ხაშურის მუნიციპალიტეტში სამთავრობო დელეგაციების, სამინისტროს წარმომადგენლების, საგზაო პოლიციის მუშაკების და ა.შ. პირების ,,შემოვლა-დათვალიერება" ბიუჯეტიდან გაღებული ხარჯებით გაშლილი სუფრებით მთავრდება.
2014 წლის 18 სექტემბერს გორში 21 წლის გოგონა ბინაში გარდაცვლილი ნახეს. პირველადი დათვალიერებით გოგონამ თავი ჩამოიხრჩო. უბედური შემთხვევა კომბინატის დასახლებაში მოხდა.
სანოტარო ბიუროს დაბნეული და დადუმებული თანამშრომლები, მხოლოდ, გორის პოლიციის სამმართველოს უფროსის დავით ბუხრაძის ხელქვეითების მითითებს ასრულებენ. ვერც ის გავიგეთ, როდის გატეხეს სანოტარო ბიურო და ვერც ის გავიგეთ, ზუსტად რა წაიღეს. ან საერთოდ რა ბედი ეწია კლიენტების დოკუმენტებს. კრიმინალისტიკური სამსახურის თანამშრომლებმა ხსნარი ქუჩის მხარეს მდებარე ფანჯარას მიასხეს. ეჭვი გაჩნდა, რომ ქურდები ფანჯრიდან შევიდნენ.
,,ქართული პარტიის” გორის ორგანიზაციის ლიდერის კახა ერგემლიძის მშობლიურ სოფელში ,,ქართულმა პარტიამ” არჩევნები წააგო. ზემო ნიქოზში ,,ქართული ოცნების” რაიონის გამგებლობის კანდიდატს 140-მა ამომრჩეველმა, ხოლო ,,ქართული პარტიის” გამგებლობის კანდიდატს – 131-მა ამომრჩეველმა მისცა ხმა. სულ ზემო ნიქოზში არჩევნებში მონაწილეობა (720-დან) 380-მა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა.
საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.


