რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
გორის IV საჯარო სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები 2026 წელსაც არ
დაიწყება. მოსწავლეები, რომლებიც 2024 წლიდან I სკოლაში არიან
გადაყვანილები, სწავლას ისევ ალტერნატიულ ფართში განაგრძობენ.
15:08 / 11.09.2026
დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის მედიის ცნობით, აგვისტოში ე.წ. სასაზღვრო
რეჟიმისა და საზღვრის კვეთისთვის 40 ადამიანი დააკავეს. ჯარიმების
სახით 31 ათასი რუბლი ამოიღეს.
15:04 / 11.09.2026
გორის საკრებულოს სხდომაზე თეა კეჩხუაშვილმა დეპუტატებს მერისგან
ანგარიშის მოთხოვნისკენ მოუწოდა. სხდომის თავმჯდომარემ მას სიტყვა
შეაწყვეტინა და დარბაზის დატოვება მოსთხოვა.
15:02 / 11.09.2026
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ კასპში შპს „ლეწეს“ არარეგისტრირებული
საწარმო გამოავლინა. დარღვევების გამო კომპანია დაჯარიმდა და საწარმოო
პროცესი შეეჩერა.
15:01 / 11.09.2026
სპორტის გაუქმებული განყოფილების ყოფილმა თანამშრომელმა თეა
კეჩხუაშვილმა გორის მერიასთან საპროტესტო წარწერები დატოვა. ქალი
რეორგანიზაციის შედეგად სამსახურის გარეშე დარჩა.
14:57 / 11.09.2026
საპატრულო პოლიციამ გორში ავტომობილების ხმაურის გადამოწმება დაიწყო.
ახალი კანონით, დადგენილი ნორმის გადაჭარბება ჯარიმასა და ქულების
დაკლებას ითვალისწინებს.
14:56 / 11.09.2026
სტალინის გამზირზე, სასტუმრო „ინტურისტის“ ფასადიდან ფილა ტროტუარზე
ჩამოვარდა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.
14:55 / 11.09.2026
კასპის მერიის ცნობით, ვახტანგ მაისურაძე იაპონიაში დამეგობრებულ
ქალაქს ეწვია. იაპონურ წყაროებში ქალაქების დამეგობრების შესახებ
ინფორმაცია არ ფიქსირდება.
14:54 / 11.09.2026
გორის III საჯარო სკოლის ადმინისტრაციის ცნობით, ყველა კლასის
მოსწავლე, 15 სექტემბერს, სწავლას III საჯარო სკოლის შენობაში
დაიწყებს.
14:52 / 11.09.2026
მდინარე ლიახვზე საქანელა ხიდის მშენებლობას შპს „მაქსიმუმი“
ახორციელებს. ადგილობრივები უკმაყოფილებას გამოთქვამენ, რადგან
საავტომობილო ხიდის აშენებას ელოდნენ.
14:48 / 11.09.2026
სალიანდაგო სამუშაოების გამო ქარელის სარკინიგზო გადასასვლელზე
ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდა. მძღოლები სათადარიგო
გადასასვლელით ისარგებლებენ.
14:46 / 11.09.2026
დღეს დილით კასპი ცემენტის ქარხნის გაფრქვევების გამო კიდევ ერთხელ
დაიმტვერა. ადგილობრივების თქმით, დაბინძურების გამო სოფელი გომიც
აღარ ჩანდა.
14:45 / 11.09.2026
სტალინის მუზეუმის ავტოპარკინგის სიახლოვეს ორი ავტომობილი ერთმანეთს
შეეჯახა. შემთხვევის შედეგად შეუძლოდ გამხდარი ნაოპერაციები ქალისთვის
სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს.
14:47 / 11.09.2026
გურამიშვილის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მამაკაცი დაშავდა.
დაშავებული „გორმედში“ გადაიყვანეს, შსს-მ გამოძიება დაიწყო.
14:23 / 11.09.2026
შესყიდვების სააგენტომ ხაშურის ბაღების გაერთიანების მოთხოვნა
განუხილველი დატოვა, რადგან ტენდერების დაგვიანებით გამოცხადება ვერ
დასაბუთდა. გაერთიანებას 30 კგ ტომატ-პასტაზე ტენდერის ხელახლა
გამოცხადება მოუწევს.
14:21 / 11.09.2026
ახალსოფლის მიმდებარედ პოლიციამ მამაკაცს მანქანიდან სანადირო თოფი
ჩამოართვა. დაკავებული აცხადებს, რომ იარაღი მამამისს ეკუთვნოდა და
თავად არ ნადირობდა, თუმცა სასამართლომ ოქმი კანონიერად ცნო.
14:19 / 11.09.2026
„თრიალეთის“ წილის არაპირდაპირი მფლობელის ცვლილების გამო, კომისიამ
ტელეკომპანია წერილობით გააფრთხილა. „თრიალეთი“ პოზიციას არ ეთანხმება
და აცხადებს, რომ ცვლილება უშუალოდ მის წილში არ მომხდარა.
14:23 / 11.09.2026
სამშენებლო კომპანიის განცხადებით, მზოვრეთის მონასტრის გზის
დაზიანება მათი სამუშაოების გამო არ მომხდარა. „ინფრაკონში“
აცხადებენ, რომ პროექტი ხარისხიანად შესრულდა, ხოლო მერია საპროექტო
ორგანიზაციას უჩივის.
14:18 / 11.09.2026
გორის უნივერსიტეტი სტუდენტებს სწავლის საფასურის სასწრაფოდ დაფარვას
სთხოვს. უნივერსიტეტში, რომლის ბიუჯეტის ძირითადი წყარო სწავლის
საფასურია, სტატუსშეჩერებულთა რაოდენობა მაღალია.
14:17 / 11.09.2026
ტანას ხეობის ბოლო დასახლებაში, სოფელ ლევიტანაში, ადგილობრივმა
მცხოვრებლებმა საკუთარი ძალებით დამზადებული წარწერა განათავსეს.
14:16 / 11.09.2026
ვიდეორეპორტაჟი
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"
თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად
ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
გასული თვის პოპულარული სიახლეები

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.




ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.






