|
02.12.2014 დღეს, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროში არაბეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაციას უმასპინძლეს. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, არაბეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაცია საქართველოს რეგიონებსაც ეწვევა. მოინახულებენ ცხვრისა და საქონლის ფერმას, ცხოველთა საკარანტინო ზონას. დელეგაციის წევრები ადგილზე გაეცნობიან ცხოველების ექსპორტთან დაკავშირებულ პროცედურებს.
2015 წლის განმავლობაში გორის მერიასა და საკრებულოში მომუშავე 126 მოხელეზე, (შტატიანები და უშტატებო) შრომის ანაზღაურების კუთხით, 1 მლნ 846 ათასს 800 ლარი დაიხარჯება. ამის შესახებ საკრებულოს წინაშე მერიის მიერ წარდგენილ ბიუჯეტის პროექტშია აღნიშნული. ამავე დოკუმენტის ცნობით, 2014 წელს უფრო მეტ, 199 მოხელეზე (შტატიანები და უშტატები) უფრო ნაკლები, 1 მლნ 585 500 ლარი იყო გათვალისწინებული. იხ:
2014 წლის 1 დეკემბერს ქალაქ გორის მერიაში, საჯარო მოხელეთა კონკურსის მესამე ეტაპი (გასაუბრება) დაიწყო. საკონკურსო კომისიის წევრების გადაწყვეტილებით, სპეციალურად დამონტაჟებული ვიდეო- აპარატით შესაძლებელია გასაუბრების პროცესის ჩაწერა.
2014 წლის 29-30 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში 3 000 -ზე მეტი კაკლის ნერგი დაირგო. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მუნიციპალიტეტის თემის პრესსამსახურიდან აცნობეს.
2014 წლის 30 ნოემბერს გადაცემაში ,,იმედის კვირა" ადმინისტრაციული საზღვრისპირა სოფლებში მომზადებულ სიუჟეტმა დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. სოფელ დვანში მცხოვრები მოხუცი ქალბატონის სიტყვებმა მთელი საქართველო შეძრა. შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ვიდეო-არქივში 2014 წლის მარტში სოფლის ცენტრში ჩატარებული კრების ჩანაწერი მოიძებნება, სადაც მუნიციპალიტეტის გამგებლისა და ადგილობრივების შეხვედრაა დაფიქსირებული.
28.11.2014 გორის თემის საკრებულოს წევრმა ხათუნა ხათაშვილმა 2015 წლის ადგილობრივ ბიუჯეტის პროექტში გარკვეული თანხის გათვალისწინება, ომში დაღუპულ გმირების დედების საპატივსაცემოდ, მოითხოვა. ამის შესახებ პარტია ,,თავისუფალი დემოკრატების" წევრმა განცხადება, რაიონის გამგეობის სოციალური სამსახურის უფროსის დავით ჩიხრაძის მიერ საკრებულოს წინაშე წარდგენილი პროექტის განხილვისას, გააკეთა.
გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი მეშვიდე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას, სახელწოდებით ,,განათლება, ეკონომიკა და მდგრადი განვითარება" მასპინძლობს. ღონისძიება ორი დღე, 2014 წლის 28-29 ნოემბერი, გრძელდება, სადაც მუშაობა 14 სექციაში მიმდინარეობს.
2014 წლის 28 ნოემბერს, გორში, ქალთა უფლებების დაცვაში გაწეული ღვაწლისთვის უფლებადამცველები დააჯილდოვეს. შეხვედრა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ასოციაცია ,,ქალი და განვითარების" ორგანიზებით და ინიციატივით მოეწყო. დიპლომები ნომინანტებს უშუალოდ ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ფატი ბუხრიკიძემ გადასცა.
28.11.2014 დღეს გორის ცენტრალურ მოედანზე შუა ხნის მანდილოსანი ცუდად გახდა და მოულოდნელად ძირს დაეცა. ხალხმრავლობის და პატრულის ეკიპაჟების მობილიზების გამო გზის გარკვეულ მონაკვეთზე მოძრაობაც შეიზღუდა. ადგილზე გამოცხადებული სასწრაფოს ექიმების თქმით, სავარაუდოდ, ეპილეფსიის მოულოდნელ განვითარებასთან ჰქონდათ საქმე.
2014 წლის 4 დეკემბერს გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე შორენა წიქარიძე ხიდისთავის საჯარო სკოლიდან გაშვებული პედაგოგების - თეა ნონიკაშვილის და მერი კაკაშვილის საქმეზე, გადაწყვეტილებას გამოაცხადებს. მანამდე, 2014 წლის 28 ნოემბერს მოსამართლემ მხარეებს მოუსმინა. თეა ნონიკაშვილის და მერი კაკაშვილის მოპირდაპირე მხარეს სკოლის ყოფილი და მოქმედი დირექტორები, ასევე რესურსცენტრის იურისტი წარმოადგენდნენ.
28.11.2014 ქარელის რაიონის სოფლებში - ატოცში, კოდასა და აბანოში გაზიფიცირება დასრულდა. ამის შესახებ სოფელ ბრეძის თემში მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი მარიამ გულისაშვილი აცხადებს. მისი თქმით, ელექტროენერგიის უზრუნველყოფის მიზნით გამრიცხველიანებაც დასრულდა. ,,დადგა დრო, რომ გარეგანათებაზეც ვიფიქრობთ" - ამბობს მარიამ გულისაშვილი.
28.11.2014 დანიის ლტოლვილთა საბჭოს მიერ სოფელ ერგნეთში უკვე 108 სახლს რეაბილიტაცია ჩაუტარდა, ხოლო აშენდა სამი ახალი სახლი. აღნიშნული პროექტი შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მიერ ფინანდება და 2015 წლის აპრილში სრულდება.
27.11.2014 ახალშობილ ბავშვთა ინფექციური დაავადების თავიდან აცილებისა და დაავადების ზემოქმედების რისკის შემცირების მიზნით სოფლის მოქმედ ამბულატორიებში ფილტვების ანთების (პნევმონიის) საწინააღმდეგო ვაქცინები დარიგდა. ამის შესახებ ქარელის ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ირინა ფარეხელაშვილმა განაცხადა.
27.11.2014 ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის გადაწყვეტილებით, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა 25 ათასს არ აღემატება, შეშას მიიღებენ. ამის შესახებ გამგებელმა ზაზა გულიაშვილმა საკუთარ წარმომადგენლებს დავალებები უკვე მისცა. გულიაშვილის თქმით, ამ ეტაპზე, მუნიციპალიტეტს 500 კბ.მ შეშა აქვს დასაწყობებული.
27.11.2014 კასპის მუნიციპალიტეტს საკუთარი მეტეოროლოგიური სადგური ექნება. ქალაქში უკვე მიმდინარეობს მეტეოროლოგიური ცენტრის მოწყობის სამუშაოები.
27.11.2014 ქალაქ გორში და გორის რაიონში შიდა ქართლის სამხარეო სამმართველოს რაიონული განყოფილებების და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა რეიდები გაამკაცრეს. მიმდინარე კვირიდან ღამის საათებში ავტომანქანების საბარგულების შემოწმებაც დაიწყეს. გატარებულ ,,სამძებრო ღონისძიებებში" ტაქსები და მათი მგზავრებიც ხვდებიან.
26.11.2014 კასპის რაიონის სოფელ ცხავერში, რომელიც ზღვის დონიდან 1300 მ-ზე მდებარეობს, 2014 წლის 12 ნოემბერს სინათლე აინთო. ამის შესახებ სატელეფონო სამადლობელო ზარი გუბერნატორმა და Qartli.gE-ს ჟურნალისტებმა 25 ნოემბერს იმ ადამიანებისგან მიიღეს, რომლებიც 2014 წლის აგვისტოს, სოფელ გოსტიბეობას დღესასწაულზე მიმავალ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, გზაზე დახვდნენ. ზაფხულში მოწყობილ საპროტესტო აქციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტები შემთხვევით გადააწყდნენ და ვიდეოზე დააფიქსირეს.
26.11.2014 ქარელის რაიონის სოფელ ურბნისის საჯარო სკოლის დირექტორს მარინა ნადირაშვილს, რომელსაც ამჟამად მოვალეობის შემსრულებლის პოზიცია უკავია, 32 პედაგოგიდან 28 პედაგოგმა მხარდამჭერი ხელმოწერები შეუგროვა. სამეურვეო საბჭოს მიერ ჩატარებულ არჩევნებში დირექტორის თანამდებობაზე ერთადერთი მისი კანდიდატურა ჩავარდა. მარინა ნადირაშვილმა, მხოლოდ, 4 ხმა მიიღო. დანარჩენი ოთხი წინააღმდეგი წავიდა. დირექტორის მომხრეები აცხადებენ, რომ დირექტორის წინააღმდეგ სოფლის მაჟორიტარი წარმომადგენელი საკრებულოში ცირა ინდუაშვილი იბრძვის. სკოლის ერთ-ერთი ყოფილი თანამშრომელი მარინა ინდუაშვილი კი აცხადებს, რომ სწორედ ცირა ინდუაშვილის დამსახურებაა, რომ მოსახლეობის ნაწილმა, 2 წლის წინ, სხვა 5 მასწავლებელთან ერთად, დირექტორი სკოლიდან არ გააძევა.
26.11.2014 საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის ადმინისტრაცია, საქართველოს მასშტაბით ელექტროენერგიის ნაწილობრივ და სრულად გათიშვის შესახებ, ოფიციალურ სტატისტიკას აქვეყნებს. ინფორმაცია 2002 წლიდან მოყოლებული 2014 წლის ნოემბრამდე არსებულ მონაცემებს ეყრდნობა.
ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა გულიაშვილმა სამუშაო შეხვედრებზე ჟურნალისტების დასწრება აკრძალა. ამის შესახებ გადაწყვეტილება იმ დღით მიიღო, როდესაც სამუშაო შეხვედრაზე ქარელის პოლიციის უფროსი გამოცხადდა. გულიაშვილის ,,ბრძანებას" ასრულებდნენ - რუისის რწმუნებული გიორგი კუთხაშვილი; ადმინისტრაციის სპეციალისტი ბადრი მეხრიშვილი და კულტურულ დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელი ლეილა ნადირაშვილი. ისინი ფიზიკური ძალის გამოყენებით შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ადგილობრივ ჟურნალისტს მუშაობაში ხელს უშლიდნენ.
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.











