რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
რუისში სახელმწიფო გზის მითვისების გამო მეზობლებს შორის დავა მწვავდება
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისში ადგილობრივები საჯარო გზის გათავისუფლებას ითხოვენ. მოქალაქეები პრობლემის მოსაგვარებლად ხელისუფლებისგან დროულ რეაგირებას მოითხოვენ.
15:19 / 17.10.2026
გორში, აღმაშენებლის გამზირზე ავარია მოხდა
გორში, აღმაშენებლის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს ორი მოძრავი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც დაზიანდა ტროტუარზე გაჩერებული მესამე მანქანაც. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.
12:08 / 16.10.2026
ნიკოლოზ ხიზანიშვილი მშობლიურ სოფელში ევროპის ჩემპიონის ტიტულით დაბრუნდა
ახალგაზრდა ქართველმა მოკრივემ კადეტთა ჩემპიონატის ფინალში რუსეთის სახელით მოასპარეზე მეტოქე დაამარცხა და ევროპის ჩემპიონი გახდა. 
12:07 / 16.10.2026
„საათში ერთხელ კვდებიან ლეკვები“ - გორში მიუსაფარი ცხოველების გადასარჩენად აქცია დაანონსდა
თავშესაფრის მძიმე კადრების გავრცელების შემდეგ,16 ოქტომბერს გორში მიუსაფარი ცხოველების დასაცავად საპროტესტო აქცია გაიმართება.
00:28 / 16.10.2026
60 000-ლარიანი ფესტივალი ძაღლთა თავშესაფრის ფონზე - გორის მერი საკრებულოს სხდომაზე გააკრიტიკეს
გორის საკრებულოს სხდომაზე სპორტის მასწავლებელმა, თეა კეჩხუაშვილმა მერი მწვავედ გააკრიტიკა და განაცხადა, რომ პრობლემური ობიექტების მონახულების ნაცვლად, ის მხოლოდ გართობაზეა ორიენტირებული.
00:26 / 16.10.2026
გორის ძაღლთა თავშესაფარში პოლიცია შევიდა
გორის ძაღლთა თავშესაფარში სამართალდამცველები მას შემდეგ მივიდნენ, რაც ქსელში მიუსაფარი ცხოველების მძიმე მდგომარეობის ამსახველი ვიდეოკადრები გავრცელდა.
00:21 / 16.10.2026
კასპის სოფელ მეფისქალაქში მოსახლეობა სასმელი წყლით ბავშვების სავარაუდო ინტოქსიკაციაზე საუბრობს
ადგილობრივი მოსახლეობა პრობლემის დაუყოვნებლივ მოგვარებასა და შესაბამისი უწყებებისგან წყლის ხარისხის ლაბორატორიულ შემოწმებას ითხოვს.
00:20 / 16.10.2026
გორის ცენტრში, სტალინის გამზირზე ავტომობილი ქვეითს დაეჯახა
გორის ცენტრში, სტალინის გამზირზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მანქანა ქვეითს დაეჯახა. დაშავებული პირი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი, შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი მომხდარზე გამოძიება დაიწყო.
14:01 / 15.10.2026
შიდა ქართლში იარაღისა და ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე 3 პირი დააკავეს
გორსა და ხაშურში პოლიციამ 3 პირი დააკავა, რომლებსაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვასა და 100 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალების კულტივირება-შენახვაში ედებათ ბრალი.
14:00 / 15.10.2026
გორის მერიამ მუნიციპალური ინსპექციის მიერ მოზარდების სავარაუდო დაშინების ფაქტებზე მოკვლევა არ დაიწყო
მიუხედავად მშობლებისა და თვითმხილველების არაერთი განცხადებისა, გორის მერიას ავტობუსის კონტროლიორების მხრიდან მოზარდებზე შესაძლო ზეწოლის ფაქტებზე მოკვლევა ამ დრომდე არ დაუწყია.
13:59 / 15.10.2026
გორის ცენტრში ავტომობილი ქვეითს დაეჯახა
გორის ცენტრში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მანქანა ქვეითს დაეჯახა. დაშავებული პირი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. პოლიციამ მომხდარზე გამოძიება უკვე დაიწყო.
13:58 / 15.10.2026
გორში ახალგაზრდული დებატების კვირა გაიმართა
გორში ახალგაზრდული დებატების კვირა ჩატარდა, რომელშიც 30-მა შერჩეულმა ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა. ღონისძიებაზე, რომელიც ადამიანის უფლებებსა და არასრულწლოვანთა დაცვას მიეძღვნა, საუკეთესო მომხსენებლები გამოვლინდნენ, გამარჯვებულმა გუნდმა კი დებატების ეროვნული ტურნირის საგზური მოიპოვა.
13:56 / 15.10.2026
მიტროპოლიტმა იობმა სვეტიცხოვლობის წირვაზე სომხური სარწმუნოების წინააღმდეგ ისაუბრა
რუის-ურბნისის მიტროპოლიტმა იობ აქიაშვილმა სვეტიცხოვლობის სადღესასწაულო წირვის დროს სომხური სამოციქულო ეკლესიისა და სარწმუნოების წინააღმდეგ ისაუბრა. მან მეზობელი ქვეყნის ეკლესია გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ "ტრაბახმა და ამპარტავნებამ ისინი მწვალებლობაში აღმოაჩინა".
16:03 / 14.10.2026
მამა ვახტანგის მიერ მონათლულთა ხელახლა მონათვლის მოწოდებაზე მამა დავითმა ვიდეო წაშალა და ბოდიში მოიხადა
ხაშურისა და სურამის ეპარქიის წარმომადგენლის, მამა დავით კაბერაშვილის განცხადებას მამა ვახტანგის მიერ მონათლულთა ხელახლა მონათვლის შესახებ ამ უკანასკნელის ოჯახი გამოეხმაურა. ოჯახის შეფასებით, ეს მამა ვახტანგის წინააღმდეგ მიზანმიმართული და დაუსაბუთებელი ქმედებაა.
15:40 / 14.10.2026
გორის მერიის კონტროლიორების მხრიდან მოზარდებზე ზეწოლის ახალი ფაქტები ხდება ცნობილი
მოქალაქეები სოციალურ ქსელებში წერენ, რომ ინსპექციის თანამშრომლები მგზავრობის საფასურის გადაუხდელობის გამო მოზარდებს დასდევენ და აშინებენ, მერიისგან კი სათანადო განმარტებებს ითხოვენ.
15:39 / 14.10.2026
ხაშურში მცხოვრებ გიორგი კაპანაძისა და თეონა ზურაბაშვილის ოჯახს სახლის შესაძენად 50 000 ლარს გადასცემენ
ჩუმათელეთის დაწყებითი სკოლის ყოფილ შენობაში მცხოვრებ ოჯახს, რომელთა მძიმე სოციალურ ყოფაზეც „ქართლის ამბები“ აქტიურად წერდა, სახელმწიფო სახლის შესაძენად 50 000 ლარს გადასცემს. გიორგი კაპანაძე და თეონა ზურაბაშვილი საცხოვრებლის შეძენას გამოყოფილი თანხის ფარგლებში ხაშურში, სურამში ან ჩუმათელეთში გეგმავენ.
15:38 / 14.10.2026
ხაშურისა და სურამის ეპარქიის ცნობით, მამა ვახტანგისა და მამა მიქეალის მიერ მონათლულებს ხელმეორედ მონათვლა მოუწევთ
ხაშურისა და სურამის ეპარქია აცხადებს, რომ მამა ვახტანგისა (საერო სახელით ჯუმბერი) და მამა მიქეალის მიერ მონათლული პირები ხელმეორედ მოსანათლები არიან. ეპარქიის წარმომადგენლის განმარტებით, ვისი ნათლობის დადგენაც ვერ ხერხდება, მათი ნათლობა ნაკლულად არ ითვლება, სხვა შემთხვევაში კი ხელმეორედ მონათვლა აუცილებელია.
15:37 / 14.10.2026
ხაშურში #4 საჯარო სკოლის საძირკვლის დემონტაჟი დაიწყო
ხაშურში, მე-6 წელია, რაც #4 საჯარო სკოლის აშენებას უშედეგოდ ელიან, ახლა კი წუნდებული საძირკვლის დემონტაჟიც დაიწყო, რაშიც დამატებით 109 400 ლარი იხარჯება. აღსანიშნავია, რომ სკოლის მშენებლობას პარლამენტარ ირაკლი ზარქუას ოჯახის კომპანია აწარმოებდა, რომელმაც საბოლოოდ სამუშაოები მიატოვა.
15:36 / 14.10.2026
გორის უნივერსიტეტში „ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სწავლების ცენტრს“ სახელი გადაარქვეს
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში „ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სწავლების ცენტრს“ სახელი შეეცვალა და „მშვიდობის სწავლების ცენტრი“ ეწოდა. უნივერსიტეტის ადმინისტრაციის განმარტებით, ოსური ენისა და კულტურის შესწავლა სწორედ ახალი სამშვიდობო ცენტრის ფარგლებში გაგრძელდება.
15:35 / 14.10.2026
გორის გენერალური გეგმის ხელახლა შესადგენად 1.3 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერი გამოცხადდა
მიუხედავად იმისა, რომ დოკუმენტის წინა ვერსია 2021 წელს უკვე მომზადდა, ის დღემდე დაუმტკიცებელია, ამ ფონზე კი ქალაქში მრავალსართულიანი კორპუსების მშენებლობა აქტიურად გრძელდება.
15:35 / 14.10.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.