანების სამსახურის წარმომადგენლებმაც მიიღეს მონაწილეობა.

 
21:05 / 21.11.2014
ევროკავშირის მინისტრები მხარს უჭერენ საქართველოს მოქალაქეების უვიზო მიმოსვლას

ევროკავშირის მინისტრები მხარს უჭერენ საქართველოს მოქალაქეების უვიზო მიმოსვლას და  სამოქმედო გეგმის შეფასების ახალ ეტაპზე გადასვლის ნებას რთავენ. 

20:50 / 21.11.2014
პროექტი ,,დებატების სკოლა-2014“ საზეიმო ვითარებაში დასრულდა

საზოგადოებრივი კავშირი მეგობრობის ხიდი ,,ქართლოსის” და პოლონური ორგანიზაცია „საერთაშორისო განათლების ცენტრის“ მიერ, პროექტის „დებატების სკოლა 2014“ დასკვნითი კონფერენცია გაიმართა. ღონისძიებაზე მოწვეული სტუმრები გაეცნენ საჯარო სკოლებში თვითმმართველობების მუშაობის და დებატების კულტურის პოლონურ გამოცდილებას, ამასთანავე წარედგინათ პროექტის „დებატების სკოლა 2014“-ის შედეგები და ინფორმაცია განხორციელების პროცესის შესახებ, რომელზეც პროექტში ჩართული ტუტორები, მასწავლებლები და მოსწავლეები საუბრობდნენ. მოხსენებებით წარსდგნენ ასევე პროექტის ორგანიზატორები და ტრენერები.

 
23:58 / 20.11.2014
მეგობრობის ხიდმა ,,ქართლოსმა” გორის ადგილობრივ თვითმმართველობასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

მეგობრობის ხიდმა ,,ქართლოსმა” გორის ადგილობრივ თვითმმართველობასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. დოკუმენტს ,,ქართლოსის“ დამფუძნებელმა მეგი ბიბილურმა და გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ კოტე თავზარაშვილმა მოაწერეს ხელი. მემორანდუმი პროექტში ,,ახალგაზრდების გაძლიერება რეგიონულ დონეზე საქართველოში“ ჩართული ახალგაზრდული თვითმართველობის წევრების განვითარება-გაძლიერებას გულისხმობს.

 
23:42 / 20.11.2014
ჩაბარებული ,,ნაქარი" ვაშლის ოდენობა 40 ათას ტონას გასცდა

2014 წლის 20 ნოემბრის მონაცემებით საწარმოებმა ფერმერებისგან  40 771 ტონა ვაშლი ჩაიბარეს. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.

 
15:59 / 20.11.2014
აზომვები ხარჯის გარეშე - ქ. გორში დაუზუსტებელი საზღვრების მქონე ნაკვეთების დაზუსტება დაიწყო

საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ქ. გორში დაუზუსტებელი საკადასტრო  საზღვრების მქონე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების დაზუსტება დაიწყო. პროექტის ფარგლებში სამუშაოები 2200-მდე მიწის ნაკვეთზე ჩატარდება. შეგროვილი მონაცემები კი ელექტრონულ საკადასტრო რუკაზე აისახება. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს საჯარო რეესტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურიდან აცნობეს.

 
15:47 / 20.11.2014
,,საქმის გარჩევა" სატყეოს უფროსსა და სოფლის დეპუტატს შორის სტატიის გამო

2014 წლის 19 ნოემბერს, საღამოს საათებში, კასპის რაიონის სოფელ სასირეთში შიდა ქართლის სატყეო დეპარტამენტის უფროსმა მალხაზ ბარნოვმა და სოფელ სასირეთი-თელიანის დეპუტატმა ვახტანგ ბეჟიტაშვილმა ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ამის შესახებ პოლიციაში შეტყობინება ორივე მათგანისგან შევიდა. ბარნოვსა და ბეჟიტაშვილს შორის დაპირისპირება ვებ-გვერდზე Qartli.gE გამოქვეყნებულმა მასალამ გამოიწვია, სადაც საკრებულოს წევრი ვახტანგ ბეჟიტაშვილი სატყეოს დეპარტამენტის რეგიონალურ სამმართველოს ხელმძღვანელს აკრიტიკებდა და მისი საქმიანობის წარსულს იხსენებდა. იხ. სტატია:

02:16 / 20.11.2014
ოპოზიცია VS ოპოზიცია - წაგებული და მოგებული დებატები

,,მე ვგევარ იმ ადამიანს, რომ პრემია 7-ჯერ გავცე?" - უთხრა რამაზ იოსელიანს საკრებულოს თავმჯდომარემ პაპუნა კობერიძემ. ,,ბატონო პაპუნა, თუ ეკუთვნის ვინმეს პრემია

23:41 / 19.11.2014
გორის მერი გორის უნივერსიტეტში

ერეკლეს აბანო, ახალი საცურაო აუზი, ახალი სპორტული ცენტრი, მერის სათათბირო, სოციალურად დაუცველთა 500 ლარიანი დახმარება, დისტანციური სწავლება საზღვარგარეთის უნივერსიტეტებთან... ეს ის ჩამონათვალია, რომელიც გორის მერსა და გორის უნივერსიტეტების სტუდენტებთან შეხვედრისას, უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში ისაუბრეს. როგორც გაირკვა, საქართველოს სპორტის სამინისტროს ქალაქის ტერიტორიაზე 3 ჰა-ზე მეტი მიწის ფართი გადაეცემა, სადაც აუზი და ორდარბაზიანი, 3 000 ადგილიანი სპორტული კომპლექსი აშენდება. ეს მიწა მას შემდეგ გამოიძებნება, როდესაც ქალაქის და რაიონის ზუსტი საზღვრები დადგინდება, რომლის სადემარკაციო სამუშაოებისთვის ორივე უწყება უკვე მუშაობს.

03:09 / 19.11.2014
რუსმა სამხედროებმა საკორინთლოში 75 წლის მამაკაცი დააკავეს

18.11.2014 კასპის რაიონის სოფელ საკორინთლოს მიმდებარე ტერიტორიიდან რუსმა სამხედროებმა ადგილობრივი მკვიდრი, 75 წლის დიმიტრი ანანიაშვილი დააკავეს. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენელმა განუცხადა. ფაქტი დღეს დილით 9 საათზე მოხდა.

16:43 / 18.11.2014
ტაშისკარის სარწყავი სისტემის გამანაწილებელი არხების რეაბილიტაცია

18.11.2014 სოფლის მეურნეობის სამინისტრო და საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანია სარწყავი სისტემების რეაბილიტაციას აგრძელებს. სარწყავი სისტემების მოდერნიზაციის ფარგლებში,    შიდა ქართლში, ქარელის მუნიციპალიტეტში ტაშისკარის სარწყავი სისტემის გ-1-4 გამანაწილებელი არხის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს.  მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დღეს, კომპანიის დირექტორმა, ლევან დვალმა დაათვალიერა. 

 
15:32 / 18.11.2014
გორის მერი სტუდენტებს შეხვდება

18 ნოემბერს, 15:00 საათზე , ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ ჯირკველიშვილი , ქალაქ გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტისა და სუხიშვილის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდება. შეხვედრა ქალაქ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობის მცირე დარბაზში ჩატარდება, სადაც „მერის სათათბირო ორგანოს - ახალგაზრდული საბჭოს დაფუძნების" შესახებაც იქნება საუბარი.

15:28 / 17.11.2014
სინონიმები სხდომაზე: ,,დისკრეცია და დისკრედიტაცია" - ,,მოვლა და მომავალი" - ,,არჩეული და დანიშნული"

17.11.2014 კასპის საკრებულოს სხდომაზე დებატები გაიმართა იმის შესახებ, არჩეულია თუ დანიშნულია საკრებულოს თავმჯდომარე?!; მუნიციპალიტეტის გამგებლის ,,დისკრეციული" უფლება ნიშნავს თუ არა ,,დისკრედიტაციას"?; ხოლო დეპუტატების დღის წესრიგში ზოგგან ,,მოვლა", ზოგგან კი ,,მომავალი" რატო წერია?!

14:11 / 17.11.2014
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.