|
31.12.2014 გორის სახანძრო სამსახურის 107 თანამშრომლიდან საახალწლო პრემია, მხოლოდ, 9 თანამშრომელს 30 დეკემბერს დაერიცხა. მანამდე ბოლო პრემია მთელმა შემადგენლობამ აგვისტო-სექტემბერში აიღო. სახანძრო სამსახურის უფროსის მამუკა იმერლიშვილის განცხადებით, საახალწლო პრემია მხოლოდ გამორჩეულებს, განსაკუთრებით, ოცმეთაურებს ერგო.
31.12.2014 გორის მერმა ზურაბ ჯირკველიშვილმა, რეგიონალური განვითარების ფონდიდან გამოყოფილი, დაახლოებით 5 მლნ ლარის ხარჯვის გეგმების შესახებ, გუბერნატორთან ზურაბ რუსიშვილთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა. ეს ის თანხებია, რომლის განკარგვას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, სპეციალური სტანდარტით, საერთაშორისო ორგანიზაცია GIZ-ის რეკომენდაციით, ახორციელებს. თითოეულ პროექტს შესაბამისი ქულა ენიჭება. მაქსიმალური ქულის მფლობელ პროექტს სამუშაო ,,ვიზა" ეძლევა.
30.12.2014 ქარელის მაჟორიტარი დეპუტატი ლერი ხაბელოვი და მისი ბიუროს წარმომადგენლები ცისკაძეების ოჯახს საახალწლო საჩუქრებით ესტუმრნენ. საჩუქრებთან ერთად ოჯახის დიასახლისს ერთი ტომარა ფქვილი, ზეთი და შაქარი გადასცეს. დოდო ცისკაძის თქმით, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ ოჯახებისთვის გათვალისწინებულ სოციალური დახმარებას აღარ იღებს.
30.12.2014 გორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით ონიაშვილმა და შიდა ქართლის გუბერნატორმა ზურაბ რუსიშვილმა, რეგიონალური განვითარების ფონდის თანხების ხარჯვის ფარგლებში, 30-ზე მეტი პროექტი განიხილეს. ჯამში საუბარია 5 მლნ 200 ათასი ლარის ღირებულების სამუშაოებზე. ონიაშვილის უწყების მიერ შედგენილი პროექტებით თითქმის ყველა თემი ისარგებლებს. განსაკუთრებულ ყურადღებას მტკვრის მარჯვენა სანაპიროს სოფლები - ხიდისთავი, ატენი დ ქვახვრელი იქცევს.
30.12.2014 დაპირისპირება თიღვის მუნიციპალიტეტში.
30.12.2014 გორის მერიაში გამოცხადებულ 102 ვაკანსიაზე 93 კანდიდატი შეირჩა. 9 პოზიციაზე კი საატესტაციო კომისიამ გადაწყვეტილება ვერ მიიღო. გასაუბრების შემდეგ შერჩეულ 93 კანდიდატიდან 38 ახალი სახეა, რაც მთლიანი რაოდენობის 41%-ია. ზურაბ ჯირკველიშვილის განცხადებით, ახალ სახეებში, ძირითადად, ახალგაზრდები იგულისხმებიან, რომლებიც სპეციალისტებად დასაქმდებიან.
29.12.2014 გორის სამხედრო ბაზისთვის ახალ პოლიგონს ეძებენ. ამის შესახებ ძიება მას შემდეგ დაიწყეს, რაც ვერხვების დასახლებასთან, დაახლოებით ერთი თვის წინ, მასშტაბური წვრთნები ჩატარდა. არტილერიის და სატანკო ტექნიკის გამოყენებამ ქალაქის მოსახლეობა შეაწუხა.
29.12.2014 კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა გოჩიტაშვილმა შიდა ქართლის გუბერნატორს პროგრამულად გაწერილ იმ პროექტებზე ესაუბრა, რომლის განხორციელება რეგიონალური განვითარების ფონდიდან 2015 წლიდან იგეგმება. რაიონს რეგიონალური განვითარების ფონდიდან 4 მლნ 700 ათასი ლარი ეკუთვნის, თუმცა წარდგენილი პროექტების ფასი 1 მლნ 200 ათასი ლარით მეტია.
29.12.2014 შიდა ქართლის გუბერნატორის თავმჯდომარეობით შექმნილ საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე რეგიონის მუნიციპალიტეტის გამგებლებმა ის პროექტები წარადგინეს, რომლის დაფინანსებას რეგიონალური განვითარების ფონდის თანხებით ცდილობენ. შემაჯამებელ სხდომაზე ყველაზე მაღალ ,,რეიტინგული" საკითხები განიხილეს. სარეიტინგო ქულები საერთაშორისო ორგანიზაცია ,,GIZ"-ის სტანდარტებით შედგა. რეგიონალური განვითარების ფონდი თითო რაიონში იმ პროექტს დააფინანსებს, რომლის რეიტინგი 100 ბალიან სისტემაში ყველაზე მაღალი იქნება.
29.12.2014 გორის მესამე საჯარო სკოლაში, 28 დეკემბერს, საახალწლო კარნავალი ინციდენტით დასრულდა. მოზარდებს შორის ატეხილი ჩხუბი დაუპატიჟებელ სტუმრებს ბრალდება. გვიან საღამოს, საპატრულო ეკიპაჟის მისვლამდე, ამილახვრის ქუჩაზე, მათ გაშველებას ადგილობრივი მცხოვრებნი ცდილობდნენ.
29.12.2014 ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობა ახალ 2015 წელს ორიგინალურად ხვდება. საახალწლოდ ადმინისტრაციულ შენობის წინ მდგარი ბუნებრივი ნაძვის ხე მორთეს. კულტურის სამსახურის უფროსის ვასილ ბაქრაძის განცხადებით, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ხელოვნური, ძვირადღირებული ნაძვის ხის შეძენის საშუალება არ არის.
26.12.2014 ქარელის რაიონის სოფელ დირბში მცხოვრებ ზურაბ ლოქაბიძის სახლს ბრეზენტი მას შემდეგ გადააფარეს, როდესაც 2014 წლის ოქტომბერში თუნუქის სახურავი ძლიერმა ქარმა გადახადა. მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა გულიაშვილი დარწმუნებულია, რომ რკინის თუნუქი სტიქიას არ დაუზიანებია. ზურაბ ლოქაბიძის განცხადებით, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის კომისია მხოლოდ გამგებლის წარმომადგენლის ინფორმაციას ეყრდნობა.
26.12.2014 ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებელი და საკრებულოს წევრები, რომლებიც კოალიცია ,,ქართული ოცნების" ადგილობრივი ლიდერები არიან, შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელს გაფრთხილებას აძლევენ. ,,ეს გაფრთხილებაა....მე ვიცი რა ფერებიც ხართ, მაგრამ ხომ არ ვიტყვი" - უთხრა ,,ეროვნული ფორუმის" წარმომადგენელმა ქარელის რაიონში ნინო მარჯანიძემ ჟურნალისტს.
25.12.2014 ზარალის შემსწავლელმა კომისიამ დაახლოებით 800 ათასი ლარის ზიანი იმ სოფლების მოსახლეობას დაუდგინა, რომელთაც 2014 წლის ზაფხულში სეტყვამ ორჯერ ,,გადაუარა". 2014 წლის 24 დეკემბერს, კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, თეზის, ოკამის, სასირეთის, თელიანის, გრაკალის და ა.შ. სოფლების წარმომადგენლებმა ამ თანხის გასტუმრების დაჩქარება მოითხოვეს.
24.12.2014 დემოკრატიული ჩართულობის გორის ცენტრში სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფის პირველი შეკრება გაიმართა. სტუდენტებს სურვილი აქვთ, რომ გორის მერის სათათბირო ორგანოს - ახალგაზრდულ საბჭოს წევრები გახდნენ. ისინი საბჭოს წევრობისთვის ემზადებიან, კვალიფიკაციას იძენენ და პრიორიტეტებზე მსჯელობენ. ახალგაზრდული საბჭოს ჩამოყალიბება მარტში იგეგმება, იმის შემდეგ, რაც მერები ამ ახალგაზრდებს და მათ მიერ დამუშავებულ საკითხებს გაეცნობიან. თუმცა, არსებობს მერების წინასწარი თანხმობა ახალგაზრდებთან თანამშრომლობის შესახებ.
24.12.2014 გორის მერიას, ჯერ-ჯერობით, მედიისთვის უცნობმა პირებმა, კერძო საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე, თხოვნით მიმართეს. ეს თხოვნა ჯერ-ჯერობით არ დაკმაყოფილდა, რადგან ქალაქის განვითარების გეგმა არ არსებობს და სივრცით-ტერიტორიული მოწყობა არ დაგეგმილა. ამის შესახებ საკრებულოს წევრმა, ,,ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციის" წარმომადგენელმა ზურაბ როსებაშვილმა განაცხადა. როსებაშვილმა ჩათვალა, რომ ქალაქის ხელისუფლება კერძო მშენებლობის ინიციატივებს აფერხებს.
24.12.2014 კასპის საჯარო სკოლების წარჩინებულ მოსწავლეებს, რომლებმაც სასწავლო კურსი 2014 წელს დაამთავრეს, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა მედლები და საჩუქრები გადასცეს. აღმოჩნდა, რომ ვერცხლის მედალოსან 5 მოსწავლეს შორის, 4 მოსწალე სოფელ დოესიდანაა. ყველა მედალოსანი გოგონაა.
24.12.2014 კასპის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში მყოფ ორგანიზაციებში (საბიბლიოთეკო, სპორტულ თუ ტურისტულ არასამეწარმეო-არაკომერციულ იურიდიულ პირებში) მეზობელი რაიონების აქტივისტებს ასაქმებენ. ამის შესახებ ,,ნაციონალური მოძრაობის" კასპის ორგანიზაციის წარმომადგენლებმა რობერტ კავთიაშვილმა და მიხეილ ბექაურმა განაცხადეს. ,,რესპუბლიკური პარტიის" წარმომადგენელმა ხათუნა თათანაშვილმა მათ კონკრეტული გვარების და სახელების დასახელება მოსთხოვა.
23.12.2014 სამუშაოს შესრულებასთან დაკავშირებით გორის მაჟორიტარმა დეპუტატმა, პარლამენტარმა სოსო ვახტანგაშვილმა, წელიწადში ანაზღაურების სახით, - 64 ათასი ლარი მიიღო. ამის შესახებ მან 2014 წლის 19 დეკემბერს ქონებრივ დეკლარაციაში მიუთითა. ამავე დეკლარაციაში მითითებულია, რომ აღნიშნული ციფრი გასული, 2013 წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრამდე მიღებული შემოსავლის ჯამია. პარლამენტის წევრის ყოველთვიური ხელფასი კი სულ ,,რაღაც" 2 ათასი ლარია.
2014 წლის 22 დეკემბერს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა, შიდა ქართლის გუბერნატორმა ზურაბ რუსიშვილმა, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პირველმა მოადგილემ ილია დარჩიაშვილმა, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მისიის დირექტორთან სტეფან ჰაიკენთან ერთად, კასპის მუნიციპალიტეტში 113 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს საცხოვრებელი სახლი გასაღები გადასცეს.
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.











