რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« მაისი 2026 »»
27282930 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ახალი ამბები
შეხვედრაზე გაწმენდილი და აღდგენილი არხების სიგრძე გაზომეს

სამელიორაციო სისტემების მოდერნიზაციის ფარგლებში, შიდა ქართლში გაიწმინდა და მოწესრიგდა მაგისტრალური და გამანაწილებელი არხები საერთო სიგრძით - 807,21 კმ. ამის შესახებ სამელიორაციო კომპანიის დირექტორმა ლევან დვალმა გორში ვიზიტისას განაცხადა.

14:35 / 06.11.2014
16 მეხანძრე სამუშაოს დაკარგვის მოლოდინში

107 ადგილიან შტატში ჯერ მხოლოდ 53 მეხანძრეა გაფორმებული

00:28 / 06.11.2014
გირაო პატიმრობის სანაცვლოდ

2014 წლის 5 ნოემბერს გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ ნინო გერგაულმა ვეფხია ბალხამიშვილს წინასწარი პატიმრობა გირაოთი შეუცვალა. ამის შესახებ შუამდგომლობა ბალხამიშვილის ინტერესების დამცველებმა გოგი ონიანმა და ხატია ხერხეულიძემ სასამართლოს წინაშე უკვე მეორედ დააყენეს. 

21:07 / 05.11.2014
იჩქარეთ: სასკოლო ოლიმპიადა რომელიც ევროპისკენ წაგიყვანთ

სასკოლო ოლიმპიადა WITS-ის საშემოდგომო სეზონმა, თბილისის შემდეგ, უკვე რეგიონებში გადმოინაცვლა. მათემატიკასა და ინგლისურ ენის ოლიმპიადაზე მონაწილეობა ყველა სკოლის (II-დან XII კლასის ჩათვლით) მოსწავლეებს შეუძლიათ. ინგლისურ ენაში გამარჯვებული უფროსკლასელები დიდ ბრიტანეთში, ხოლო მათემატიკაში წარმატებული უფროსკლასელები საგზურს, საერთაშორისო ახალგაზრდა მათემატიკოსთა ოლიმპიადაზე მონაწილეობის მისაღებად, მიიღებენ. ყველა ასაკის გამარჯვებული კი IPAD-ით დასაჩუქრდება. რეგიონებში რეგისტრაციის ვადა 2014 წლის 15 ნოემბერს იწურება.

20:55 / 02.11.2014
,,ასეთი ყურადღება აქამდე არ ყოფილა" - რას ამბობენ ნაქარი ვაშლის ჩაბარების რიგში მდგომნი

არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშემწყობი პროგრამის მიმდინარეობას დღეს, 2014 წლის 3 ნოემბერს, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი მარიანა მორგოშია და შიდა ქართლის გუბერნატორი ზურაბ რუსიშვილი გაეცნენ.

22:57 / 03.11.2014
დირექტორის არჩევნები გორში - წინა დღით შეცვლილი სამეურვეო საბჭოს ხელმძღვანელობა

,,ყველაფერმა ნორმალურად ჩაიარა, მშვიდ გარემოში, ჯერ შავი მასალა გვაქვს, ამ მონაცემებს ვერ მოგცემთ" - ამ სიტყვებით გორის რესურს-ცენტრის ხელმძღვანელი ზურაბ ქარელი იმ დროს დაგვემშვიდობა, როდესაც რესურს-ცენტრის შენობაში გორის რაიონის სოფელ ხურვალეთის საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს ერთ-ერთი წევრი განერვიულებული შემოვიდა.  დღეს, 29 ოქტომბერს, ქალაქ გორის 12 და რაიონის 32 საჯარო სკოლაში სამეურვეო საბჭოების წევრებმა ახალი დირექტორები აირჩიეს. სოფელ ხურვალეთის საჯარო სკოლაში, მოულოდნელად, სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე და მდივანი, წინა დღეს გადაირჩიეს.

22:04 / 29.10.2014
,,თვეში 25 ლარი" - ბუნებრივი გაზის ქსელზე მიერთების ტარიფი მცირდება

2014 წლის 1 ნოემბრიდან ბუნებრივი გაზის სექტორში ახალი მომხმარებლის ქსელზე მიერთების ტარიფი მცირდება.  600 ლარიდან 400 ლარამდე შემცირებული ტარიფი ძალაში მიმდინარე წლის პირველი ნოემბრიდან შევა.

15:35 / 28.10.2014
,,საკუთარი თავით აგებთ პასუხს" - დასჯის ახალი მეთოდები სოფლების ,,თავკაცებისთვის"

მუნიციპალიტეტის სოფლებში გამგებლის წარმომადგენლებს ახალ წლამდე პროექტების დასრულების ვადები მიეცა. წინააღმდეგ შემთხვევაში წარმომადგენლები პასუხს ,,საკუთარი თავით" აგებენ. ამის შესახებ კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა გოჩიტაშვილმა საკუთარ წარმომადგენლებს სამუშაო შეხვედრაზე განუცხადა. მისი თქმით, ის ვინც სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულ სამუშაოებს, ძირითადად, შემორჩენილ თანხებს, წლის ბოლომდე ვერ აითვისებს, თანამდებობას დატოვებს.

19:23 / 31.10.2014
,,კულას" პროდუქტის პრეზენტაცია პარიზსა და ბალტიისპირეთში

2014 წლის 31 ოქტომბერს ესტონეთის დედაქალაქ ტალინში კომპანია "კულას" პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა მიმდინარეობს. მანამდე ერთი კვირით ადრე  "კულას" პროდუქცია წარმოდგენილი იყო მსოფლიოში ერთ–ერთ უმსხვილეს სასურსათო პროდუქციის საერთაშორისო გამოფენაზე "SIAL PARIS 2014", რომელიც საფრანგეთში, პარიზში 19-23 ოქტომბერს გაიმართა.

19:02 / 31.10.2014
ქარელის საკრებულოს ბიუროს სხდომა ჟურნალისტს დაატოვებინეს

2014 წლის 31 ოქტომბერს ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ და კოალიცია ,,ქართული ოცნების" წევრმა დეპუტატებმა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ადგილობრივ ჟურნალისტს ბიუროს სხდომა დაატოვებინეს. ამის შესახებ საკრებულოს თავმჯდომარემ ვანო არდემანაშვილმა იმით ახსნა, რომ ბიუროს წევრებთან პირადი საკითხები აქვს მოსაგვარებელი.

16:48 / 31.10.2014
,,რესპუბლიკელებმა" საატესტაციო კომისიის თავმჯდომარედ გამგებლის კანდიდატურას მხარი არ დაუჭირეს

კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის პოსტზე მუნიციპალიტეტის გამგებლის გოჩა გოჩიტაშვილის კანდიდატურა წარადგინეს.  

20:26 / 30.10.2014
500 ლარის ხარჯები დამტკიცდა ფინანსური სანქციებით

კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე იმ რეგლამენტში, სადაც  სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელებისთვის ხარჯების ანაზღაურების შესახებაა საუბარი, ცვლილებები შეიტანეს. არაანაზღაურებად დეპუტატებს 500 ლარი ყოველთვიურად ხარჯის სახით დაენიშნათ. 

19:41 / 30.10.2014
რეგიონის მასშტაბით ,,სასწრაფოს" ახალი მანქანების რაოდენობა 16-მდე გაიზრდება

2014 წლის 30 ოქტომბერს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა სასწრაფო სამედიცინო ცენტრის რეგიონალურ ორგანიზაციას 4 ახალი მანქანა ოფიციალურად მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის წინ გადასცა. სასწრაფო სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელის თემურ თანიაშვილის თქმით, ორ კვირაში, კიდევ 4 მანქანას მიიღებენ. საბოლოო ჯამში, წლის ბოლომდე, რეგიონში ახალი მანქანების რიცხვი 16-მდე გაიზრდება.

16:56 / 30.10.2014
,,რა ხდება, რა ამბავია?!" - სიგნალებით შემოსული ახალი მანქანები გორის სასწრაფო დახმარების ცენტრში

დღეს, 29 ოქტომბერს, დაახლოებით 16 საათზე, სასწრაფო სამედიცინო ცენტრის 15 ახალი მანქანა გორის ცენტრალურ ქუჩებზე სინქრონული სიგნალებით შემოვიდა. თბილისის ქუჩიდან სტალინის გამზირზე, შემდეგ ძველი ბაზრიდან ცხინვალის გზატკეცილზე გააგრძელეს გზა და კოლონას, მხოლოდ, ორი მანქანა ,,ჩაეხსნა". დანარჩენი მანქანებიდან 11-მა გზა დასავლეთ საქართველოსკენ, ხოლო ორი მანქანის მძროლმა ტყვიავის საავადმყოფოსკენ გააგრძელა გზა.

23:45 / 29.10.2014
ტყე-კაფის კოდებს მოსახლეობას ბანკთან რიგში დგომისას გააგებინებენ

რეგიონის სოფლებში მუნიციპალიტეტის გამგებლების წარმომადგენლები ტყე-კაფის კოდების ირგვლივ არსებული გაუგებრობის დროულ მოგვარებას ითხოვენ. ამის შესახებ კავთისხევის, ქვემო ჭალის, ზემო ხანდაკის და სხვა სოფლების წარმომადგენლებმა მუნიციპალიტეტის გამგებელს თათბირზე შესჩივლეს. კასპის მუნიციპალიტეტის გამგებლის თქმით, ტყე-კაფის ნომრებს გამგებლის წარმომადგენლებს სატყეო რეინჯერი წინა ღამეს შეატყობინებს, ხოლო სოფლის წარმომადგენელი ვაუჩერიან მოსახლეობას კოდებს ბანკთან რიგში დგომისას მიავწდის. 

02:35 / 30.10.2014
,,რო გელაპარაკები, დალიე ჭრიკაშვილის სადღეგრძელო" - პოლიციელის ჩხუბი სუფრაზე

გორის რაიონის სოფელ ბოშურში მცხოვრებ ლერი ყველაშვილს პოლიციელის დავით მესხიძის სხეულის დაზიანების ფაქტზე პატიმრობა 2014 წლის 30 აგვისტოს შეუფარდეს. პარალელურად, გამოძიება თვით ლერი ყველაშვილის სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტზე პოლიციელის მიმართაც მიმდინარეობს. თუმცა ბოშურში მომხდარ ინციდენტის ირგვლივ საბრალდებო სკამზე, მხოლოდ, ერთი პირი ზის.

22:59 / 28.10.2014
პრობლემები ტყე-კაფებში

გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას ტყით სარგებლობის კუთხით პრობლემები აქვს. ამის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა ბეჟან ოქროშიაშვილმა საკრებულოს 27 ოქტომბრის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, სატყეო რეინჯერის მიერ გაცემული ტყე-კაფის ნომრები, მაგალითად,  სკრელებს ,,ლიბერთი" ბანკში უკვე დაჯავშნული დახვდათ. ,,დაახლოებით 12 ადამიანს ერთი და იგივე ნომერი გაატანეს. მივიდნენ ბანკში და უკვე გაუქმებული დახვდათ" - განაცხადა ოქროშიაშვილმა.

20:47 / 28.10.2014
,,თვითნებურად" გაზრდილი ხელფასი სკოლის დირექტორს

გორის რაიონის სოფელ ზერტის საჯარო სკოლის დირექტორის შრომის ანაზღაურების შესახებ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახურმა, სკანდალური დასკვნა დადო. ამის შესახებ ოფიციალური დოკუმენტები შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მიაწოდეს. მასალების მიხედვით ირკვევა, რომ საჯარო სკოლის დირექტორმა სამეურვეო საბჭოს რამდენიმე წარმომადგენელთან შეთანხმებით, სახელფასო თანხა, განათლების სამინისტროსთან შეთანხმების გარეშე აიღო. ეს პროცესი მაისიდან ოქტომბრამდე  გრძელდებოდა.

23:09 / 27.10.2014
რა უნდათ ,,უდიპლომო" კონკურსანტებს ატესტაციაზე - დებატები საკრებულოს სხდომაზე

,,საშუალო განათლების მქონე მაინც" - ეს ფრაზა, რომელიც გორის მუნიციპალიტეტში დაბალი რანგის სპეციალისტის თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში უდიპლომო მოქალაქეს მონაწილეობის უფლებას აძლევს, ,,ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიციის" წარმომადგენელმა თამარ კოდოშვილმა გააპროტესტა. ამის შესახებ მან გორის რაიონის საკრებულოს დღევანდელ, 27 ოქტომბრის სხდომაზე განაცხადა. ,,თავისუფალი დემოკრატების" წევრი ხათუნა ხათაშვილი კი სოფლებში გამგებლის წარმომადგენლის თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსის წესიდან  ,,ერთწლიანი გამოცდილების" ჩანაწერის ამოღებას ითხოვს.

22:13 / 27.10.2014
,,დაგვცინი და გვამასხარავებ" - დაუპატიჟებელი სტუმარი ქარელის საკრებულოს ,,სუფრაზე"

27.10.2014 ქარელის საკრებულოს სხდომაზე ,,ქართული ოცნების" წარმომადგენლები qartli.ge-ს დაცინვაში ადანაშაულებენ

16:26 / 27.10.2014
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.