რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« მაისი 2026 »»
27282930 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ახალი ამბები
პურის საცხობი ჰაერის დაბინძურების მონაცემების არქონის გამო დააჯარიმეს

საქართველოს გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გორში პურის საცხობს ადმინისტრაციული ოქმი სამართალდარღვევათა კოდექსის 77-ე მუხლის საფუძველზე გამოუწერეს. აღნიშნული მუხლი ჯარიმას 500-დან 1000 ლარამდე, ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის; ნორმების გადამეტების, ან მონაცემების უქონლობის გამო, ითვალისწინებს.

20:22 / 04.09.2014
ადგილობრივი ხელისუფლების მზადება პოლონეთში სასწავლო ვიზიტისთვის

შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი, ზურაბ რუსიშვილი საქართველოში პოლონეთის ელჩს, ანდჟეი ჩეშკოვსკს შეხვდა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გუბერნატორის ადმინისტრაციიდან აცნობეს.

19:47 / 04.09.2014
შიდა ქართლის ტყეებში ახალი მისასვლელი გზები იჭრება

ქარელში სატყეო სამეურნეო გზების გაყვანა მიმდინარეობს. სამუშაოები 3 სექტემბერს სოფელ ზღუდერში, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი სომხიშვილმა და ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა ლევან ტაბუცაძემ მოინახულეს. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გარემოს დაცვის სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს.

 
18:19 / 03.09.2014
გორში შინაურმა ძაღლმა დაუპატიჟებელი პოლიციელები დაკბინა

სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გორის შს სამმართველოს თანამშრომლები, პოლიციელები ელიაშვილი და კოპაძე შინაურმა ძაღლმა დაკბინა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს კონფიდენციალურად აცნობეს.

23:53 / 02.09.2014
საკრებულოს წევრებმა 5 ლარიანი სატელეფონო ლიმიტები გააპროტესტეს

გორის რაიონის საკრებულოს წევრებმა განკარგულების პროექტი, სატელეფონო ლიმიტების დაწესების შესახებ, ჩააგდეს. ბოლო სხდომაზე, რომელსაც 31 წევრი ესწრებოდა, ხმები 14/11-ზე გაიყო. საკრებულოს წევრებმა თანამდებობის პირებზე დაწესებული მაღალი ლიმიტი, ხოლო რიგით წევრებზე განსაზღვრული ,,5 ლარიანი პაკეტი" გააპროტესტეს.

22:53 / 02.09.2014
,,წყალი რატომ მიაქვთ ჯერ შენს სახლთან?" - საყვედური სოფლის ,,გამგებელს"

კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა გოჩიტაშვილმა საკუთარ წარმომადგენელს სოფელ ჩობალაურში ეკა მუზაშვილს სიტყვიერი გაფრთხილება მისცა. საქმე ეხება სასმელი წყლის არაორგანიზებულ დარიგებას, რა დროსაც, შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა დააფიქსირა, რომ ცისტერნები პირველ რიგში სოფლის ,,გამგებლის" სახლთან ჩერდება. სასმელ წყალს კი, სხვა ოჯახებთან ერთად, ზემო უბანში მცხოვრები მოხუცები ვერ იღებენ.

20:38 / 02.09.2014
სოფელ გორაკასთან რუსმა ჯარისკაცებმა 24 წლის ლევან მაზმიშვილი დააკავეს

,,რამდენიმე დღის განმავლობაში ოჯახის წევრები არაფერს ამბობდნენ, ჩვენც გვიან გავიგეთ" - აცხადებს სოფელ ქვემო ჭალაში მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი სტეფანე მესროფაშვილი. მისი თქმით, 24 წლის ლევან მაზმიშვილი სხვა დროსაც იკარგებოდა ორი-სამი დღით. ამიტომ ოჯახის წევრებს ეგონათ, რომ მალე დაბრუნდებოდა. ახალგაზრდის გაუჩინარებიდან თითქმის ერთი კვირა გავიდა.

18:59 / 02.09.2014
კარბში ტირიფონ-სალთვისის არხის რეაბილიტაციის დასრულების ცერემონია გაიმართება

დღეს, 2014 წლის 2 სექტემბრს, გორის რაიონის სოფელ კარბში ტირიფონ-სალთვისის არხის საირიგაციო სისტემის პროექტის დასრულების ცერემონია გაიმართება. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მუნიციპალიტეტის პრესსამსახურიდან აცნობეს.

14:10 / 02.09.2014
ხანძარი ჩობალაური-ნადარბაზევის ნაყანებში

თბილისი-გორის მიმართულებით მდებარე ავტობანის გასწვრივ 1 სექტემბრის საღამოს ნაყანებს ცეცხლი გაუჩნდა. ადგილზე სახანძრო - სამაშველო სამსახურის მანქანები მუშაობენ.

23:28 / 01.09.2014
შიდა ქართლის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის აგვისტოს ანგარიში

შიდა ქართლის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აგვისტოს თვეში დაფიქსირდა 63 გამოძახება.

23:21 / 01.09.2014
მომსახურების სააგენტომ ახალი სანომრე ნიშნების გაცემა დაიწყო

სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ 1 სექტემბერს ახალი დიზაინის სანორე ნიშნების გაცემა დაიწყო. პირველი ნომერი სიმბოლურად შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ დაბეჭდა, სადაც დღევანდელი რიცხვია გამოსახული. მინისტრის მიერ ხელმოწერილი ნომერი მომსახურების სააგენტოში დარჩება.

19:49 / 01.09.2014
ომარ კელაპტრიშვილის სახლმუზეუმის რემონტისთვის 7 ათასი ლარი გამოიყო

ომარ კელაპტრიშვილის სახლმუზეუმის კოსმეტიკური სამუშაოებისთვის 7 ათასი ლარი გამოიყო. ამის შესახებ მუნიციპალიტეტის გამგეობამ თანხმობა საკრებულოსგან უკვე მიიღო. სამუზეუმი გაერთიანების ხელმძღვანელის ნოდარ მელაძის განცხადებით, თანხები ძირითადად სახურავის შესაკეთებელად გაიხარჯება.

19:12 / 01.09.2014
წედისსა და ბნავისში სასმელ წყალს ,,ენერგო-პროს" ნებართვა ჭირდება

ატენის ხეობაში მდებარე ორ მცირეკომლიან სოფელში - წედისსა და ბნავისში მოსახლეობას სასმელი წყალი არ მიეწოდება. ადგილობრივები სასმელ წყალს ბალონებით მეზობელი დასახლებებიდან, განსაკუთრებით, ატენიდან ეზიდებიან. თავის მხრივ წყლის პრობლემაა ატენშიცაა.

01:00 / 30.08.2014
დაპირისპირება კარალეთში

გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში რაიონის გამგებლის წარმომადგენლების თანამდებობაზე სასურველი კანდიდატურების დანიშვნის მოთხოვნით ხელმოწრები გროვდება. მხარდამჭერები ხალხის სახელით წინა რწმუნებულების, ან კიდევ ,,ქართული ოცნების" სხვა აქტივისტების ,,გაყვანას" ცდილობენ. მაგალითად, სოფელ კარალეთში ახლადშექმნილი ინსტიტუტის, რაიონის გამგებლის წარმომადგენლის პოსტზე 5 კანდიდატი იბრძვის.

00:24 / 30.08.2014
,,ეყოფათ, ფუ თქვენი" - დამიზნებით ნასროლი 10 ტყვია და ოქრუაშვილის ,,ბრძანება" ტყვიავში

2014 წლის 25 აგვისტოს საღამოს დაახლოებით 10 საათზე ტყვიავის ცენტრალურ ქუჩაზე მერსედის მარკის ავტომანქანას საქართველოს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის ჯიპში მსხდომი პირები სროლით მისდევდნენ.  გასროლის ხმა თითქმის 10-ჯერ დაფიქსირდა. მერსედესს 3 ტყვია მოხვდა. ჯიპში იმყოფებოდა ოქრუაშვილიც. მერსედესში კი სოფელ ტყვიავში მცხოვრები 1979 წელს დაბადებული ვასილ და 1980 წელს დაბადებული პავლე ქარელები ისხდნენ.

20:57 / 29.08.2014
,,ჯარისკაცს სავარაუდოდ ტკიპის ბორელიოზი აქვს" - თავდაცვის სამინისტროს განცხადება

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას, გორის სამხედრო ნაწილში ჯარისკაცის დაინფიცირების შესახებ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური გამოეხმაურა. პრესსამსახურის ცნობით, სამხედრო ჰოსპიტლის ექიმები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ პაციენტს  სავარაუდოდ, ტკიპის ბორელიოზი აღენიშნება ორივე დაავადებას ტკიპები იწვევს.

17:50 / 27.08.2014
ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარეს მანქანა არ შეხვდა - ,,ტოიოტა პრადო სოფლებშია საჭირო"

ქალაქისა და რაიონის საკრებულოებმა მანქანები  გაცვალეს. გორის მერს რაიონის მუნიციპალიტეტმა ,,ლექსუს RX 330", ხოლო ქალაქის მუნიციპალიტეტმა რაიონის გამგებელს ,,ტოიოტა პრადო" ათხოვა. ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარეს კი მანქანა არ შეხვდა.

02:42 / 27.08.2014
გორის სამხედრო ნაწილის ჯარისკაცი ,,ყირიმ-კონგო"-ს ვირუსით დაინფიცირდა - თავდაცვის სამინისტრო უარყოფს

გორის სამხედრო ნაწილის ჯარისკაცი ყირიმ-კონგოს ვირუსული ინფექციით დაავადდა. ამის შესახებ  ქარელის გამგეობის ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ირინა ფარეხელაშვილმა განაცხადა. სამხედრო მოსამსახურე საავადმყოფოში შაბათს 23 აგვისტოს მოათავსეს. ის ქარელის რაიონის სოფელ წვერიდანაა (ბრეთის ტერიტორიული ორგანო). თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სამხედრო მოსამსახურე, სავარაუდოდ, ტკიპის ბორელიოზითაა დაავადებული.

23:11 / 26.08.2014
,,500 ლარის" თემა საკრებულოს მიმდინარე სხდომის დღის წესრიგიდან ამოიღეს

გორის რაიონის საკრებულოს მიმდინარე სხდომაზე, რომელიც 26 აგვისტოს გაიმართება, დეპუტატებისთვის ყოველთვიურად 500 ლარის გაცემის საკითხი დღის წესრიგიდან ამოიღეს. ამის შესახებ საკრებულოს ბიუროს დღევანდელ 25 აგვისტოს სხდომაზე გახდა ცნობილი. იურიდიული კომისიის მიერ მომზადებული პროექტი ბიუროს წევრებმა კომისიას უკან დაუბრუნეს.

23:31 / 25.08.2014
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.