რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« მაისი 2026 »»
27282930 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ახალი ამბები
,,რატომ დავტოვეთ ალასანიას გუნდი?"

17.11.2014 მარიამ გულისაშვილი (გამგებლის წარმომადგენელი ბრეძის ტერიტორიულ ორგანოში); ზვიად გოგიჩაშვილი (გამგებლის წარმომადგენელი ქარელის ტერიტორიულ ერთეულში); ჯუმბერ შუბითიძე (ქარელის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე); გიორგი გოგაშვილი (გამგებლის წარმომადგენელი დირბის ტერიტორიულ ორგანოში); ალექსანდრე გზირიშვილი (საკრებულოს წევრი კასპის მაჟორიტარული ოლქიდან); ილია ზაქარიაძე (კასპის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე) პარტია ,,თავისუფალი დემოკრატების" რიგების დატოვების მიზეზებზე საუბრობენ.

 

,,იმიტომ, რომ ესენი არიან საჯარო მოხელეები" - პასუხობს ნათია გოჩაშვილი (პარტიის ქარელის ორგანიზაციის თავმჯდომარე").

13:44 / 17.11.2014
ძაღლმა ლეკვების გადასარჩენად ამოვსებული თხრილი მიწისგან გაათავისუფლა

15.11.2014 გორში, ჯორბენაძისა და იოსების ქუჩების გადაკვეთაზე, ლეკვების გამო, გზის სამუშაოების პროექტის დეტალები შეიცვალა. სამშენებლო ნარჩენებისგან ამოვსებულ თხრილში ლეკვები აღმოაჩინეს. სამშენებლო კომპანია ,,ვერელი +"-ის მუშები ამბობენ, რომ  დედა ძაღლმა თხრილის შესასვლელი მიწისგან თავად გაათავისუფლა. 

 

19:09 / 15.11.2014
სიხარული 23 წლის შემდეგ - შუქი გაგლოანთუბანში

აქ ყველა ერთმანეთის ნათესავია. რევაზ გაგლოშვილის მეუღლე სოფლის დეპუტატის მურად თოფჩიშვილის ბიძაშვილია.

02:10 / 14.11.2014
სტალინის ძეგლი ტანას ხეობაში

13.11.2014 მდინარე ტანას ხეობა ბოშურისკენ მიმავალი გზა

00:56 / 14.11.2014
,,ერთ ადგილზე 78 კონკურსანტი" - ყველაზე მოთხოვნადი ადგილები გორის მერიაში

ქალაქ გორის მერიასა და საკრებულოში გამოცხადებულ კონკურსში, ტესტირების მეორე ეტაპზე, 337 მოქალაქე მიიღებს მონაწილეობს. სულ 102 ვაკანსიაა გამოცხადებული. აპლიკაციების მიღებისას კონკურსში მონაწილეთა რაოდენობა თავდაპირველად 723-ს შეადგენდა, რომლებსაც პირველ ეტაპზე 1570 განაცხადი ჰქონდათ გაკეთებული. თითო კანდიდატმა, ზოგ შემთხვევაში, რამდენიმე ვაკანსია მიუთითა. გადარჩევის შემდეგ, არასწორად შედგენილი განაცხადების ავტორების რაოდენობამ 386 შეადგინა. ჯამში, მერიასა და საკრებულოში 337 მოქალაქის მიერ შევსებული განაცხადების რაოდენობა 965-მდე დავიდა.

16:07 / 13.11.2014
,,სადაც ბუნებრივი აირია გაყვანილი, იქ შეშა არ შევიტანოთ" - სატყეოს უფროსები საკრებულოში

სატყეო დეპარტამენტის რეგიონალური სამმართველოს უფროსის მოადგილე და რაიონის განყოფილების უფროსი 2014 წლის 10 ნოემბერს კასპის საკრებულოში  საკრებულოს წევრებს  შეხვდნენ. შეხვედრა იმ ვითარებამ დააჩქარა, რაც ბოლო პერიოდში, ტყე-კაფებთან დაკავშირებით არსებობს. გორისა და ხაშურის სასამართლოებთან უნებართვოდ მოჭრილი, თანაც ხშირ შემთხვევაში, ნედლი შეშის მოჭრის ფაქტზე დაჯარიმებულ პირთა რიგებია. როგორც გაირკვა, ტყეებში დანომრილ ხეთა რაოდენობა, რეგიონის მასშტაბით, მხოლოდ, 10 ათას მოსახლეს ეყოფა.

01:03 / 12.11.2014
,,ბატონო ზაზა, ამ კვირაში კონცერტი გვაქვს მარტო" - სამსახურის უფროსების ,,დაგეგმილი" კვირა

,,არაფერი... კონცერტი გვაქვს მარტო.... არაფერი, ისეთი.... მიდის მუშაობა, სიახლე არაფერია.... ახალი არაფერი, რაღაც საკითხები მაქვს, იმას პირადად გეტყვით" - ასეთი შინაარსის მოხსენებებს ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამსახურების უფროსებისგან ყოველ თათბირზე მოისმენთ. მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა გულიაშვილი მათთან ერთად მიმდინარე კვირის გეგმებს აწყობს ხოლმე.

23:34 / 11.11.2014
პესტიციდების და აგროქიმიკატების შემოწმების შედეგები

,,კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ ყველა პესტიციდისა და აგროქიმიკატის შემადგენლობა დადებითია" - აღნიშნულია სოფლის მეურნეობის სურსათის უვნებლობის სამსახურის დასკვნაში, რომელიც 2014 წლის პირველი ათი თვის განმავლობაში გორში განხორციელებული შემოწმების შემდეგ შეადგინეს. დასკვნა სამსახურმა გორის რაიონის საკრებულოს სოფლის მეურნეობისა და აგრარულ კომისიას უკვე წარუდგინა.

00:40 / 10.11.2014
წელს გორიდან ყველაზე მეტი ვაშლი ყაზახეთში გადის

2014 წლის პირველ 10 თვეში, ოქტომბრის ჩათვლით, გორის მუნიციპალიტეტიდან ექსპორტზე 605 ტონა ვაშლი გავიდა. აქედან 410 ტონა - ყაზახეთში, 164 ტონა - რუსეთში, დანარჩენი 31 ტონა ვაშლი კი - აზერბაიჯანში. პროდუქტი, რომელიც რუსეთში ყველაზე ბევრი გავიდა გორიდან, ატამია. ამის შესახებ მონაცემები სურსათის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის ორგანიზაციამ გორის რაიონის საკრებულოს აგრარულ კომისიას მიაწოდა.

23:43 / 09.11.2014
,,აიპიების" რეორგანიზაციის გეგმა - დაფინანსების შემცირება 60%-ით

,,ჩვენი საარჩევნო პერიოდის დასასრულისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან აიპიების დაფინანსების წილი 40% იქნება" - ამის შესახებ გორის მერმა ზურაბ ჯირკველიშვილმა საკრებულოს წევრების წინაშე სხდომაზე განაცხადა. მისი ხედვით, არასამეწარმეო იურიდიულმა ორგანიზაციებმა (აიპი) დაფინანსების წყაროები დონორებთან უნდა სცადონ.

22:05 / 09.11.2014
კასპში ,,თავისუფალი დემოკრატებიდან" - ,,ოცნებისკენ" დემარში გრძელდება

2014 წლის 7 ნოემბერს, საღამოს, პარტია ,,თავისუფალი დემოკრატების" კასპის ორგანიზაცია თავმჯდომარის მოადგილემ და სხვა წამყვანმა ფიგურებმა დატოვეს. ამის შესახებ მათ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს 7 ნოემბერს საღამოს 20 საათისთვის განუცხადეს. 

01:42 / 08.11.2014
ონოფრიშვილი კასპში ,,გუნდის" გარეშე დარჩა

პარლამენტარ დავით ონოფრიშვილის აწ უკვე ყოფილი თანაგუნდელები, საკრებულოს წევრები: რამაზ ხიზანიშვილი, ალექსანდრე(სანდრო) გზირიშვილი და ილია ზაქარიაძე, პარტია  ,,თავისუფალი დემოკრატების" შემადგენლობიდან გავიდნენ. ამის შესახებ კავთისხევის მაჟორიტარმა რამაზ ხიზანიშვილმა და კასპის მაჟორიტარმა სანდრო გზირიშვილმა დღევანდელ, 7 ნოემბრის სხდომაზე განაცხადეს. საკრებულოს ვიცე-თავმჯდომარე ილია ზაქარიაძე კი სხდომას არ ესწრებოდა, თუმცა, მოგვიანებით ეს გადაწყვეტილება შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გამგებელთან შეხვედრის შემდეგ გააცნო.

21:59 / 07.11.2014
,,რას გადი-მიდი-მოდიხართ"

ქალაქ გორის საკრებულოს წევრმა რამაზ იოსელიანმა, საატესტაციო კომისიის წევრად, საკუთარი კანდიდატურის დაწუნების ფაქტი გააპროტესტა. ამის შესახებ მან ქალაქის საკრებულოს 2014 წლის 7 ნოემბრის სხდომაზე განაცხადა.

21:29 / 07.11.2014
,,წადი, იქით დაჯექი" - ალასანიას და ბურჯანაძის პარტიის ადგილობრივი ლიდერები საკრებულოში

2014 წლის 7 ნოემბერს ქალაქ გორის საკრებულოში ,,თავისუფალი დემოკრატების" ორადორმა წევრმა ოფიციალური განცხადება, ოპოზიციაში გადასვლის შესახებ, უკვე გააკეთა. ამის შესახებ თამარ თედლიაშვილმა და დავით წეწვაძემ საკრებულოს სხდომის დაწყებამდე ბრიფინგზე ისაუბრეს. სხდომის დაწყებისას ,,ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიციის" ადგილობრივმა ლიდერმა ზურაბ როსებაშვილმა წეწვაძეს სხვა სკამზე გადაჯდომა ურჩია: ,,წადი რა, იქით დაჯექი, მეტი უნდათ?!"

18:53 / 07.11.2014
ქარელში ,,თავისუფალი დემოკრატები" პარტიას ტოვებენ

2014 წლის 7 ნოემბერს ქარელის საკრებულოს სხდომაზე თავმჯდომარის მოადგილემ ჯუმბერ შუბითიძემ, ,,თავისუფალი დემოკრატების" დატოვების შესახებ, განცხადება გააკეთა. რაიონის მუნიციპალიტეტის მთავარ სათათბირო ორგანოში, მხოლოდ, ერთი ,,თავისუფალი დემოკრატი" - ნათია გოჩაშვილი დარჩა. ირაკლი ალასანიას გუნდი დატოვეს, ასევე, მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლებმა შემდეგ ოლქსა და სოფლებში - ატოცი, დირბი და ქარელი.

16:36 / 07.11.2014
გორის მერიის სამსახურების ხელმძღვანელებს შორის ,,თავისუფალი დემოკრატი" არავინ აღმოჩნდა

,,მე არც ერთი სამსახურის მუშაობით ვარ კმაყოფილი" - აცხადებს გორის მერი ზურაბ ჯირკველიშვილი შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრთან საუბარში. მისი თქმით, წლის ბოლომდე, სამსახურების ხელმძღვანელების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება არ იგეგმება. ეს მხოლოდ მაშინ მოხდება, როდესაც ატესტაციის შემდეგ სამსახურები შესაბამისი კადრებით დაკომპლექტდება და  გამართული მუშაობის საშუალება მიეცემათ.

 

 

03:20 / 07.11.2014
,,შეიძლება დავუჭირო, შეიძლება არ დავუჭირო" - რა ბედი ელის ქალაქის მომავალი წლის ბიუჯეტს?!

ქალაქ გორის საკრებულოში კოალიცია ,,ქართული ოცნება" უკვე უმცირესობაშია. ,,თავისუფალი დემოკრატები" მმართველ გუნდს ჩამოსცილდნენ. 15 კაციან საკრებულოში 9 წევრი ოპოზიციაშია. 2014 წლის 15 ნოემბრიდან კი ქალაქის მთავარი სათათბირო ორგანო მერიიდან 2015 წლის ბიუჯეტის პროექტს ელოდება. ბიუჯეტის დამტკიცებას კი კოალიციის 6 ხმა არ ეყოფა.

00:34 / 07.11.2014
,,მერიაში ატესტაციის მსურველებმა გადახედონ აპლიკაციებს"

2014 წლის 6 ნოემბერს ღამის 12 საათზე, გორის მერიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, განაცხადების მიღება შეწყდება. საღამოს 6-ის ნახევრის მონაცემებით, ელექტრონული სისტემით აპლიკაციები 487 მოქალაქემ შეავსო. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ზოგიერთი მოქალაქე რამდენიმე თანამდებობას უთითებს, საბოლოო ჯამში, საღამოს მონაცემებით, 487 მოქალაქეს 1189 განაცხადი აქვს შევსებული.

22:48 / 06.11.2014
მოწვევა სტუდენტებს - „მერის სათათბირო ორგანოს - ახალგაზრდული საბჭოს დაფუძნების მიზნით"

ძვირფასო ახალგაზრდებო, სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი გთავაზობთ მონაწილეობას პროექტში - „მერის სათათბირო ორგანოს - ახალგაზრდული საბჭოს დაფუძნება“. პროექტი გულისხმობს საქართველოს ხუთ ქალაქში - გორში, თელავში, ახალციხეში, ქუთაისსა და ზუგდიდში - ათ-ათი სტუდენტის შერჩევას და მათ მომზადებას ქალაქის მერთან კვალიფიციური თანამშრომლობისთვის. 

 
15:31 / 06.11.2014
დროული გათბობა და გაზიფიცირება - საბიუჯეტო პროცესი სოფლებში

გორის რაიონის 2015 წლის ბიუჯეტის დაგეგმვა მუნიციპალიტეტის სოფლებში შეხვედრებით ხორციელდება. ეს გადაწყვეტილება გამგებელმა დავით ონიაშვილმა საბიუჯეტო პროცესის იმ ეტაპამდე გადაწყვიტა, სანამ საკრებულოს ბიუჯეტის პროექტს განსახილველად და დასამტკიცებლად წარუდგენს. შეხვედრები მიმდინარე კვირიდან, 2014 წლის 4 ნოემბრიდან დაიწყო.

14:45 / 06.11.2014
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.