რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ნოემბერი 2026 »»
ო ს ო ხ პ შ კ
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ახალი ამბები
გორის ახალგაზრდული საკრებულოს წევრების შერჩევა დაიწყო

25.02.2015 ორგანიზაცია ,,ადამიანი კანონი თავისუფლებას" აღმასრულებელი დირექტორი, ნიკოლოზ მაღალდაძე პროექტის "ახალგაზრდული საკრებულო 64 მუნიციპალიტეტში" ფარგლებში გორის მუნიციპალიტეტის XI-XII კლასის მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეებს შეხვდა და პროექტის პრეზენტაცია გამართა. დღესვე მოსწავლეებს ტესტირების ნიმუშები დაურიგდა და გაცემული პასუხების მიხედვით მათი შერჩევა მოხდება.

00:06 / 26.02.2015
დოლარში აღებული სესხის მქონე პირებს ბანკები შეღავათებს შესთავაზებს

25.02.2015 ერთ კვირაში კომერციული ბანკები, დოლარში აღებული სესხების ვადიანობის გაგრძელების ან სხვა ტიპის რესტრუქტურიზაციის შესახებ, კლიენტებს შეღავათებს შესთავაზებს. ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტსა და კომერციული ბანკების წარმომადგენლებს შორის დღეს გამართულ შეხვედრაზე გახდა ცნობილი. შეღავათები იმ კერძო პირებს შეეხება, რომლებსაც სესხი დოლარში აქვთ აღებული, ხოლო შემოსავლები - ლარებში.

18:55 / 25.02.2015
,,ოჩერედები" და ,,კანაოკაპაწელები" წყალზე - ჩანაწერი ოფიციალურ დოკუმენტში

25.02.2015 ,,წყლის დეფიციტის გამო, ტირიფონის სისტემური სამმართველო 2015 წლის ივნისიდან ოჩერედობით წყლის მიწოდებაზე გადავა" - აღნიშნულია ტირიფონის სისტემური სამმართველოს უფროსის მამუკა ლომსაძის შედგენილ მოხსენებით ანგარიშში, რომელიც მან გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს კოტე თავზარაშვილს გაუგზავნა. საკრებულოს სხდომაზე ,,ოჩერედიანი" ანგარიში ცნობად მიიღეს. ამავე დოკუმენტში წერია, რომ სამუშაოები ,,კანაოკაპაწელების" მეშვეობით განხორციელდება.

17:19 / 25.02.2015
მერიის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაუშვეს

25.02.2015 იუნკერების ხსოვნის საპატივსაცემოდ და საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით გორის ადმინისტრაციული შენობაზე სახელმწიფო დროშა დაუშვეს. ცერემონიას გორის მერი ზურაბ ჯირკველიშვილი, გუბერნატორის მოადგილე დავით ჯოლბორდი და რაიონის გამგებლის მოადგილე გია წვერავა ესწრებოდნენ.

16:38 / 25.02.2015
ახალი საბავშვო ბაღი პრემიერის დედულეთში

24.02.2015 პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის დედულეთში, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ დიცში, რომელიც გამყოფი ხაზის სიახლოვეს მდებარეობს, დღეს საბავშვო ბაღი გაიხსნა. სკოლამდელი დაწესებულება აქ 1990 წლიდან არ ფუნქციონირებდა. მაშინ ღარიბაშვილი 8 წლის იყო. 25 წლის შემდეგ კი ეს საკითხი ლატვიის რესპუბლიკის ელჩის დახმარებით გადაწყდა.

00:11 / 25.02.2015
ბავშვთა კვების კომპანია HIPP-ი საქართველოში წარმოების გაფართოებას გეგმავს

24.02.2015 ბავშვთა კვების მწარმოებელი გერმანული კომპანია HIPP-ი, რომელიც ხაშურში ხილის კონცენტრატის  საწარმოს უკვე ამუშავებს, ხილ-ბოსტნეულის გადამამუშავებელ წარმოებაში დამატებით 2 მლნ ევრომდე ინვესტიციის განხორციელებას კახეთში, სიღნაღშიც გეგმავს. ამის შესახებ, დღეს,  HIPP-ის აქციონერის, შტაფან ჰიპპისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ დანელიას შორის გამართულ შეხვედრაზე გახდა ცნობილი.

 
17:15 / 24.02.2015
ანონსი: ,,ახალგაზრდული საკრებულო"-ს მოსამზადებელი შეხვედრა კასპელ მოსწავლეებთან გაიმართება

24.02.2015 პროექტის ,,ახალგაზრდული საკრებულო 64 მუნიციპალიტეტში" ფარგლებში, დღეს, 15 საათზე,  კასპის მესამე საჯარო სკოლის მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებთან,  შეხვედრა გაიმართება. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს პროექტის ორგანიზატორებმა აცნობეს. პროექტის ორგანიზატორია ორგანიზაცია ,,ადამიანი კანონი თავისუფლება“, რომლის წარმომადგენლები საქართველოს 64 მუნიციპალიტეტში მაღალი აკადემიური მოსწრების ახალგაზრდებთან პროექტის პრეზენტაცია მოახდენენ.

16:39 / 24.02.2015
იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ ესეების კონკურსში გამარჯვებულები გამოვლინდა

23.02.2015 საკონკურსოდ წარდგენილი 40-ზე მეტი ნაშრომიდან, სპეციალურმა კომისიამ სამი შეარჩია. კონკურსში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებმა სალომე ბელქანიამ და თამარ მეჭურჭლიშვილმა, ასევე, იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტურის სტუდენტმა ანა წურწუმია - ზურაბაშვილმა გაიმარჯვეს.

19:32 / 23.02.2015
გორელი სტუდენტი ყველაზე ორიგინალური ხელნაწერის ავტორად დასახელდა

23.02.2015 გორელი სტუდენტის, 21 წლის ალექსანდრე მამუკაშვილის ნამუშევარი ყველაზე ორიგინალურ ხელნაწერად დასახელდა. ამის შესახებ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებულ კონკურსში - ,,ქართული კალიგრაფია" -  გამარჯვებულების გამოცხადების დროს გახდა ცნობილი.

18:31 / 23.02.2015
ხანძრის გაჩენამდე სახლში ახალგაზრდები ქეიფობდნენ

23.02.2015 შს სამინისტროს იგოეთის განყოფილებაში ის პიროვნებები დასაკითხად დაიბარეს, რომლებიც 20 თებერვალს საღამოს, კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში, ვაჟა გიგოლაშვილის სახლში ქეიფობდნენ. 

16:46 / 23.02.2015
,,ქალი ოჯახის მარჩენალია" - გამოკითხვა გორში

21.02.2015 ,,ოჯახში ძალადობას ახასიათებს ძალათა ასიმეტრია. ერთი მხარე (მოძალადე) ფლობს მატერიალურ, ფიზიკურ, ინტელექტუალურ ან ემოციონალურ უპირატესობას მეორე მხარის (მსხვერპლის) მიმართ და ცდილობს დაიმორჩილოს იგი" - ასეა განმარტებული ოჯახში ძალადობის თემაზე პოლიციელებისთვის შექმნილ სპეციალურ სახელმძღვანელოს ერთ-ერთ თავში, სადაც ძალადობის მახასიათებლებზეა საუბარი.

00:59 / 22.02.2015
წარწერები რუისის საფლავებზე - მითი და სინამდვილე

21.02.2015 ქარელის რაიონის სოფელ რუისში ცამეტი ეკლასია და ცამეტი საგვარეულო სასაფლაოა.  ყველა გვარს თავისი საკუთარი სასაფლაო აქვს. ასეთებია, მაგალითად, ბალიაშვილების, მღებრიშვილების, ბუზიაშვილების, ეგნატაშვილების, ღვინიაშვილების და სხვ. 

23:36 / 21.02.2015
გამგებლის მოადგილის ოჯახის ბიზნესი და დასაქმება

19.02.2015 პარტია ,,ქართული ოცნების" და  კასპის საკრებულოს წევრი ქეთევან წურწუმია გამგებლის მოადგილეს ნეპოტიზმში ადანაშაულებს. ამის შესახებ ქეთევან წურწუმიამ საკრებულოს სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, იმ დროს, როდესაც პარტიის ერთ-ერთ მხარდამჭერს ალექსი მერებაშვილს გამგებლის მოადგილე ზაზა მოსიაშვილი  ,,ცეხიდან" ათავისუფლებს, გამგებლის მოადგილის მეუღლე ერთ-ერთ ,,აიპი"-ში ინიშნება.

02:56 / 20.02.2015
მიწის კანონში შემავალი ცვლილებების დადებითი და უარყოფითი მხარეები

19.02.2015 ,,ქართული მიწების უცხოელებზე გასხვისება ევროპული ყაიდის მკაფიო რეგულაციების გარეშე დაუშვებელია" -  აცხადებს ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე პრეზიდენტი შოთა გულბანი, რომელმაც კანონში შემავალ ცვლილებებზე საინფორმაციო სააგენტო „პირველის“ პრეს–კლუბში დღეს ისაუბრა. 

 

18:57 / 19.02.2015
,,ფრანშიზა რეალური მოსავლიდან დაითვლება" - აგროდაზღვევის განახლებული პროგრამა

19.02.2015 ფრანშიზა დაითვლება რეალური მოსავლიანობიდან, შესაბამისად ვერ გადაფარავს ზარალის ოდენობას თუ ზარალი ასცდა 10% -ს.  2014 წლის პროგრამაში ფრანშიზა ითვლებოდა სადაზღვევო ლიმიტიდან, ხოლო ზარალი რეალური მოსავლიანობიდან, რაც უმეტეს შემთხვევაში ფრანშიზა ზარალის გადაფარვას იწვევდა. ზარალის შეფასების საერთო მეთოდი დაინერგა თითოეული კულტურის შესაბამისად, რაც მანამდე საერთოდ არ არსებობდა.

 

 

18:38 / 19.02.2015
აქცია ფარმაცევტულ კომპანიებში მონოპოლიური ფასების წინააღმდეგ

18.02.2015 დღეს პარტია ,,თავისუფალი საქართველოს" გორის ორგანიზაციის წევრები, ქართულ სააფთიაქო ქსელში არსებული პოლიტიკის წინააღმდეგ, საპროტესტო კამპანიას შეუერთდნენ. აღნიშნული კამპანია პარტიის ცენტრალურმა ოფისმა დღეს წამოიწყო. მასში 10 რაიონული ორგანიზაცია ჩაერთო. 

21:52 / 18.02.2015
სოციალური მომსახურების სააგენტო თანხებს უკან იბრუნებს

18.02.2015 სოციალური მომსახურების სააგენტოს გორის სერვისცენტრის წარმომადგენლები 29 ოჯახის სახელზე გაცემული თანხის ნაწილის უკან დაბრუნებას ითხოვს. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს სააგენტოს იურისტმა ანა კორინთელმა განუცხადა. მისი თქმით, უკან დასაბრუნებელი თანხის რაოდენობა, აღნიშნული ოჯახებიდან, დაახლოებით 1000 (ათას) ლარს შეადგენს. სააგენტომ ბენეფიციარებს სასამართლოში უჩივლა.

19:44 / 18.02.2015
ქარელში მესამე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს სკამზე მახათი დაუდო

18.02.2015 ,,ჩემს შვილს სკოლაში ორი თავის თანაკლასელი, თვეებია, ამცირებს და ფიზიკურადაც ჩაგრავს. ჩემი შვილი გააბოროტეს. რომ ვეღარაფერი მოიფიქრა, ბავშვური ჭკუით ერთ-ერთ მათგანს სკამზე მახათი დაუდო." - ამბობს ქარელის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მესამე კლასის მოსწავლის მშობელი შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრთან საუბარში.

14:49 / 18.02.2015
მაღაზიის ქურდობა სადგურზე და ჩატეხილი მინა ლატარიის ჯიხურში

17.02.2015 ,,მაღაზიაში ზარალის ოდენობა დგინდება, ჯიხურზე კი ფანჯარა ჩამტვრეული დახვდათ მხოლოდ" - იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური, დღეს, დილით გორში ორ ადგილზე დაფისქირებულ ფაქტებზე. 

01:35 / 18.02.2015
,,გუბერნატორი უნდა ჩავრიოთ, მეტი გზა არ გვაქვს" - როდის აინთება ქურა

17.02.2015 ,,სხვა გზა არ გვაქვს, ისევ გუბერნატორი უნდა ჩავრიოთ, იქნებ დაურეკოს და რამენაირად დააჩქარებინოს ეს საქმე ეკონომიკის სამინისტროში" - გვეუბნება იურიდიულ ქაღალდებში ჩაფლული რეზო გოგიაშვილი, გამგეობის იურიდიული სამსახურის უფროსი. საქმე სკრის, ბერბუკის, ხურვალეთის და მეტეხის კოტეჯებში 2014 წლის 16 სექტემბერს დამთავრებულ სამუშაოებს ეხება. გაკეთებული მილების შემყურე მოსახლეობა 5 თვეა ბუნებრივ აირს ელოდება... 5 თვე.

22:23 / 17.02.2015
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.